ჯენსენ ეკლსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯენსენ ეკლსი
Jensen Ackles
Jensen Ackles 2008 Comic-Con 03 Cropped.jpg
ჯენსენ ეკლსი 2008 წელს
დაბ. სახელი ჯენსენ როზ ეკლსი
Jensen Ross Ackles
დაბ. ადგილი დალასი, ტეხასი, აშშ
დაბ. თარიღი 1 მარტი, 1978
წლები 1995-დღემდე

ჯენსენ როზ ეკლსი (დაიბადა 1978 წლის 1 მარტს) არის ამერიკელი სატელევიზიო და საფილმო მსახიობი. პოპულარული გახდა ცნობილი სატელევიზიო სერიალით ჩვენი ცხოვრების დღეები (Days of our Lives). მისი მონაწილეობით აღსანიშნავი სერიალებია: შავი ანგელოზი, სმოლვილი და CW-ს სახელგანთქმული ზებუნებრივი, სადაც იგი დინ ვინჩესტერს განასახიერებს და ჯარედ პადალეკისთან ერთად თამაშობს.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება]

დაიბადა ტეხასის შტატის ქალაქ დალასში. მამა, ალან როჯერ ეკლსი, მსახიობია. დედა, დონა ჯოან (ნი შაფერი) კი დიასახლისი. ჰყავს 3 წლის ძმა, ჯოშუა და შვიდი წლის და, მაკენზი. მსახიობი ინგლისელების, ირლანდიელებისა და შოტლანდიელების შთამომავალია. თავდაპირველად ტეხასის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჯენსენს სპორტული მედიცინის შესწავლა სურდა, რათა ფიზიოთერაპერტი გამხდარიყო, თუმცა ლოს ანჯელესში გადასვლის შემდგომ სამსახიობო კარიერა წამოიწყო .

კარიერა[რედაქტირება]

1996 წლიდან ჯენსენმა სამსახიობო კარიერაზე დაიწყო ფიქრი. მან ითამაშა რამდენიმე უმნიშვნელო როლი სერიალებში: მისტერ როუდსი, Sweet Valley High და სიბილი, სანამ 1997 წელს შეუერთდებოდა NBC-ს საპნის ოპერას - ჩვენი ცხოვრების დღეები, როგორც პერსონაჟი ერიკ ბრედი. 1998 წ. ჯენსენი დააჯილდოვა Soap Opera Digest Awards-მა, როგორც საუკეთესო დებიუტანტი მამაკაცი. იგი სამჯერ (1998, 1999, 2000) იყო ნომინირებული Daytime Emmy Awards დაჯილდოებაზე, როგორც გამორჩეული ახალგაზრდა მსახიობი მამაკაცი დრამა ჟანრის სერიებში.

2000 წელს ეკლსი გამოეყო სერიალს ჩვენი ცხოვრების დღეები და გამოჩნდა მინი-სერიალში ქერა, რომელიც მერლინ მონროს ცხოვრებაზე გადაიღეს. ამის შემდგომ, ჯენსენი მოსინჯეს კლარკ კენტის როლზე სერიალისთვის სმოლვილი, თუმცა ეს როლი მის მაგივრად მსახიობ ტომ უელინგს ერგო. სამაგიეროდ ეკლსი გამოჩნდა ჯეიმზ კემერონის სატ. სერიალში შავი ანგელოზი, თავდაპირველად როგორც პერსონაჟი - ბენ/X5-493, რომელიც სერიული მკვლელი და მთავარი გმირის - მაქს/X5-452 (ჯესიკა ალბა) ”ძმაა”. მიუხედავად იმისა, რომ ეს პერსონაჟი დაიღუპა, ეკლსი სერიალის მეორე სეზონში გამოჩნდა, როგორც ბენის კლონი - ალეკ/X5-494 და ამ როლზე შემორჩა სერიალის დასრულებამდე (2002).

ამის შემდგომ, ეკლსი გამოჩნდა WB-ის ჩვენი იმედების ზაფხულის უკანასკნელ სეზონში, როგორც სი-ჯეი, ჯენ ლინდლის სიყვარულის ახალი ობიექტი. 2003 წელს იგი ფოქსის ჩავარდნილი და გაუშუქებელი სერიალის, Still Life, რამდენიმე ეპიზოდში გადაიღეს. 2004 წელს გამოჩნდა ფილმში The Plight of Clownana, როგორც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი. ეკლსს ასევე შესთავაზეს განესახიერებინა ელიზა დუშკუს შეყვარებული Tru Calling-ის („მკვდართაგან დაბრუნება“) მეორე სეზონში, თუმცა მსახიობმა როლზე უარი განაცხადა. სამაგიეროდ, ამ ამერიკული სატელევიზიო პროგრამის პროდიუსერმა მის პერსონაჟს სახელი შეუცვალა და ”ჯენსენი” უწოდა, ვინაიდან ეკლსის სახელი მოეწონა. 2004 წ. ჯენსენი დაბრუნდა ვანკუვერიში (სადაც მიმდინარეობდა შავი ანგელოზის გადაღებები) და შეუერთდა სერიალს სახ. სმოლვილი, როგორც საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის ასისტენტი ჯეისონ ტიგი. 2005 წელს ეკლსმა მიიღო მთავარი როლი ფილმში Devour, სადაც აგრეთვე თამაშობს ჯენსენის ნამდვილი მამა, ალან ეკლსი. მას ფილმშიც ჯენსენის პერსონაჟის, ჯეიკ გრეის, მამის როლი ერგო.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

ჯენსენი (მარცხნივ) ზებუნებრივის ვარსკვლავ ჯარედ პადალეკისთან ერთად 2008 წელს.
წელი სახელი როლი შენიშვნები
1995 Wishbone
ბიშბონი - ძაღლი-ფანტაზიორი
მაიკლ დასსი 1 ეპიზოდში
1996 მეშვიდე ცა ჰელოუინის #9 ბავშვი 1 ეპიზოდში
Sweet Valley High
სკოლა სიყვარულის ხეობაში
ბრედი 1 ეპიზოდში
მისტერ როუდსი მალკოლმი 1 ეპიზოდში
1997 სიბილი დევიდი 1 ეპიზოდში
1997–2000 ჩვენი ცხოვრების დღეები ერიკ ბრეიდი მთავარი პერსონაჟი
2001 ქერა ედი-ჯი სატელევიზიო ფილმი; მეორეხარისხოვანი როლი
2001–2002 შავი ანგელოზი ბენი/X5-493 და ალეკი/X5-494 მთავარი პერსონაჟი
2002–2003 ჩვენი იმედების ზაფხული სი-ჯეი მთავარი პერსონაჟი
2003 Still Life (გაუშუქებელი)
მშვიდი ცხოვრება
მაქს მორგანი 1 ეპიზოდში
2004 The Plight of Clownana ჯენსენი ფილმი; მეორეხარისხოვანი როლი
2004–2005 სმოლვილი
სმოლვილის საიდუმლოებანი
ჯეისონ ტიგი მთავარი პერსონაჟი
2005 Devour ჯეიკ გრეი ფილმი; მთავარი როლი
2005–დღემდე ზებუნებრივი დინ ვინჩესტერი მთავარი პერსონაჟი
2007 ათდიუმიანი გმირი პრისტლი ფილმი; მეორეხარისხოვანი როლი
2009 ჩემი სისხლიანი ვალენტინი ტომ ჰენნიგერი ფილმი; მთავარი როლი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]