23 აგვისტო
იერსახე
<< | აგვისტო | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
2024 |
23 აგვისტო — გრიგორიანული კალენდრის 235-ე დღე (ნაკიან წლებში – 236-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 130 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1328 : კასელის ბრძოლა - საფრანგეთის ჯარებმა ფლამანდიელ ფერმერთა აჯანყება ჩაახშვეს.
- 1328 : საფრანგეთის მეფედ ფილიპ VI აკურთხეს.
- 1541 : ფრანგი მოგზაური ჟაკ კარტიე კანადაში მესამე ვოიაჟისას კვებეკთან გადმოსხდა.
- 1566 : კალვინისტებს უფლებები მიეცათ ნიდერლანდში.
- 1572 : ბართლომეს ღამე პარიზში.
- 1821 : მექსიკა ესპანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1833 : მონობა გაუქმდა ბრიტანეთის კოლონიებში.
- 1839 : ბრიტანეთი ჰონკონგს იპყრობს.
- 1866 : ავსტრია-პრუსიის ომი მთავრდება პრაღის ხელშეკრულებით.
- 1903 : ლონდონში რსდმპ-ს სხდომაზე მოხდა განხეთქილება, რის შედეგადაც წარმოიშვა ორი ფრაქცია – ბოლშევიკების და მენშევიკების.
- 1914 : იაპონია გერმანიას ომს უცხადებს და ქინდაოს, ჩინეთი, დაბომბვას იწყებს.
- 1921 : ფაიზალ I ერაყის მეფედ აკურთხეს.
- 1924 : დისტანცია დედამიწასა და მარს შორის უმოკლესია პირველად მე-10 საუკუნის შემდეგ.
- 1939 : მეორე მსოფლიო ომი - გერმანია და საბჭოთა კავშირი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს აწერენ ხელს. პაქტის საიდუმლო დამატებაში ორმა ქვეყანამ ბალტიის ქვეყნები, ფინეთი და პოლონეთი გაიყვეს.
- 1940 : მეორე მსოფლიო ომი - გერმანელები ლონდონის დაბომბვას იწყენენ.
- 1942 : მეორე მსოფლიო ომი - სტალინგრადის ბრძოლა დაიწყო.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი - კრაკოვი განთავისუფლდა.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი - მარსელი განთავისუფლდა.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი - რუმინეთის მეფე მიქაელი გენერალი ანტონესკუს პრო-ნაცისტურ მთავრობას ითხოვს. რუმინეთი აქსისის ძალებიდან მოკავშირეების მხარეზე ინაცვლებს.
- 1958 : ჩინეთის სამოქალაქო ომი - ტაივანის სრუტის მეორე კრიზისი დაიწყო სახალხო განმათავისუფლებელი არმიის მიერ ქემოის დაბომბვით.
- 1962 : პირველი პირდაპირი სატელევიზიო ტრანსატლანტიკური ჩართვა განხორციელდა ტელსტარის სატეილიტის მეშვეობით.
- 1966 : მთვარის ორბიტერ 1 იღებს დედამიწის პირველ ფოტოსურათს მთვარის ორბიტიდან.
- 1975 : კომუნისტები სამხედრო გადატრიალებას ახდენენ ლაოსში.
- 1976 : ძლიერმა მიწისძვრამ ჩინეთში ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.
- 1979 : საბჭოთა მოცეკვავე ალექსანდრე გოდუნოვი აშშ-ში გარბის.
- 1989 : სიმღერის რევოლუცია - ორი მილიონი ადამიანი ესტონეთში, ლატვიასა და ლიტვაში ვილნიუს-ტალინის გზატკეცილზე ხელჩაკიდულ ჯაჭვს ქმნის.
- 1990 : სომხეთი საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
- 1990 : დასავლეთი და აღმოსავლეთი გერმანია 3 ოქტომბერს გაერთიანების შესახებ აცხადებს.
- 2010 : ფილიპინებში, მანილის მძევლების კრიზისის დროს 9 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის თავდამსხმელი.
- 2013 :
- სანტა-კრუს-დე-ლა-სიერაში (ბოლივია), პალმასოლის ციხეში აჯანყების შედეგად დაიღუპა 30-ზე მეტი ადამიანი.
- აშშ სამხედრო რობერტ ბეილსს მიესაჯა ციხეში სამუდამო პატიმრობა, შეწყალების უფლების გარეშე, ყანდაარში 16 ავღანელი მოქალაქის მკვლელობისთვის.
- 2015 : ე. წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა პალმირაში მდებარე უძველესი ტაძარი ბაალშამინი დაანგრიეს.
- 2020 : უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის ბაიერნმა პარი სენ-ჟერმენი დაამარცხა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 686 : კარლოს მარტელი — კარლოს დიდის პაპა
- 1754 : ლუი XVI — საფრანგეთის მეფე
- 1764 : ივანე VI — სრულიად რუსეთის იმპერატორი
- 1839 : კანტორი, მორიც — გერმანელი მათემატიკოსი
- 1847 : ვითინგი, სარა ფრენსისი — ამერიკელი ფიზიკოსი და ასტრონომი
- 1875 : ეკლესი, ვილიამ — ინგლისელი რადიოს პიონერი
- 1880 : გრინი, ალექსანდრე — რუსი მწერალი
- 1921 : ეროუ, კენეტი — ამერიკელი ეკონომისტი
- 1924 : სოლოუ, რობერტი — ამერიკელი ეკონომისტი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1931 : სმიტი, ჰამილტონ — ამერიკელი მიკრობიოლოგი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1933 : კარლი, რობერტ — ამერიკელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 1951 : კადიროვი, ახმად — ჩეჩნეთის პრეზიდენტი
- 1951 : ნური — იორდანიის დედოფალი ჰუსეინ I−ის მეოთხე მეუღლე
- 1997 : Lil Yachty — ამერიკელი რეპერი
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 93 : გნეუს იულიუს აგრიკოლა — ბრიტანეთის რომაელი მმართველი
- 634 : აბუ-ბექრი — პირველი მუსლიმი ხალიფა
- 1176 : როკუჯო — იაპონიის იმპერატორი
- 1305 : უილიამ უოლესი — შოტლანდიის თავისუფლებისთვის მებრძოლი
- 1387 : ოლაფ IV — ნორვეგიის მეფე
- 1839 : დავით გურიელი — გურიის უკანასკნელი მთავარი (დ. 1818)
- 1903 : ხოსე ალვარესი — არგენტინელი მწერალი (დ. 1858)
- 1926 : ვალენტინო, რუდოლფ — იტალიელი მსახიობი
- 1960 : რჩეულიშვილი, გურამ — ქართველი მწერალი (დ. 1934)
- 1982 : მური, სტენფორდი — ამერიკელი ბიოქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
- 2021 : გოჩა ლომია — ქართველი მსახიობი (დ. 1952)
- 2023 : ევგენი პრიგოჟინი — რუსი ბიზნესმენი, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამაარსებელი (დ. 1961)
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- წმინდა მოწამენი: მთავარდიაკონი ლავრენტი, სიქსტე პაპი, ფელიკისიმე და აღაპიტე დიაკონნი, რომანოზ მხედარი - რომაელნი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: