კიმ ჯონგ ინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კიმ ჩენ ინი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კიმ ჯონგ ინი (კორ. 김정은?) (დ. 8 იანვარი, 1982, 1983 ან 1984, ფხენიანი, ჩრდილოეთი კორეა) — ჩრდილოეთ კორეელი სახელმწიფო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, შეიარაღებული ჯარების მთავარსარდალი, კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარე. კიმ ჩენ ირის შვილი და კიმ ირ სენის შვილიშვილი. თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა 2011 წლის 17 დეკემბერს, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ.

დაიბადა 1982, 1983 ან1984 წელს (ზუსტი თარიღი ცნობილი არაა[1][2][3]). იგი არის კიმ ჩენ ირისა და მისი მესამე ცოლის, ყოფილი მსახიობის კო იონ ჰის მესამე შვილი.

სამხრეთ კორეის დაზვერვის მონაცემებით კიმ ჩენ ინი სწავლობდა ბერნის საერთაშორისო სკოლაში[4]. 2002 წლიდან კი სწავლობს კიმ ირ სენის სახელობის უნივერსიტეტში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Ким Чен Ун. Штрихи к портрету неизвестного. BBC Russian (2 июня 2009). წაკითხვის თარიღი: 2010-09-28.
  2. People in DPRK news, pyongyangsquare.com
  3. Владимир Родионов (15 января 2009). Спецслужбы Южной Кореи назвали преемника Ким Чен Ира: кто он?. РИА Новости. წაკითხვის თარიღი: 2010-09-28.
  4. Wegen Kim Jong Un: Asiatische Journalisten überrennen Berner Schule. Blick (15 июня 2009). წაკითხვის თარიღი: 2010-09-28.