ალფრედ რასელ უოლესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალფრედ რასელ უოლესი

ალფრედ რასელ უოლესი
ალფრედ რასელ უოლესი
დაბადების თარიღი 8 იანვარი, 1823
დაბადების ადგილი ასკი, მონმუთშირის საგრაფო
გარდაცვალების თარიღი 7 ნოემბერი, 1913
გარდაცვალების ადგილი ბროდსტოუნი, დორსეტშირის საგრაფო
სამეცნიერო სფერო ბუნებისმეტყველება

ალფრედ რასელ უოლესი (ინგლ. Alfred Russel Wallace; დ. 8 იანვარი, 1823, ასკი, მონმუთშირის საგრაფო — გ. 7 ნოემბერი, 1913, ბროდსტოუნი, დორსეტშირის საგრაფო) — ბრიტანელი ბუნებისმეტყველი, ჩარლზ დარვინთან ერთად ბუნებრივი გადარჩევის თეორიის შემქმნელი და ზოოგეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1848-1852 წლებში ჰენრი ბეიტსთან ერთად გამოიკვლია მდინარეების ამაზონისა და რიო-ნეგროს სანაპიროები, ხოლო 1854-1862 წლებშიმალაის არქიპელაგი: შეაგროვა ზოოლოგიურ-ბოტანიკური და გეოლოგიური კოლექციები, შეისწავლა არქიპელაგის ხალხთა კრანიოლოგია და გვიჩვენა, რომ მალაის არქიპელაგზე გადის საზღვარი (ეგრეთ წოდებული „უოლესის ხაზი“), რომელიც ზოოგეოგრაფიულად ყოფს კუნძულ სულავესს მალაის არქიპელაგის დანარჩენი კუნძულებიდან. უოლეს მიაჩნდა, რომ ყოველი სახეობის წარმოშობა გეოგრაფიულად და ქრონოლოგიურად დაკავშირებულია ძალზე ახლო მდგომ წინამორბედ სახეობასთან. მიუხედავად შეხედულებათა მსგავსებისა, უოლესმა ბუნებრივი გადარჩევის თეორიის შექმნის პრიორიტეტი მიაკუთვნა დარვინს, რომელიც გადარჩევის თეორიაზე 20 წელზე მეტხანს მუშაობდა. უოლეს ეკუთვნის ტერმინი „დარვინიზმი“. იგი ილაშქრებდა ლამარკიზმის წინააღმდეგ, ადამიანის ფსიქიკის წარმოშობის საკითხში იდეალისტურ პოზიციებზე იდგა და სპირიტიზმი სწამდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]