„Her Majesty“ — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა. იგი შეტანილია ალბომში Abbey Road, რომელიც გამოვიდა 1969 წელს. პოლ მაკ-კარტნის მიერ დაწერილი ამ სიმღერების ავტორებად მითითებული არიან ლენონი–მაკ-კარტნი. ეს არის ირონიული ხასიათის მიუზიკ-ჰოლის ჟანრის სიმღერა.[1] მიუხედავად იმისა, რომ იგი გამოიცა ჯგუფის სახელით, მისი ერთადერთი შემსრულებელია თავად პოლი. „Her Majesty“ არის ალბომის უკანასკნელი სიმღერა, რომელიც იწყება „The End“-ის დასრულებიდან 14 წამის შემდეგ, მაგრამ ორიგინალური გამოცემის გარეკანზე მითითებული არ არის.
სიმღერაში ავტორი და შემსრულებელი ხუმრობით საუბრობს დედოფალზე, გამოხატავს რა სურვილს: „ოდესმე ის ჩემი გახდება“.