Carry That Weight

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Carry That Weight“
სიმღერაThe Beatles
ალბომიდან Abbey Road
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 26 სექტემბერი 1969
ჩაიწერა 2 ივლისი - 15 აგვისტო 1969, EMI-ს სტუდია, ლონდონი
ჟანრი როკი
ხანგრძლივობა 1:36
ხმისჩამწერი ლეიბლი Parlophone
ავტორ(ებ)ი ლენონი / მაკ-კარტნი
პროდიუსერი ჯორჯ მარტინი
Abbey Roadსიმღერები

Carry That Weight — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა ალბომიდან Abbey Road. სიმღერა წარმოადგენს პოპურის Golden Slumbers / Carry That Weight / The End მეორე ნაწილს.

ეს არის სიმღერის „You Never Give Me Your Money“ რეპრიზა სპილენძის სასულე საკრავების, ელექტრო-გიტარებისა და პოლიფონიური ვოკალის დამატებითა და განსხვავებული ტექსტით. მისი ბოლო ნაწილი იმეორებს გიტარის არპეჯირებულ მოტივს ჯორჯ ჰარისონის სიმღერიდან „Here Comes the Sun“ და ჰარისონისა და ერიკ კლეპტონის ერთობლივი სიმღერიდან „Badge“.

სიმღერა დაწერილია მაკ-კარტნის მიერ, თუმცა ავტორებად მოიხსენიებიან ლენონი და მაკ-კარტნი.

ინტერპრეტაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკ-კარტნის განმარტებით სიმღერა ეხებოდა „The Beatles-ის“ ბიზნეს-სირთულეებსა და ასახავდა Apple-ის იმდროინდელ ატმოსფეროს, ხოლო ფილმში „Imagine“ კი ლენონმა განაცხადა, რომ მაკ-კარტნი „მღეროდა ყველა ჩვენგანზე“.

ჩაწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Beatles-მა „Golden Slumbers“/„Carry That Weight“-ის ჩაწერა დაიწყო 1969 წლის 2 ივლისს. მაკ-კარტნიმ, ჰარისონმა და სტარმა ჩაიწერეს ამ ორი სიმღერის 15 ვერსია მაშინ, როდესაც ლენონი შოტლანდიაში ავტოკატასტროფაში [1] მოხვედრის გამო საავადმყოფოში მკურნალობდა.

მაკ-კარტნი უკრავდა ფორტეპიანოზე, ჰარისონი - ბას-გიტარაზე, ხოლო სტარი - დასარტყამ საკრავზე. საუკეთესო ვერსიად მიჩნეულ იქნა მათი ერთობლივი მე-13 და მე-15 ჩანაწერი, რომელიც შედგა 3 ივლისს.[2] ამ და მომდევნო დღეს მაკ-კარტნიმ ჩანაწერს დაადო თავისი წამყვანი ვოკალი და რითმ-გიტარა, ჰარისონმა - სოლო-გიტარა, ხოლო სამივემ - ვოკალური მისამღერი. [2] 30 ივლისს მათ მიამატეს ვოკალები, მათ შორის ლენონისაც, რომელიც 9 ივლისს შემოუერთდა სესიებს. [3]დანარჩენი ვოკალები, ლიტავრები და დასარტყამი საკრავები ჩანაწერს დაედო უკვე 31 ივლისს, ხოლო საორკესტრო პარტია ჩაიწერა 15 აგვისტოს.[4]

შემსრულებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომის ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი შემსრულებელი გამოცემა შენიშვნები
1969 Gary McFarland Today
1976 Lynsey De Paul All This and World War II
1977 Devo The Truth About De-Evolution (საუნდტრეკი) სიმღერა სრულდება ფილმის ბოლოს ტიტრების ჩვენებისას.
1978 Alice Cooper Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (საუნდტრეკი)
1982 Pedro Aznar Pedro Aznar
1994 The Nylons The Nylons
1998 Vanessa-Mae George Martin's In My Life სიმღერას ასრულებს სოლო-ვიოლინოზე გუნდის ფონური ჟღერადობის თანხლებით.
1999 Elliott Smith American Beauty (საუნდტრეკი)
2005 George Clinton How Late Do U Have 2BB4UR Absent?
2007 Solveig Slettahjell Domestic Songs
2007 Various artists Across the Universe ექვსი მთავარი და სამი მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ფილმში, სადაც კომბინირებულია ცხრა ვოკალური პარტია.
2009 Martin John Henry Abbey Road Now!
2009 Gerry Rafferty Life Goes On
Alejandro Dolina Tangos del Bar del Infierno ასევე გამოიყენება მისი რადიო-შოუს La Venganza Será Terrible დამწყებ თემად.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lewisohn 1988, p. 177.
  2. 2.0 2.1 Lewisohn 1988, p. 178.
  3. Lewisohn 1988, p. 183.
  4. Lewisohn 1988, p. 190.