ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის NBA All-Star მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ჯილდო გადაეცემა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე წევრს, რომელიც NBA All-Star მატჩში საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. ჯილდო 1953 წლიდან მოყოლებული გადაეცემა, რომელიც NBA-მ ოფიციალურად გადაწყვიტა ყოველ წელს გაეცა. ლიგამ ასევე გადაწყვიტა ძველი მატჩების MVP დაესახელებინა. ედ მაქლი და პოლ ერიზინი დასახელებული იქნენ 1951 და 1952 წლების გამარჯვებულად.[1] ხმის მიცემა ხდება მედიის წევრების მიერ, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ აძლევენ თავის არჩევანს ხმებს. მოთამაშე ყველაზე მეტი დაგროვილი ხმებით იღებს ჯილდოს.[2]1999 წელს არ იქნა თამაშის MVP დასახელებული, რადგან ლოკაუტის გამო სეზონი მოგვიანებით დაიწყო, ხოლო NBA All-Star მატჩი კი საერთოდ არ ჩატარდა იმ წელს.[3]
ბობ პეტი და კობი ბრაიანტი არიან მხოლოდ ის 2 მოთამაშე, რომლებმაც ამ ჯილდოს მოპოვება 4-ჯერ შეძლეს. ოსკარ რობერტსონი, მაიკლ ჯორდანი და შაკილ ონილის მონაგარში კი ასეთი 3-3 ჯილდოა. ხოლო ბობ ქასი, იულიუს ირვინგის, ისაია თომასის, მეჯიკ ჯონსონის, კარლ მონროს, ალენ აივერსონის და ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე ესეთი ჯილდო 2 რიცხვამდეა. ჯეიმსის პირველი ჯილდოს მოპოვება მოხდა 2006 წელს, რითაც ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც მოახერხა MVP ჯილდოს მოპოვება ამ მატჩში 21 წლის ასაკში.[4] ოთხ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა ორზე გაიყო: ელჯინ ბაილორი და პეტის შორის 1959 წელს, ჯონ სტოქტონსა და მელოუნს შორის 1993 წელს, ონილსა და ტიმ დანკანს შორის 2000 წელს და ბრაიანტის და ონილს შორის 2009 წელს. ონილი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ჯილდოს მოპოვება ორჯერ გაყოფით შეძლო. ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წარმომადგენელს 11 ჯილდო აქვთ მოგებული, მაშინ როდესაც ბოსტონ სელტიკსის რიგებში ასეთი 8 ჯილდოს მფლობელია. დანკანი არის ერთადერთი გამარჯვებული, რომელიც აშშ ტერიტორიაზე არ დაიბადა. დანკანს აქვს ამერიკის მოქალაქეობა, თუმცა ის აღიარებულია საერთაშორისო მოთამაშედ NBA-ს მხრიდან.[5] არცერთ გამარჯვებულს არ უვარჯიშია აშშ-ს ფარგლებს გარეთ. უკანასკნელი 2012 წლის გამარჯვებული კევინ დურანტია.[6]
დიდების დარბაზის წევრი
უილტ ჩემბერლენი ჯილდოს გამარჯვებული 1960 წელს გახდა.
დიდების დარბაზის წევრმა -
მაიკლ ჯორდანმა ჯილდოს მოპოვება კარიერაში 3-ჯერ შეძლო.
დიდების დარბაზის წევრმა
ჩარლზ ბარკლიმ ჯილდოს მოპოგება 1991 წელს შეძლო.
შაკილ ონილი ჯილდოს გამარჯვებული 3-ჯერ გახდა კარიერის მანძილზე.
| ^ |
აღნიშნულია კვლავ NBA-ში მოქმედი მოთამაშეები. |
| * |
არჩეული იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში |
| მოთამაშე (X) |
აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო მოთამაშისთვის |
| გუნდი (X) |
აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო გუნდისთვის |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ↑ Steve Popper (February 5, 1998). N.B.A. All-Star Weekend; Macauley's '51 All-Star Honors Came Late (but He's Not Complaining). The New York Times. წაკითხვის თარიღი: July 23, 2008.
- ↑ Howard-Cooper, Scott (February 12, 1990). East Stars Put It Together, but Magic Has Hardware Pro basketball: Laker guard earns MVP in losing effort as rest of his West teammates are shut down, 130-113. Los Angeles Times. წაკითხვის თარიღი: July 23, 2008.
- ↑ 3.0 3.1 Steele, David (December 9, 1998). NBA Drops All-Stars – What's Left? February game in Philly latest casualty of lockout. San Francisco Chronicle. Hearst Communications Inc. წაკითხვის თარიღი: December 17, 2008.
- ↑ King-Sized Rally Propels East to Victory. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. წაკითხვის თარიღი: April 25, 2009.
- ↑ Bargnani becomes first European top NBA draft pick. People's Daily Online (June 29, 2006). წაკითხვის თარიღი: June 16, 2008.
- ↑ Kobe wins 4th MVP in West's All-Star win. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (February 20, 2011). წაკითხვის თარიღი: February 20, 2011.
- ↑ Virgin Islands. CIA World Factbook. წაკითხვის თარიღი: August 12, 2008.
- ↑ All-Time USA Basketball Men's Roster: D. USA Basketball. წაკითხვის თარიღი: June 16, 2008.