სოლომონ ბანდარანაიკე
| სოლომონ ბანდარანაიკე | ||
| შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი | ||
|---|---|---|
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
| 12 აპრილი 1956 – 26 სექტემბერი 1959 | ||
| წინამორბედი | ჯონ კოტელავალა | |
| მემკვიდრე | ვიჯაიანანდა დაჰანაიაკე | |
|
|
||
| დაბადებული | 8 იანვარი 1899 კოლომბო ცეილონი |
|
| რელიგია | ბუდიზმი | |
სოლომონ ბანდარანაიკე (დ. 8 იანვარი, 1899, კოლომბო ,ცეილონი — გ. 26 სექტემბერი, 1959), ცეილონის (ახლანდელი შრი-ლანკა) პრემიერ-მინისტრი 1956-1959 წლებში.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
დაიბადა 1899 წლის 8 იანვარს კოლომბოში. სწავლობდა ადგილობრივ წმინდა ტომასის კოლეჯში, ხოლო შემდეგ ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო იურისტის პროფესია. მისი პოლიტიკუი კარიერა დაიწყო 1925 წელს, მას შემდეგ, რაც გახდა ერთიანი ეროვნული პარტიის წევრი. ეკავა სხვადასხვა პოსტები კოლონიურ ადმინისტრაციაში. 1947-1951 წლებში იყო ჯანდაცვის მინისტრი, 1956 წლიდან კი პრემიერ-მინისტრი. საგარეო პოლიტიკაში სოლომონ ბანდარანაიკე ხელმძღვანელობდა მიუმხრობლობის პოლიტიკით, ხოლო საშინაო პოლიტიკას წარმართავდა ბუდისტურ-სინჰალური იდეოლოგიის საფუძველზე. 1959 წელს ბუდისტმა ბერმა ტალდუვე სომარამამ 60 წლის პრემიერ-მინისტრი მძიმედ დაჭრა. მეორე დღეს მიღებული ჭრილობების შედეგად სოლომონ ბანდარანაიკე გარდაიცვალა.
ოჯახი [რედაქტირება]
მისი მეუღლე იყო სირიმავო ბანდარანაიკე, რომელიც გახდა მსოფლიოში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი მისი მკვლელობის შემდეგ. მისი შვილებია ჩანდრიკა კუმარატუნგა, შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი; ანურა ბანდარანაიკე შრი-ლანკის პარლამენტის სპიკერი 2000-2001 წლებში და სუნეთრა ბანდარანაიკე ცნობილი შრი-ლანკელი ფილანთროპი და პოლიტიკოსი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- The Bandaranaike Ancestry
- The Ratwatte Ancestry
- Golden memories of a political prodigy
- Commemorating the Bandaranaikes: The emergence of the political middle-class
- The Pensive Premier
- 49 years after S.W.R.D. Bandaranaike
- Trail-Blazing Leader
- The Great son of Sri Lanka
- Website of the Parliament of Sri Lanka
- Sri Lanka Freedom Party's official Website
| წინამორბედი: ჯონ კოტელავალა |
შრი-ლანკის პრემიერ-მინისტრი 1956 – 1959 |
შემდეგი: ვიჯაიანანდა დაჰანაიაკე |