იმაი ტადასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იმაი ტადასი (დ. 8 იანვარი, 1912, ტოკიო — გ. 22 ნოემბერი, 1991), იაპონელი კინორეჟისორი.

სწავლობდა ტოკიოს უნივერსიტეტში, 1939-იდან მოღვაწეობს კინოში. ფილმები: "ხალხის მტრები" (1946), "და მაინც ვცოცხლობთ!" (1951), "უხიდო მდინარე" (1969-1970, I-II სერია) და სხვ. იმაი იაპონური კინოხელოვნების დემოკრატიული ნაკადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მის ფილმებში აისახა იაპონიის მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები - უმუშევრობა, მსხვილი კონცერნების მაქინაციები, პოლიციის ულმობლობა და არაკანონიერი სამართალი. მშვიდობის პრემიის ლაურეატი (1951).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 5, გვ. 110, თბ., 1980