ვაშინგტონ უიზარდსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვაშინგტონ უიზარდსი
Washington Wizards
ვაშინგტონ უიზარდსის სეზონი 2012–13
ვაშინგტონ უიზარდსი ლოგო
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი სამხრეთ-აღმოსავლეთი
დაარსდა 1961
ისტორია ჩიკაგო პეკერსი
1961–1962
ჩიკაგო ზიფირსი
1962–1963
ბალტიმორ ბულეტსი
1963–1973
კეპიტალ ბულეტსი
1973–1974
ვაშინგტონ ბულეტსი
1974–1997
ვაშინგტონ უიზარდსი
1997–დღემდე
არენა Verizon Center
ქალაქი ვაშინგტონი
გუნდის ფერები წითელი, თეთრი, ლურჯი, ვერცხლისფერი
                   
მფლობელ(ებ)ი ტედ ლეონსისი
გენერალური მენეჯერი ერნი გრანფილდი
მთავარი მწვრთნელი რენდი უითმენი
D-ლიგის კლუბი Iowa Energy
ჩემპიონები 1 (1978)
კონფერენციის ტიტულები 4 (1971, 1975, 1978, 1979)
დივიზიონის ტიტულები 7 (1969, 1971, 1972, 1973, 1974, 1975, 1979)
გაუქმებული ნომრები 4 (10, 11, 25, 41)
ოფიციალური საიტი
Kit body washingtonwizardsh.png
{{{title}}} jersey
Kit shorts washingtonwizardsh.png
გუნდის ფერები
ძირითადი
Kit body washingtonwizardsa.png
{{{title}}} jersey
Kit shorts washingtonwizardsa.png
გუნდის ფერები
სარეზერვო

ვაშინგტონ უიზარდსი (ინგლ. Washington Wizards), ყოფილი ვაშინგტონ ბულეტსი (ინგლ. Washington Bullets) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს აშშ-ში. გუნდი ასპარეზობს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA), ხოლო საშინაო მატჩებს მართავს Verizon Center-ში. უიზარდსი თამაშობს სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის.

გუნდის ისტორია[რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება]

გუნდი, რომელსაც ამჟამად უიზარდსის სახელით ვიცნობთ, თამაში 1961 წელს ჩიკაგო პეკერსის სახელით დაიწყო, რომელიც ახლანდელი მოდერნიზებული ლიგის პირველი დამატებითი გუნდი იყო. გუნდმა წილაწადის ასპარეზობის შემდეგ, შეცვალა სახელი და ზიფირსით მოგვევლინა. 1963 წელს გუნდი გადავიდა ბალტიმორში და გახდა ბალტიმორ ბულეტსი (არანაირი პარალელი არ აქვს გუნდს 1940-50 წლების ბალტიმორ ბულეტსთან, რომელიც BAA / NBA გამოდიოდა). ბალტიმორში ყოფნის პირველ წელს, გუნდმა დივიზიონის 5 გუნდში მე-4 ადგილი დაიკავა.

1964-65 წლების სეზონის დაწყებისთვის, გუნდმა ბლოკბასტერული გაცვლა მოახდინა - ტერი დიშინგერი, როდ თორნი და დონ კოისი გაუშვა დეტროიტ პისტონსში ბელი ჰაუელის, დონ ოლის, ბობ ფერის და უალი ჯონსის სანაცვლოდ. გაცვლა გუნდისთვის სარფიანი გამოდგა. ჰაუელი დაეხმარა გუნდს, არსებობის მანძილზე პირველად გასულიყო პლეი-ოფში 1965 წელს, სადაც ბულეტსმა შეძლო სენტ ლუის ჰოუქსის 3-1 დამარცხება და მოიპოვეს დასავლეთ კონფერენციის ფინალის საგზური. ბალტიმორმა შეძლო პირველ 4 თამაშში სერიის გაყოფა და შესაბამისად 2-2 იყო, თუმცა დამარცხდა შემდეგ 2 მატჩშიც და სერიაც საბოლოოდ 2-4 დათმო ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ.

უეს ანსელდის ერა[რედაქტირება]

ბალტიმორ ბულეტსის ადრეული ლოგო

60-იან წლებში ბულეტსმა ორი მომავალი დიდების დარბაზის წევრი აირჩია: 1967 წლის დრაფტზე #2 ირლ მონრო, ხოლო 1968 წლის დრაფტზე #2 უეს ანსილდი. გუნდმა უმალვე შეძლო შედეგის გაუმჯობესება და წინა სეზონიდან გასნხვავებით 1968-69 წლების სეზონი 57 გამარჯვებით დაასრულა, სადაც ანსილდმა შეძლო ორი ჯილდოს - წლის ახალბედას და ყველაზე ღირებული მოთამაშის ტიტულების მოპოვება. გუნდი პლეი-ოფს დიდი იმედებით შეხვდა, თუმცა პირველივე რაუნდში დამარცხდა ნიუ-იორკ ნიქსის მიერ. მომდევნო სეზონში ეს ორი გუნდი კვლავ შეხვდა ერთმანეთს და ამჯერად სერია 7 თამაშამდე მივიდა, სადაც ნიქსმა კვლავ შეძლო ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება.

1970-71 წლების სეზონი ბულეტსმა 42-40 დაასრულა და კვლავ ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ აღმოჩნდა პლეი-ოფში, ამჯერად გუნდები ყველაზე მაღალ - აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში შეხვდნენ. ნიქსის გუნდის კაპიტან უილის რიდის ტრავმამ ფინალში, მისცა საშუალება ბულეტს დაწინაურებულიყო სერიაში თუმცა საბოლოოდ საქმე 7 თამაშამდე მივიდა, რომელიც მედისონ სკვერ გარდენში გაიმართა. გას ჯონსონის ბოლო ჩაგდებამ საშუალება მისცა ბულეტსს გაემარჯვა ნიქსის წინააღმდეგ 93-91 და გუნდის ისტორიის მანძილზე პირველად გასულიყო NBA ფინალში, სადაც 4 თამაშში დამარცხდა გაცილებით ძლიერ მილუოკ ბაქსთან, რომელსაც კარიმ აბდულ-ჯაბარი და ოსკარ რობერტსონი ლიდერობდნენ.

1970-1980[რედაქტირება]

გუნდი შეელია ისეთ მოთამაშეებს როგორებიც არიან ირლ მონრო (ნიქსში) და გას ჯონსონი (სანსში), ბულეტსმა მაინც შეძლო პლეი-ოფშI გასვლა 70-ში, 72-წელს კი გუნდმა ელვინ ჰეისი გადმოიბირა ჰიუსტონ როკეტსიდან და დრაფტზე კევინ პორტერი აირჩია.

მას შემდეგ რაც გუნდმა ცუდად დაიწყო სეზონი, ბრწყინვალედ შეძლო შემოტრიალება და დეკემბრისთვის ბულეტსის შედეგი 10-4 იყო რაც ეხმარებოდა გუნდს ზედიზედ მესამედ მოეგო ცენტრალური დივიზიონი. 1973 წლის პლეი-ოფში ბულეტსი ნიქსს შეხვდა, სადაც მეოთხედ დამარცხდა ხუთი შეხვედრის განმავლობაში.

ეს ლოგო გამოიყენებოდა ბულეტსის მიერ მაშინ, როდესაც გუნდი ბალტიმორში იმყოფებოდა და 1987 წლამდე.

1973 წელს გუნდი გადავიდა მერილენდის შტატში და სახელი შეიცვალა და ეწოდა კეპიტალ ბულეტსი. მხოლოდ სეზონის შემდეგ გადავიდა გუნდი ვაშIნგტონში და სახელიც შესაბამისად ვაშინგტონ კეპიტოლზი დაირქვა.

1973 წლის ნოემბრის თვეში, როდესაც გუნდი ახალ არენას ელოდებოდა, ბულეტსი საშინაო მატჩებს Cole Field House ატარებდა, რომელიც მერილენგის კოლეჯს ეკუთვნის. Capital Centre (მოგვიანებით ცნობილი როგორც USAir/US Airways Arena) რომელიც გაიხსნა 1973 წლის 2 დეკემბერს, სადაც ბულეტსმა შეძლო სიეტლ სუპერსონიქსის დამარცხება. 70-იანების შუა პერიოდში, ბულეტსმა კვლავ ჩაატარა რამდენიმე მატჩი ბალტიმორში.

1975 წელში ბულეტსა 60-22 დაასრულა და პლეი-ოფში გავიდა. ამ წელს ვაშინგტონმა 36-5 დაამთავრა საშინაო შეხვედრები კეპიტალ ცენტრში. პირველ რაუნდში ბაფალო ბრეივზის წინააღმდეგ შეძლეს მოგება და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში შეძლო ბულეტსმა მოქმედი NBA ჩემპიონ ბოსტონ სელტიკსს 6 მატჩში და შეძლო NBA ფინალში გასვლა. ბულეტსი ითვლებოდა ფავორიტად NBA ჩემპიონობის მოსაპოვებლად, თუმცა გუნდი რიკ ბერის გოლდენ სტეიტ უორიორსთან 4 მატჩში დამარცხდა.

NBA ფინალში დამარცხების შემდეგ, გუნდმა 1975-76 წლების სეზონი 12 მოგებით ნაკლები ჩაატარა ვიდრე წინა სეზონი, ხოლო პლეი-ოფში დამარცხდნენ კლივლენდ კავალიერსის მიერ 7 თამაშში. სეზონის შემდეგ, ბულეტსმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ქეი სი ჯონსი გაუშვა, რომელსაც 62% მოგებების მაჩვენებელი ჰქონდა როგორც ბულეტსის მწვრთნელს.

1976-77 წლებში, როდესაც გუნდს უკვე ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავდა დიკ მოტას სახით, ბულეტსმა კვლავ ვერ შეძლო დივიზიონის ტიტულის მოპოვება ზედიზედ მეორედ. ელვინ ჰეისმა მოხსნებით ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა 12.5 საშუალო მაჩვენებლით. პლეი-ოფში გუნდი კვლავ კავალიერსს შეხვდა, სადაც სერია 2-1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე გასულს ჰიუსტონ როკეტსი შეხვდა, სადაც სერიას 2-1 ლიდერობდა და შანსი ჰქონდა შინ სერია 3-1 გაეხადა, თუმცა დამარცხდა იმ მატჩში 107-103 და სერიის 2-2 გათანაბრებას, შემდეგ ორ მატჩში მარცხი მოჰყვა და პლეი-ოფიდან გამოვარდნა.

1977-78[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა რომ გუნდში მომავალი დიდების დარბაზის წევრები - უეს ანსილდი და ელვინ ჰეისი იყვნენ, ბულეტსმა 77-78 წლების სეზონი 44-38 დაასრულა და შეძლეს პლეი-ოფში გასვლა სადაც პირველ რაუნდში დაამარცხეს ატლანტა ჰოუქსი 2-0. კონფერენციის ნახევარ-ფინალში გასულებს სან-ანტონიო სპურსი შეხვდა, რომლებსაც 6 თამაშში 4-2 მოუგეს და საბოლოოდ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდნენ, სადაც ფილადელფია სიქსერსი დახვდათ, სერია მეტად დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ მაინც ბულეტსის გამარჯვებით 4-2 დასრულდა. NBA ფინალში გასულებს, გუნდს სიეტლ სუპერსონიქსი შეხვდა, სადაც სერია 7 მატჩამდე გაგრძელდა და ისტორიაში პირველად შეძლო გუნდმა NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ტიტული კი ვაშინგტონისთვის პირველი გამოდგა ნებისმიერი მთავარი სპორტის დარგში, რომელიც უკანასკნელი 36 წლის მანძილზე მოეპოვებინა დედაქალაქს.

1978-79[რედაქტირება]

1978-79 წლების სეზონისთვის, ბულეტსი გადავიდა ატლანტიკის დივიზიონში, სადაც პირველივე სეზონში შეძლო დივიზიონის ტიტულის მოპოვება. პლეი-ოფში ბულეტსი ისე გავიდა, რომ რეგულარული სეზონის უკანასკნელი 11 თამაშიდან 8 წაგებული ჰქონდა და საბოლოოდ 54-28 დაასრულა სეზონი. პირველ რაუნდში ბულეტსი ატლანტა ჰოუქსს შეხვდა, სადაც 3-1 ლიდერობდა სერიას, თუმცა სერია 7 მატჩამდე მივიდა და შეძლო საბოლოოდ 4-3 მოგება სერიის.

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ბულეტსი შეხვდა სან-ანტონიო სპურსს, სადაც სერიას 1-3 აგებდა, თუმცა შეძლო ზედიზედ 2 თამაშის მოგება და სერია 3-3 გახადა. ბულეტსმა კიდევ ერთხელ შეძლო მე-4 პერიოდში დეფიციტის შემცირება და დაამარცხა ჯორჯ ჯერვინის სან-ანტონიო სპურსი 107-105, რომელიც ყველა დროის ერთერთ საუკეთესო მატჩად არის დასახელებული და შესაბამისად მოიპოვა NBA ფინალში ასპარეზობის უფლება, სადაც გუნდი კვლავ სიეტლ სუპერსონიქსს შეხვდა, რომელიც წინა წლის გადათამაშება იყო.

პირველ მატჩში ბულეტსმა მოუგო სუპერსონიქსს 99-97 , სადაც ბოლო წამებზე ორი საჯარიმო სროლა ჩააგდო. თუმცა ამ ერთმა მოგებამ დიდი ვერაფერი მისცა ბულეტსს და დამარცხდა შემდეგ 4 მატჩში. ბულეტსი იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც 4 NBA ფინალში ითამაშა 70-იან წლებში.

1979-88[რედაქტირება]

მოთამაშეების წლოვანებამ და ტრავმებმა შეიპყრეს ახალი 79-80 წლების სეზონისთვის ბულეტსი. მე-6 და უკანასკნელი ადგილი დაიკავეს პლეი-ოფის გასვლით გუნდებს შორის 39-43 შედეგით. პირველი რაუნდში გუნდი ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ დამარცხდა 2 თამაშში და გამოეთიშა ასპაერზობას. მომდევნო წელს, გუნდმა პირველად 13 წლის მანძილზე გამოტოვა პლეი-ოფი. უეს ანსილდმა დაანება თამაშს თავი, ხოლო ელვინ ჰეისი გაშვებული იქნა ჰიუსტონ როკეტსში.

81-ში, ვაშინგტონი გენი შუს დაქვემდებარების ქვეშ ძლიერად თამაშობდა, რითაც სეზონი 43-39 დაასრულეს, საბოლოოდ გუნდი აღმოსავლეთი კონფერენციის ნახევარ-ფინალშიც გააღწიეს.

მომდევნო ორ წელს, ბულეტსი აგრძელებდა კვლავ იგივე კალათბურთის ჩვენებას წაგებებით, თუმცა ამჯერად გუნდმა შეძლო პლეი-ოფში გასვლა NBA პლეი-ოფის ახალი ფორმატის მიხედვით, რომელშიც 16 საუკეთესო გუნდი გადიოდა ლიგიდან. ორივე წელს ბულეტსი გამოვარდა პირველივე რაუნდში.

1985 წელს გუნდმა მანუტე ბოლი გადმოიბირა. ამ წელს მან შეძლო 397 ნასროლის დაბლოკვა (ბულეტსის რეკორდი) რაც გუნდის ნახევარზე მეტი იყო - 716 (ბულეტსის გუნდური რეკორდი). მიუხედავად ამისა, გუნდმა იმედგასაცრუებელად დაამთავრა სეზონი 39-43 შედეგით და პლეი-ოფში გასულები კვლავ ფილადელფია სიქსერსის მიერ იქნენ გამოთიშულნი პირველივე რაუნდში. მომდევნო წელს ბულეტსმა ცენტრი მოსის მელოუნი გადმოიბირა ფილადელფია სიქსერსიდან ჯეფ რულენდის ნაცვლას. მელოუნი გუნდს ლიდერობდა ჩაგდებების საშუალო 24.1 მაჩვენებლით. ბულეტსის 42-40 შედეგი გახდა უკანასკნელი მოგებით დასრულებული სეზონი 1996-96 წლების სეზონამდე. ვაშინგტონი პლეი-ოფში დამარცხდა დეტროიტ პისტონსის მიერ 3 თამაშში და გამოეთიშა პირველივე რაუნდში.

ბულეტსმა მაგსი ბოგესი აირჩია მთლიან დრაფტზე მე-12 არჩევნად 87 წლის NBA დრაფტზე რომელიც 160 სმ სიმაღლის იყო - NBA ისტორიაში ყველაზე დაბალი მოთამაშე. ბულეტსმა მძიმედ დაიწყო სეზონი, რასაც მწვრთნელ კევინ ლაფერის გათავისუფლება მოჰყვა სეზონის დაწყებიდან 27 თამაშის შემდეგ, სადაც ბულეტს 8-19 შედეგი ჰქონდა. ლაფერის ჩასანაცვლებად, გუნდმა ყოფილი MVP მოთამაშე - უეს ანსილდი აიყვანა მწვრთნელის პოსტზე. ანსილდის დაქვემდებარებისას, ბულეტსმა შეძლო გაუმჯობესება და საბოლოოდ სეზონი 38-44 დაასრულა, რამაც საშუალება მისცა პლეი-ოფში გასვლის. გუნდი პირველ რაუნდში კვლავ დეტროიტ პისტონსს შეხვდა, რომელთანაც პირველი 2 მატჩი წააგო 1988 NBA პლეი-ოფში. ბულეტსი ბრძოლის გარეშე არ დანებებულა და შეძლო შემდეგი 2 მატჩის მოგება და სერიის 2-2 გათანაბრება. თუმცა მეხუთე მატჩში ბულეტსმა 21 ქულის სხვაობით წაააგო, რის შემდეგადაც გუნდი 9 წლის მანძილზე პლეი-ოფში აღარ გასულა.

1989–1997[რედაქტირება]

ვაშინგტონ ბულეტსის ლოგო 1987–1997 წლებში

1989 წლის სეზონი ბულეტსმა 5-1 დაიწყო რაც იმის იმედს აძლევდა რომ გუნდი კარგად წარმართავდა სეზონს, თუმცა შემდეგი 18 თამაშიდან მხოლოდ 2 მოგება შეძლეს დეკემბერ-იანვრის თვეში. საბოლოოდ გუნდმა 31-51 დაასრულა სეზონი, მიუხედავად იმისა რომ გუნდში ისეთი მოთამაშეები იყვნენ, როგორებიც არიან ჯეფ მელოუნი 24.3 და ბერნარდ კინგი 22.3 საშუალო ქულებით.

1990 წელს გუნდმა პრეზიდენტად სუზან ომელი დაასახელა (პიტერ ომელის ქალიშვილი), რომელიც გახდა გუნდის ისტორიაში და ასევე NBA ისტორიაში პირველი მდედრობითი სქესის პრეზიდენტი.

ბულეტსმა 1991-92 წლების სეზონი 25-57, ხოლო 1992-93 წლების სეზონი კი 22-60 დაასრულა, რაც უამრავი ტრავმით იყო გამოწვეული.

ტრავმები აგრძელებდა ბუელტსის მნიშვნელოვანი მოთამაშეების კბენას - რექს ჩეპმენი, კალბერტ ჩეინი, რომლებმაც მნიშვნელოვანი თამაშები გამოტოვეს, ასევე პერვის ელისონი რომელმაც სეზონის დაწების დიდი ნაწილი გამოტოვა. საბოლოოდ გუნდის 93-94 წლების შედეგი 24-58 იყო, თუმცა მიჩიგა ვოლვერაინსის დახმარება ჯერ კიდევ გზაში იყო.

94 წლის NBA დრაფტზე ბულეტსმა იუვან ჰოვარდი აირჩია. ტომ კალიოტა კი გაშვებული იქნა გოლდენ სტეიტ უორიორსში კრის უებერის ნაცვლად. სეზონი გუნდმა დიდი იმედებით და დაპირებებით დაიწყო, თუმცა კრის უებერის მხრის ტრავმამ (რომელიც მაინცდამაინც გოლდენ სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ მიიღო) მისცა საშუალება 19 თამაში გამოეტოვა, რის გამოც ბულეტსი აირია და სეზონი არეულობით განაგრძო, საბოლოოდ კი 21-61 შედეგით დაასრულა. უებერმა საშუალოდ 20.1 ქულა და 9.6 მოხსნა მოაგროვა.

95-96 წლების სეზონში, უებერი კვლავ ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც სეზონის პერიოდში რამდენიმეჯერ გააცდინა თამაშები. ასევე გუნდში იყო ტრავმები მარკ პრაისის (რომელმაც მხოლოდ 7 მატჩი ითამაშა) და რობერტ პაკის (რომელმაც 82 მატჩიდან მხოლოდ 31 მატჩი ითამაშა). გუნდმა 39-43 დაასრულა სეზონი, თუმცა მაინც ვერ შეძლო პლეი-ოფში გასვლა.

1996-97 წლების სეზონში ბულეტსმა უკანასკნელი 21 მატჩიდან 16 მოგება შეძლო, რითაც 44-38 შედეგი დაუგროვდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო 1978-79 წლების სეზონის შემდეგ. გუნდმა უკანასკნელი 9 წლის მანძილზე პირველად შეძლო პლეი-ოფში გასვლა, სადაც მაიკლ ჯორდანის ბულზს შეხვდა პირველ რაუნდში, რაც ბულეტისთვის მეტისმეტად რთული მეტოქე აღმოჩნდა და დამარცხდა პირველივე 3 თამაშში.

უებერი ლიდერობდა გუნდს 20.1 ქულით, 10.3 მოხსნით და 1.9 ბლოკით, სადაც 51.8 % გამოყენება ჰქონდა სროლის თამაშიდან.

სახელის შეცვლა[რედაქტირება]

ვაშინგტონ უიზარდსის ლოგო 1997–2011 წლებში
უიზარდსის საშინაო არენა MCI Center (ახლანდელი სახელი - Verizon Center), სადაც გუნდი 1997 წლიდან თამაშობს.

1995 წელს, მფლობელ აბე პოლინმა განაცხადა გუნდის სახელის შეცვლის შესახებ, რადგან ბულეტსმა (ინგლ. Bullets - ქართ. ტყვია) მიიღო დანაშაულების და ძალადობის სახე, რაც წლების მანძილზე არცთუ ისე სასიამოვნო სახელს აძლევდა, რაც ასევე დაკავშირებულია 90-იანი წლების დასაწყისში ვაშინგტონში უამრავი მკვლელობასთან და ძალადობასთან. აბე პოლინის ბოლო წვეთი გახდა მისი მეგობარ ისრაელის პრემიერ მინისტრ იცხაკ რაბინის მკვლელობა. სახელის არჩევისას მრავალი იდეა წარმოიშვა, მათ შორის: დრაგონსი, ეხქსრესი, სტელიონსი, სიი დოგსი და უიზარდსი. 1997 წლის 15 მაისს გუნდი ოფიციალურად გადავიდა ვაშინგტონ უიზარდსის სახელწოდებაზე. ახალმა სახელმა წარმოშვა ბევრი მითქმა მოთქმა, რადგან ვაშინგტონი ძირითადად აფრიკელ-ამერიკელებითაა დასახლებული და მათი ერთერთი კლან - Ku Klux Klan-ში არის ერთერთი წოდება. ლოგოც სახელთან ერთად შეიცვალა და ტრადიციული წითელი და თეთრი ფერი, ლურჯ, ვერცხლისფერ და შავმა ფერმა შეცვალა, ფერები რომელიც ვაშიგტონის ჰოკეის გუნდს ჰქონდა. იმავე წელს, გუნდი MCI Center-ში გადავიდა, რომელიც ახლა Verizon Center არის ცნობილი. Verizon Center არის საშინაო არენა კეპიტალსის, ვაშინგტონ მისტიკსის (ქალების ნაციონალური საკალათბურთო ლიგის გუნდის) და ასევე ჯორჯთაუნ ჰოიასის (კაცთა კოლეჯის საკალათბურთო გუნდი).

გვიანი 90-იანები[რედაქტირება]

ახლად დარქმეულ უიზარდსმა 1997-98 წლების სეზონის პირველი 5 საშინაო მატჩი კეპიტალ ცენტრში ჩაატარა, სანამ MCI Center-ში გადავიდოდა 2 დეკემბერს. უიზარდსმა სეზონი 42-40 დაასრულა, მათ შორის 4 ზედიზედ გამარჯვება სეზონის ბოლოს, თუმცა არ იყო საკმარისი პლეი-ოფში გასასვლელად. სეზონში გუნდს კვლავ კრის უებერი ლიდერობდა 21.9 საშუალო ქულით და 9.5 მოხსნით. ტრეისი მიურეიმ შეცვლაზე შემოსვლებით 15.1 ქულა დააგროვა სეზონის საშუალო მაჩვენებლით, მათ შორის 50 ქულიანი ჩატარებული მატჩი გოლდენ სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ. გუნდმა სეზონის დამთავრების შემდეგ, გუნდიდან უებერი გაუშვა საკრამენტო კინგსში მიტჩ რიჩმონდის და ოტის თორფის ნაცვლად 1998 წლის მაისში.

უიზარდსმა ლოკაუტის გამო შემოკლებული 1998-99 წლების სეზონი 18-32 დაასრულეს. მიტჩ რიჩმონდი ლიდერობდა გუნდს საშუალო 19.7 ქულით. 1999-2000 წლების სეზონი, უიზარდსმა 29-53 დაასრულა, სადაც რიჩმონდი კვლავ ლიდერობდა გუნდს საშუალო 17.4 ქულით. 2000-01 წლების სეზონში გუნდი ახლად აყვანილი მწვრთნელით - ლეონარდ ჰემილტონით ასპარეზობდა, სადაც გუნდმა 1999 წლის დრაფტზე რიჩარდ ჰემილტონი აიყვანა, რომელიც გუნდს 18.1 ქულით ლიდერობდა, თუმცა უიზარდსმა კვლავ ცუდი შედეგით - 19-63 დაასრულა (გუნდის ისტორიაში ყველაზე დაბალი შედეგი) სეზონი.

2001 წლის 23 თებერვალს, უიზარდსმა ბლოკბასტერული გაცვლა მოახდინა ტრანსფერების დასრულების დღეს. გუნდიდან გაუშვა იუვან ჰოვარდი, ობინა ეკეზი და კელვინ ბუუთი დალას მევერიქსში. სანაცვლოდ გუნდმა მიიღო ჰაბერტ დეივისი, კორტნი ალექსანდერი, კრისტიან ლეტნერი, ლოი ვოუთი და ითენ თომასი 3 მილიონ აშშ დოლართან ერთად.

2000-2010[რედაქტირება]

2001-02: მაიკლ ჯორდანის ჩამოსვლა[რედაქტირება]

მაიკლ ჯორდანი გადადგა პრეზიდენტობის მოვალეობიდან და შეითავსა მეორეადი მფლობელობის მოვალეობები.

მას შემდეგ რაც 1999 წელს მაიკლ ჯორდანმა დაასრულა კარიერა და წავიდა დიდი კალათბურთიდან როგორც ჩიკაგო ბულზის წევრი, მან 2000 წელს უიზარდსის კალათბურთის იპერაციების პრეზიდენტობა შეითავსა, ხოლო 2001 წელს კი განაცხადა, მას სურდა დაბრუნება 38 წლის ასაკში უიზარდში, მან ეს ქმედება კი იმით ახსნა, რომ "უბრალოდ უყვარდა ეს თამაში". NBA წესების თანახმად, მას უნდა გაენებებინა ყოველგვარი უფლებამოსილების შესახებ თავი, თუ სურდა თამაში. მანამ, სანამ NBA All Star შესვენება დაიწყებოდა, ჯორდანი იყო იმ ორი მოთამაშიდან ერთერტი, რომელსაც საშუალო 25 ქულა ჰქონდა მოგროვებული, 5 ასისტენტი და 5 მოხსნა, რითაც უიზარდს ლიდერობდა 26-21 შედეგისთვის. NBA All Star შესვენების შემდეგ, ჯორდანის მუხლმა ამდენ დატვირთვას ვერ გაუძლო ამ ასაკში სრული სეზონისა, აქედან გამომდინარე სეზონი ნაადრევად დაასრულა, რადგან ვეღარ შეძლო ტრავმის გამო გაგრძელება. საბოლოოდ უიზარდსმა სეზონი 37-45 დაასრულა. ჯორდანი დაეხმარა გუნდს წინა სეზონისგან განსხვავებით, 18 გამარჯვბეით მეტი მოეპოვებინათ.

2002–03[რედაქტირება]

ჯორდანმა განაცხადა, რომ ის დაბრუნდებოდა 2002-02 წლების სეზონისთვის, რის გამოც ის ასევე თანახმა იყო მე-6 კაცის როლი ეთამაშა, რადგან არ სურდა წინა სეზონის მსგავსად 82 თამაშიან რეგულარულ სეზონში კვლავ მუხლის ტრავმა მიეღო. გუნდში ტრავმიანობის გახშირებამ და მთავარი მოთამაშეების დაკარგვამ, ჯორდანი აიძულა დაბრუნებულიყო ძირითად შემადგენლობაში, რითაც ის ეცადა გუნდის არეული სეზონი დაელაგებინა. საბოლოოდ გუნდმა 37-45 დაასრულა. ჯორდანი კი იყო ერთადერთი მოთამაშე გუნდში, რომელმაც 82-ივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც საშუალო 20.0 ქულა, 2.8 ასისტენტი, 6.1 მოხსნა, 1.5 მოპარვა მიითვალა საშუალო 37.0 ჩატარებული წუთით თითოეულ მატჩში.

ჯორდანის წასვლა[რედაქტირება]

უიზარდსის G-Man, რომელიც გუნდის ერთერთი თილისმაა

სეზონის შემდეგ, გუნდის მფლობელ პოლინმა ჯორდანი როგორც პრეზიდენტი გაათავისუფლა, რომელიც შოკისმომგვრელი გამოდგა მოთამაშეებისთვის, ასოციაცებისთვის და ხალხისთვის. მფლობელმა ეს აგდაწყვეტილება ახსნა იმაზე, რომ გუნდი ვერ იძენდა სასურველ მოთამაშეებს, ასევე გუნდმა პირველი ნომრის დრაფტი გამოიყენა მაღალ სკოლის მოთამაშე კვეიმ ბრაუნზე. ჯორდანის გარეშე, გუნდმა საშინლად 25-57 დაასრულა სეზონი. უიზარდსმა ჯორდანის მენეჯერული როლი მწვრთნელ ედი ჯორდანით და გენერალური მენეჯერ ერნი გრანფილდით ჩაანაცვლა.

2004-2010[რედაქტირება]

2004-05 წლების სეზონი, გუნდმა გამოასწორა და 45-37 დაასრულა, რაც უკანასკნელი 26 წლის მანძილზე საუკეთესო მაჩვენებელი იყო, რაც დაეხმარა გუნდს პირველად გასულიიყო პლეი-ოფში როგორც უიზარდსი. 2005 წლის 13 აპრილს ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ 93-82 გამარჯვება დაეხმარა გუნდს 96-97 წლების შემდეგ პირველად გასულიყო პლეი-ოფში.

პლეი-ოფის 16 000 ბილეთი გუნდის გამოცხადებიდან 2 საათში გაიყიდა. გუნდი პირველ რაუნდში ჩიკაგო ბულზს შეხვდა, სადაც პირველ 2 მატჩში დამარცხდა, თუმცა შეძლო მე-3 თამაშში მოგება, რაც პირველი პლეი-ოფის გამარჯვება იყო 1988 წლის შემდეგ. გუნდმა ასევე შეძლო მე-4 და მე-5 მატჩების მოგება და სერიას ლიდერობაც დაიწყო, რაც პირველი ლიდერობა იყო პლეი-ოფში 1986 წლის პლეი-ოფის შემდეგ. მე-6 თამაშში, რომელიც MCI Center-ში იმართებოდა, ჯარედ ჯეფრისმა აიღო თავის თავზე თამაში და 32 წამით ადრე თამაშის დამთავრებამდე, შეძლო ბურთის მეტოქის კალათში ჩატენვა, რაც საბოლოოდ 94-91 გამარჯვებით დასრულა, რაც პირველი პლეი-ოფის გამარჯვება იყო უკანასკნელი 23 წლის მანძილზე. უიზარდსი გახდა მე-12 გუნდი NBA ისტორიაში, რომელმაც 0-2 შემდეგ შეძლო სერიის მოგება. აღმოსავლეთი კონფერენციის ნახევარ-ფინალში, უიზარდსი ლიგის #1 ადგილით გასულ მაიამი ჰიტს დაუპირისპირდა, სადაც დამარცხდა კიდეც 2005 წლის პლეი-ოფში.

2005-06 წლების სეზონში, უიზარდსმა 42-40 დაასრულა რეგულარული სეზონი, პლეი-ოფში გასულს კი 2003 წლის #1 დრეფტ ლებრონ ჯეიმსის კლივლენდ კავალიერსს შეხვდა, სადაც 2-4 დამარცხდა და გამოეთიშა პლეი-ოფს.

უიზარდსი საშინაო მატჩში ტორონტო რეპტორსის წინააღმდეგ 2007 წლის 30 მარტს.

2006-07 წლების სეზონი გუნდმა უსახურად დაიწყო და 0-8 ჰქონდა შედეგი, თუმცა დეკემბერი-იანვრის თვეებში წარმატებით ითამაშა და გუნდს 22-9 შედეგი ჰქონდა. 17 დეკემბერს, არენასმა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ გუნდის ისტორიაში სარეკორდო 60 ქულა დააგროვა. 3 და 15 იანვარში კი, არენასმა შეძლო ბაზერის-გამარჯვების ქულის მოტანა მილუოკი ბაქსის და იუტა ჯაზის წინააღმდეგ. საბოლოოდ გუნდმა სეზონი 41-41 დაასრულა, და ზედიზედ მეორე წელს შეხვდა პლეი-ოფის პირველ რაუნდში კლივლენდ კავალიერსს, სადაც ამჯერად 0-4 დამარცხდა. გუნდმა მაიკლ ჯორდანის შემდეგ საუკეთესო დასწრების მაჩვენებელი აჩვენა - 753 283, რაც თითოეულ მატჩში 18 372 იყო.

2007-08 წლების სეზონში, გუნდმა რეგულარული სეზონი 0-5 დაიწყო, თუმცა გამოასწორა ეს შედეგი და შემდეგი 6 თამაშI მოიგო ზედიზედ, რეგულარული სეზონი კი 43-39 დაამტავრა და ზედიზედ მესამე წელს შეხვდა კლივლენდ კავალიერსს, რომელთანაც ზედიზედ მესამედ დამარცხდა, ოღონდ ამჯერად 2-4. ამავე წელს გუნდმა რამდენიმე მეორადი მნიშვნელობის ცვლილებები გააკეთა, სადაც ლოგოს და უნიფორმას ოდნავი მოდერნიზირება მისცა. ასევე დაამატა ალტერნატიული ოქროსფერ-შავში შეფერილი უნიფორმა, ასევე გასვლითი ვერცხლისფერი ფორმა შეცვალეს ოქროსფერით, ასევე უნიფორმაზე მოთამაშეების სახელი თეთრი-ლურჯი ფერიდან გადაიყვანეს ვერცხლისფერ-ოქრსოფერ ფერებში, ასევე დამწერლობის შრიფტიც.

2008-09 წლების სეზონი ერთერთი ყველაზე უსახური სეზონი გამოვიდა გუნდის უკანასკნელი 10 წლეულის მანძილზე, სადაც გუნდმა 2000-01 წლების სეზონის მსგავსად 19-63 დაასრულეს რეგულარული სეზონი, თუმცა აქვე აღსაღნიშნავია 2 პარილს ჩატარებული მატჩი, როდესაც უიზარდსი კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ თამაშობდა, კლივლენდთან რომელსაც 61-13 ჰქონდა იმ დროს შედეგი და ზედიზედ 13 მოგება ჰქონდა, რაც გუნდის ისტორიაში ყველაზე დიდი მოგებების სერია იყო, უიზარდსმა კი შეძლო კლივლენდის დამარცხება და ამ მოგებების სერიის შეწყვეტა.

არც 2009-10 წლების სეზონი გამომდგარა გუნდისთვის წარმატებული, თუმცა გუნდმა შეძლო წინა სეზონთან შედარებით ოდნავი გაუმჯობესება და რეგულარული სეზონი საბოლოოდ 26-56 დაასრულა.

2010-დღემდე[რედაქტირება]

მფლობელი ტედ ლეონსისი და მთავარი მწვრთნელი ფლიდ სანდერსი უყურებენ ჯონ ვოლის თამაშს 2010 წელს.

ლეონსისმა დაასრულა უიზარდსის შესყიდვა და ასევე უიზარდსის ვერაიზონ ცენტრში გადასვლა. მან ასევე ადრე შეისყიდა ვაშინგტონ კეპიტალსი და მისტიკსი პოლინის ოჯახიდან. ლეონსისი მზად იყო გულშემატკივრების აზრები მოესმინა მისი იმეილის და ოფიციალური საიტის წყალობით. მან ასევე დაწერა 101 ცვლილება, რომელიც მისი მფლობელობის დროს უნდა მომხდარიყო, მათ შორის გუნდის ფერების შეცვლა წითელი და თეთრის დაბრუნებით, ასევე გუნდის სახელის შეცვლა თუ ეს შესაძლებელი იქნებოდა, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, გუნდის ძველი "ბულეტსის" სახელის დაბრუნება. მოგვიანებით, გუნდის პრეზიდენტმა ერნი გრანფილდმა დაადასტურა, რომ გუნდის ფერები 2011-12 წლების სეზონისთვის შეიცვლებოდა.

გუნდმა შეძლო 2010 წლის NBA დრაფტზე #1 არჩენის მოპოვების უფლება, რაც გუნდმა ჯონ ვოლის არჩევას მოახმარა. გუნდმა საბოლოოდ სეზონი 23-59 დაასრულა, რაც ვერ დაეხმარა პლეი-ოფშI გასვლაში.

10 მაისს, გუნდმა ახალი ფერები, უნიფორმა და ლოგო წარადგინა. გუნდი მის ტრადიციულ - წითელ-თეთრ ფერებს დაუბრუნდა. უნიფორმა ძალიან გავს გუნდის დიდების და წარმატების ერის - 70-იანი წლების უნიფორმას.

უიზარდსის ახალი შეფერილობით დაწყებული სეზონი არცთუ ისე წარმატებული გამოდგა, როგორიც ეს 70-იან წლებში იყო, გუნდის უსახური სეზონის დაწყებას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფლიპ სანდერსის გაშვება და მის ადგილზე ასისტენტ მწვრთნელ რენდი უიტმენის დანიშვნა მოჰყვა. გუნდმა სეზონის ბოლოს გამოასწორა და 6 თამაშიანი ზედიზედ მოგებაც შეძლო, თუმცა ლოკაუტის გამო შემოკლებულ სეზონში მაინც 20-46 დააგროვა და პლეი-ოფი კიდევ ერთხელ გააცდინა.

არენა[რედაქტირება]

  • International Amphitheatre (1961–1962)
  • Chicago Coliseum (1962–1963)
  • Baltimore Civic Center (მოგვიანებით Baltimore Arena, ახლა კი - 1 Mariner Arena) (1963–1973, შეთანხმებული მატჩი 1990 წელს)
  • US Airways Arena (პირველი სახელი - Capital Centre) (1973 – 1997 ნოემბერი)
  • Verizon Center (ყოფილი MCI Center) (1997 წლის დეკემბერი–დღემდე)

მეტოქეობა[რედაქტირება]

კლივლენდ კავალიერსი[რედაქტირება]

2006 წლის NBA პლეი-ოფში, უიზარდსი შეხვდა ლებრონ ჯეიმსის კლივლენდ კავალიერსს პირველ რაუნდში, აქედან მოყოლებული ეს ორი გუნდი კიდევ შემდეგ ორ წელიწადს შეხვდა ერთმანეთს იგივე ეტაპზე, რაც ჯეიმსის პირველი პლეი-ოფის წლები იყო. მას შემდეგ რაც პირველ თამაშში კლივლენდმა შეძლო მოგება, მეორე თამაშში უიზარდსმა სერია გაათანაბრა, ხოლო მე-3 თამაში კვლავ კავალიერსის მოგებით დასრულდა, უიზარდსმა მეორედ შეძლო სერიის 2-2 გათანაბრება, თუმცა შემდეგ ორ მატჩში დამარცხდა და საბოლოოდ სერიას 2-4 გამოეთიშა. მეორე წელს გუნდების დაპირისპირება არცთუ ისე სანახავი გამოდგა როგორც ეს პირველ წელს მოხდა, რადგან უიზარდსი 4 თამაშში დამარცხდა სერიაში 2007 წლის პლეი-ოფში.

2008 წლის პლეი-ოფში, ეს ორი გუნდი ზედიზედ მესამე წელიწადს შეხვდა ერთმანეთს, სადაც 13 მარტს, გარდმა დეშოუნ სტივენსონმა ჯეიმსს „გაპიარებული“ უწოდა. ჯეიმსმა არ დააყოვნა კომენტარის გაკეთება და განაცხადა „ეს თითქმის იგივეა ჯეი-ზი (შეიცავდა ნეგატიურ კომენტარს) შექმნილია სოულია ბოის მიერო“. სოულია ბოი დაესწრო მე-3 თამაშს, რომელიც ვაშინგტონში ჩატარდა, რომ მხარი დაეჭიდა უიზარდისთვის, სადაც ასევე მისი მუსიკა იქნა გაშვებული. ჯეი-ზი, რომელიც ახლო მეგობარია ჯეიმსის, მეტოქეობაში ბრწყინვალედ ჩაება - ჩაწერა რა სიმღერა, სადაც სტივენსონს მიწასთან ასწორებდა. მე-3 თამაშის მოდმევნო დღეს, ჯეიმსმა დაიკავა კერძო ოთახი ღამის კლუბ - Love Nightclub-ში, რომელიც ვაშინგტონში მდებარეობს, სადაც მოიწვია მისი თანაგუნდელები. ჯეი-ზიმ შეასრულა ახალი სიმღერა, როდესაც კავალიერსის გარდი დემონ ჯონსმა ნეგატიური კომენტარი გააკეთა უიზარდსის მიმართ. მას შემდეგ რაც მე-4 თამაშში კავალიერსმა გაიმარჯვა, ვაშინგტონმა შეძლო მე-5 თამაშში მოგება და სერიის მე-6 თამაშმა კვლავ ვაშინგტონში გადაინაცვლა, სადაც უიზარდს აშკარად ეკლდა სონგაილა, რომელიც მე-5 თამაშში ჯეიმსისთვის მოხსნის დროს სახეში ჩარტყმის გამო დასჯილი იქნა. საბოლოოდ კლივლენდმა შეძლო სერიის 2-4 მოგება.

სეზონის შედეგები[რედაქტირება]

მოთამაშეები[რედაქტირება]

ახლანდელი შემადგენლობა[რედაქტირება]

2012–13 ვაშინგტონ უიზარდსი შემადგენლობა
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი სიმაღლე წონა დ.თ. (წ–თ–დ) საიდან
G/F 1 ერიზა, ტრევორ 6 ft 8 in (2.03 მ) 210 lb (95 კგ) 1985–06–30 UCLA
F/C ბარონი, ირლ 7 ft 0 in (2.13 მ) 250 lb (113 კგ) 1981–08–14 მემფისი
G 3 ბილი, ბრედლი 6 ft 5 in (1.96 მ) 207 lb (94 კგ) 1993–06–28 ფლორიდა
F 35 ბუკერი, ტრევორ 6 ft 8 in (2.03 მ) 240 lb (109 კგ) 1987–11–25 Clemson
F/C 43 კუკი, ბრაიან 6 ft 9 in (2.06 მ) 250 lb (113 კგ) 1980–12–04 Illinois
G 15 კროუფორდი, ჯორდან 6 ft 4 in (1.93 მ) 195 lb (88 კგ) 1988–10–23 Xavier
G გრეი, სტივენ 6 ft 5 in (1.96 მ) 205 lb (93 კგ) 1989–04–08 გონზაგა
G 22 მეკი, შელვინ 6 ft 3 in (1.91 მ) 207 lb (94 კგ) 1990–04–22 Butler
G/F 20 მარტინი, კარტერ 6 ft 7 in (2.01 მ) 220 lb (100 კგ) 1984–11–20 Kansas State
F/C 42 ნენე 6 ft 11 in (2.11 მ) 250 lb (113 კგ) 1982–09–13 ბრაზილია
F/C 50 ოკაფორი, ემეიკა 6 ft 10 in (2.08 მ) 255 lb (116 კგ) 1982–09–28 კონექტიკუტი
G 12 პრაისი, ეი ჯეი 6 ft 2 in (1.88 მ) 185 lb (84 კგ) 1986–10–07 კონექტიკუტი
F რენდოლფი, შევლიკ 6 ft 10 in (2.08 მ) 236 lb (107 კგ) 1983–11–24 დუკი
G 14 სეტორანსკი, ტომაშ 6 ft 7 in (2.01 მ) 205 lb (93 კგ) 1991–10–30 ჩეხეთი
F/C 13 სერეფინი, კევინ 6 ft 9 in (2.06 მ) 275 lb (125 კგ) 1989–12–07 საფრანგეთი
F 31 სინგლეტონი, კრის 6 ft 8 in (2.03 მ) 230 lb (104 კგ) 1989–11–21 Florida State
F 24 ვესელი, იან 6 ft 11 in (2.11 მ) 240 lb (109 კგ) 1990–04–24 ჩეხეთი
G 2 უალი, ჯონ (C) 6 ft 4 in (1.93 მ) 195 lb (88 კგ) 1990–09–06 კენტუკი
G/F 5 უებსტერი, მარტელ 6 ft 7 in (2.01 მ) 230 lb (104 კგ) 1986–12–04 Seattle Preparatory
მთავარი მწვრთნელი
  • რენდი უიტმენი
მწვრთნელის ასისტენ(ებ)ი
  • დონ ზერდენი
  • სემ კასელი
  • რაიან სანდერსი
  • მაიკ უელსი
  • გენ ბენკსი
ათლეტების ტრენერი
  • დრუ კლერი
სიძლიერის და კონდიციების მწვრთნელ(ებ)ი
  • ერიკ უატერსი

მნიშვნელობები
  • (C) გუნდის კაპიტანი
  • (და) დრაფტზე არ იქნა არჩეული
  • (თა) თავისუფალი აგენტი
  • (დ) დასჯილი
  • (DL) D-ლიგა
  • ტრავმირებული ტრავმირებული

შემადგენლობაოპერაციები
უკანასკნელი ოპერაცია: 2012–09–20

დიდების დარბაზის წევრები[რედაქტირება]

ყოფილი ბულეტსის მოთამაშეები უიზარდსის თამაშის დროს 2012 წლის მარტში ვერაიზონ ცენტრში.
  • უეს ანსელდი: C-F, 1968–81, შევიდა 1988 წელს. ბალტიმორ/კეპიტალ/ვაშინგტონ ბულეტსი.
  • ელვინ ჰეისი: F-C, 1972–81, შევიდა 1990 წელს. ბალტიმორ/კეპიტალ/ვაშინგტონ ბულეტსი.
  • დეივ ბინგი: PG, 1975–77, შევიდა 1990 წელს. ვაშინგტონ ბულეტსი.
  • ირლ „მარგალიტი“ მონრო: G, 1967–72. შევიდა 1990 წელს. ბალტიმორ ბულეტსი.
  • უოლტ ბელამი C, 1961–65, შევიდა 1993 წელს. ჩიკაგო პეკერსი/ზიფირსი, ბალტიმორ ბულეტსი.
  • ბელი ჰაუელი: F, 1964–66, შევიდა 1997 წელს. ბალტიმორ ბულეტსი.
  • მოსის მელოუნი: C-F, 1986–88, შევიდა 2001 წელს. ვაშინგტონ ბულეტსი.
  • მაიკლ ჯორდანი: SG-SF, 2001–03, შევიდა 2009 წელს. ვაშინგტონ უიზარდსი.
  • გას ჯონსონი: SF, 1963–72, შევიდა 2010 წელს. ბალტიმორ ბულეტსი.

გაუქმებული ნომრები[რედაქტირება]

  • 10 – ირლ „მარგალიტი“ მონრო, G, 1967–1971 (ბალტიმორში)
  • 11 – ელვინ ჰეისი, F, 1972–1981 (1972–1973 ბალტიმორში)
  • 25 – გას ჯონსონი, F, 1963–1972 (ბალტიმორში)
  • 41 – უეს ანსელდი, C, 1968–1981 (1968–1973 ბალტიმორში); მთავარი მწვრთნელი, 1987–1994

მთავარი მწვრთნელები[რედაქტირება]

გუნდის ჯილდოები და მიღწევები[რედაქტირება]

გუნდის ლიდერები[რედაქტირება]

კარიერის ლიდერები
კატეგორია მოთამაშე სტატისტიკა
ჩატარებული მატჩი უეს ანსილდი 984
ჩატარებული წუთები უეს ანსილდი 35 832
თამაშიდან ჩაგდებული ელვინ ჰეისი 6 251
თამაშიდან ჩაგდების მცდელობა ელვინ ჰეისი 13 658
3-ქულიანის ჩაგდება ჯილბერტ არენასი 868
3-ქულიანის ჩაგდების მცდელობა ჯილბერტ არენასი 2 430
საჯარიმოდან ჩაგდებული ელვინ ჰეისი 3 046
საჯარიმოდან ჩაგდების მცდელობა ელვინ ჰეისი 4 499
მოხსნა უეს ანსილდი 13 769
ასისტენტი უეს ანსილდი 3 822
მოპარვა გრეგ ბელარდი 762
ბლოკი ელვინ ჰეისი 1 558
პერსონალური ჯარიმა უეს ანსილდი 2 762
ქულა ელვინ ჰეისი 15 551
კარიერის თითო მატჩის საშუალო მაჩვენებელი
კატეგორია მოთამაშე სტატისტიკა
წუთი უოლტ ბელამი 41.6
ქულა უოლტ ბელამი 27.6
მოხსნა უოლტ ბელამი 16.6
ასისტენტი როდ სტიკლენდი 8.9
მოპარვა ტომ გაგლიოტა 2.0
ბლოკი მანუტ ბოლი 3.8

პირადი ჯილდოები[რედაქტირება]

NBA MVP

  • უეს ანსილდი – 1969

NBA ფინალის MVP

  • უეს ანსილდი – 1978

NBA წლის ახალბედა

  • უოლტ ბელამი – 1962
  • ტერი დიშინგერი – 1963
  • ირლ მონრო – 1968
  • უეს ანსილდი – 1969

NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე

  • პერვის ელისონი – 1992
  • დონ მაკლინი – 1994
  • ჯორჯ მურესენი – 1996

NBA წლის მწვრთნელი

  • გენი შუ – 1969, 1982

NBA წლის აღმასრულებელი

  • ბობ ფერი – 1979, 1982

ყველა-NBA პირველი გუნდი

  • ირლ მონრო – 1969
  • უეს ანსილდი – 1969
  • ელვინ ჰეისი – 1975, 1977, 1979

ყველა-NBA მეორე გუნდი

  • გას ჯონსონი – 1965, 1966, 1970, 1971
  • არჩი კლარკი – 1972
  • ელვინ ჰეისი – 1973, 1974, 1976
  • ფილ ჩენიერი – 1975
  • ბობ დენდრიჯი – 1979
  • მოსის მელოუნი – 1987
  • როდ სტრიკლენდი – 1998
  • ჯილბერტ არენასი – 2007

ყველა-NBA მესამე გუნდი

  • ბერნარდ კინგი – 1991
  • იუვან ჰოვარდი – 1996
  • ჯილბერტ არენასი – 2005, 2006

NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი

  • გას ჯონსონი – 1970, 1971
  • ბობ დენდრიჯი – 1979
  • ლარი ჰიუზი – 2005

NBA ყველა-დაცვითი მეორე გუნდი

  • მაიკ რიორდანი – 1973
  • ელვინ ჰეისი – 1975
  • მანუტე ბოლი – 1986

NBA ახალბედა პირველი გუნდი

  • ტერი დიშინგერი – 1963
  • როდ თორნი – 1964
  • გას ჯონსონი – 1964
  • უალი ჯონსი – 1965
  • ჯეკ მერინი – 1967
  • ირლ მონრო – 1968
  • უეს ანსილდი – 1969
  • მაიკ დეივისი – 1970
  • ფილ ჩენიერი – 1972
  • ნიკ ვეზერსპუნი – 1974
  • მიჩ კაფჩაკი – 1977
  • ჯეფ რალენდი - 1982
  • ჯეფ მელოუნი – 1984
  • ტომ გაგლიოტა – 1993
  • ჯონ ვოლი – 2011

NBA ახალბედა მეორე გუნდი

  • ლარი სტიუარტი – 1992
  • იუვან ჰოვარდი – 1995
  • რაშიდ უოლასი – 1996
  • კორტნი ალექსანდერი – 2001
  • ჯერვის ჰეისი – 2004

NBA All-Star მონაწილეები[რედაქტირება]

  • უოლტ ბელამი – 1962*, 1963*, 1964*, 1965
  • ტერი დიშინგერი – 1963, 1964
  • გას ჯონსონი – 1965, 1968, 1969, 1970, 1971
  • დონ ოლი – 1965, 1966, 1967
  • ბეილი ჰაუელი – 1966*
  • ირლ მონრო – 1969*, 1971*
  • უეს ანსილდი – 1969, 1971, 1972, 1973, 1975
  • არჩი კლარკი – 1972
  • ჯეკ მარინი – 1972
  • ელვინ ჰეისი – 1973, 1974, 1975*, 1976*, 1977, 1978, 1979, 1980
  • ფილ ჩენიერი – 1974, 1975, 1977
  • დეივ ბინგი – 1976*
  • ბობ დანდრიჯი – 1979
  • ჯეფ რულენდი – 1984
  • ჯეფ მელოუნი – 1986, 1987
  • მოსის მელოუნი – 1987*, 1988*
  • ბერნარდ კინგი – 1991*
  • მაიკლ ადამსი – 1992
  • იუვან ჰოვარდი – 1996
  • კრის უებერი – 1997
  • მაიკლ ჯორდანი – 2002*, 2003*
  • ჯილბერტ არენასი – 2005, 2006, 2007*
  • ენტოუნ იამისონი – 2005, 2008
  • კარონ ბატლერი – 2007, 2008

* დამწყები

დისტანციის სხვადასხვა კომპონენტები

  • ტიმ ლეგლერი – 1996 (1), 1997 (2)
  • ტრეისი მიურეი – 1998 (8)
  • ჯილბერტ არენასი – 2006 (2), 2007 (5)

სლემ დანკი

  • იავეილ მაკგი – 2011

შესაძლებლობები

  • ჯილბერტ არენასი – 2005 (4)
  • ჯონ ვოლი – 2011, 2012

ახალბედას შესაძლობლები

  • კალბერტ ჩინი – 1994
  • იუვან ჰოვარდი – 1995
  • ენტონი ტაკერი – 1995
  • რაშიდ უოლესი – 1996
  • რიჩარდ ჰემილტონი – 2001 (S)
  • ბრენდენ ჰეივუდი – 2002 (R)
  • ჯარვის ჰეისი – 2004 (S)
  • ჯონ ვოლი – 2011 (R) MVP
  • ჯონ ვოლი – 2012

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]