Carry That Weight
„Carry That Weight“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა — The Beatles | ||||
ალბომიდან Abbey Road | ||||
ენა | ინგლისური | |||
გამოსვლის თარიღი | 26 სექტემბერი 1969 | |||
ჩაიწერა | 2 ივლისი - 15 აგვისტო 1969, EMI-ს სტუდია, ლონდონი | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 1:36 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Parlophone | |||
ავტორ(ებ)ი | ლენონი / მაკ-კარტნი | |||
პროდიუსერი | ჯორჯ მარტინი | |||
Abbey Road – სიმღერები | ||||
|
Carry That Weight — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა ალბომიდან Abbey Road. სიმღერა წარმოადგენს პოპურის Golden Slumbers / Carry That Weight / The End მეორე ნაწილს.
ეს არის სიმღერის „You Never Give Me Your Money“ რეპრიზა სპილენძის სასულე საკრავების, ელექტრო-გიტარებისა და პოლიფონიური ვოკალის დამატებითა და განსხვავებული ტექსტით. მისი ბოლო ნაწილი იმეორებს გიტარის არპეჯირებულ მოტივს ჯორჯ ჰარისონის სიმღერიდან „Here Comes the Sun“ და ჰარისონისა და ერიკ კლეპტონის ერთობლივი სიმღერიდან „Badge“.
სიმღერა დაწერილია მაკ-კარტნის მიერ, თუმცა ავტორებად მოიხსენიებიან ლენონი და მაკ-კარტნი.
ინტერპრეტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაკ-კარტნის განმარტებით სიმღერა ეხებოდა „The Beatles-ის“ ბიზნეს-სირთულეებსა და ასახავდა Apple-ის იმდროინდელ ატმოსფეროს, ხოლო ფილმში „Imagine“ კი ლენონმა განაცხადა, რომ მაკ-კარტნი „მღეროდა ყველა ჩვენგანზე“.
ჩაწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]The Beatles-მა „Golden Slumbers“/„Carry That Weight“-ის ჩაწერა დაიწყო 1969 წლის 2 ივლისს. მაკ-კარტნიმ, ჰარისონმა და სტარმა ჩაიწერეს ამ ორი სიმღერის 15 ვერსია მაშინ, როდესაც ლენონი შოტლანდიაში ავტოკატასტროფაში [1] მოხვედრის გამო საავადმყოფოში მკურნალობდა.
მაკ-კარტნი უკრავდა ფორტეპიანოზე, ჰარისონი - ბას-გიტარაზე, ხოლო სტარი - დასარტყამ საკრავზე. საუკეთესო ვერსიად მიჩნეულ იქნა მათი ერთობლივი მე-13 და მე-15 ჩანაწერი, რომელიც შედგა 3 ივლისს.[2] ამ და მომდევნო დღეს მაკ-კარტნიმ ჩანაწერს დაადო თავისი წამყვანი ვოკალი და რითმ-გიტარა, ჰარისონმა - სოლო-გიტარა, ხოლო სამივემ - ვოკალური მისამღერი. [2] 30 ივლისს მათ მიამატეს ვოკალები, მათ შორის ლენონისაც, რომელიც 9 ივლისს შემოუერთდა სესიებს. [3]დანარჩენი ვოკალები, ლიტავრები და დასარტყამი საკრავები ჩანაწერს დაედო უკვე 31 ივლისს, ხოლო საორკესტრო პარტია ჩაიწერა 15 აგვისტოს.[4]
შემსრულებლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოლ მაკ-კარტნი - წამყვანი ვოკალი, ვოკალი, ფორტეპიანო, რიტმ-გიტარა
- ჯორჯ ჰარისონი - ვოკალი, სოლო-გიტარა, ექვსსიმიანი ბასი
- რინგო სტარი - ვოკალი, დასარტყმელი საკრავი
- ჯონ ლენონი - ვოკალი
- ჯორჯ მარტინი - არანჟირების ავტორი, პროდიუსერი
- სხვა - 12 ვიოლინო, 4 ალტი, 4 ვიოლონჩელო, კონტრაბასი, 4 ჰორნი, 3 საყვირი, ტრომბონი, ბას-ტრომბონი
ალბომის ვერსიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | შემსრულებელი | გამოცემა | შენიშვნები |
---|---|---|---|
1969 | Gary McFarland | Today | |
1976 | Lynsey De Paul | All This and World War II | |
1977 | Devo | The Truth About De-Evolution (საუნდტრეკი) | სიმღერა სრულდება ფილმის ბოლოს ტიტრების ჩვენებისას. |
1978 | Alice Cooper | Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (საუნდტრეკი) | |
1982 | Pedro Aznar | Pedro Aznar | |
1994 | The Nylons | The Nylons | |
1998 | Vanessa-Mae | George Martin's In My Life | სიმღერას ასრულებს სოლო-ვიოლინოზე გუნდის ფონური ჟღერადობის თანხლებით. |
1999 | Elliott Smith | American Beauty (საუნდტრეკი) | |
2005 | George Clinton | How Late Do U Have 2BB4UR Absent? | |
2007 | Solveig Slettahjell | Domestic Songs | |
2007 | Various artists | Across the Universe | ექვსი მთავარი და სამი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ფილმში, სადაც კომბინირებულია ცხრა ვოკალური პარტია. |
2009 | Martin John Henry | Abbey Road Now! | |
2009 | Gerry Rafferty | Life Goes On | |
Alejandro Dolina | Tangos del Bar del Infierno | ასევე გამოიყენება მისი რადიო-შოუს La Venganza Será Terrible დამწყებ თემად. |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Lewisohn 1988, p. 177.
- ↑ 2.0 2.1 Lewisohn 1988, p. 178.
- ↑ Lewisohn 1988, p. 183.
- ↑ Lewisohn 1988, p. 190.
|