ვასილი დოკუჩაევი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილი დოკუჩაევი
დაბ. თარიღი 17 თებერვალი/1 მარტი 1846
დაბ. ადგილი სოფ. მილიუკოვო, სმოლენსკის ოლქი
გარდ. თარიღი 26 ოქტომბერი/ 8 ნოემბერი
გარდ. ადგილი პეტერბურგი
სამეცნიერო სფერო გეოლოგია, ნიადაგთმცოდნეობა

ვასილი ვასილის ძე დოკუჩაევი (რუს. Докучаев, Василий Васильевич; დ. 17 თებერვალი/1 მარტი 1846, სოფ. მილიუკოვო, სმოლენსკის ოლქი — გ. 26 ოქტომბერი/8 ნოემბერი 1903, პეტერბურგი) — რუსი ბუნებისმეტყველი. მოღვაწეობდა გეოლოგიასა და ნიადაგთმცოდნეობაში. თანამედროვე გენეზისური ნიადაგთმცოდნეობისა და ზონალური აგრონომიის ფუძემდებელი. XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მეცნიერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1871 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებიმეტყველო განყოფილება. 1872 წელს აირჩიეს პეტერბურგის ბუნებისმეტყველთა, ხოლო 1873 წელს მინერალოგიური საზოგადოების ნამდვილ წევრად; 1874 — წლიდან ლექციებს კითხულობდა სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში; 1880 — წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტი; 1883 — წლიდან პროფესორი.

მონოგრაფიამ „რუსეთის შავმიწა ნიადაგი“ (სადოქტორო დისერტაცია, 1883) დოკუჩაევს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. იგი დამსახურებულად აღიარეს გენეზისური ნიადაგთმცოდნეობის ფუძემდებლად. დოკუჩაევმა პირველმა დაადგინა ნიადაგის წარმოქმნის არსი, მოგვცა გენეზისურ პრინციპზე დაფუძნებული ნიადაგის მეცნიერული კლასიფიკაცია (1886).

მან პირველად საქართველოში დაადგინა ნიადაგების ვერტიკალური ზონალობა. 1889 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენაზე დემონსტრირებული იყო რუსეთის ნიადაგები და დოკუჩაევის გამოქვეყნებული შრომები, რომლებსაც ოქროს მედალი მიენიჭა. დოკუჩაევმა შექმნა მოძღვრება ნიადაგის ევოლუციაზე. მისმა იდეებმა გავლენა მოახდინა ტყეთმცოდნეობის, მელიორაციის, ჰიდროგეოლოგიის, დინამიკური გეოლოგიისა და სხვ. მეცნიერებაზე. 1946 წლის მარტში მეცნიერის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით ნიადაგთმცოდნეობაში საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომისთვის დაწესდა ვასილი დოკუჩაევის სახელობის პრემია და ოქროს მედალი.

თხზულებები[რედაქტირება]

  • Способы образования речных долин Европейской России, СПБ, 1878;
  • Русский чернозем. Отчет Вольному экономическому обществу, СПБ, 1883;
  • Наши степи прежде и теперь, СПБ, 1892;
  • Материалы к оценке земель Нижегородской губернии. Естественноисторическая часть. Отчет Нижегородскому губернскому земству, в. 1—14, СПБ, 1884—86 (совм. с др.);
  • Место и роль современного почвоведения в науке и жизни, СПБ, 1899;
  • К учению о зонах природы. Горизонтальные и вертикальные почвенные зоны, СПБ, 1899;
  • Избр. соч., т. 1—3, М., 1948—49;
  • Соч., т. 1—9, М., 1949—61.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Чеботарева Л. А., Василий Васильевич Докучаев, в кн.: Докучаев В. В., Соч., т. 9, М., 1961;
  • Соболев С. С., Развитие идей В. В. Докучаева, там же, т. 9, М., 1961;
  • Полынов Б. Б., Крупеников И. А., Крупеников Л. А., Василий Васильевич Докучаев. Очерк жизни и творчества, М., 1956;
  • Крупениковы И. и Л., Путешествия и экспедиции В. В. Докучаева, М., 1949;
  • В. В. Докучаев и география (1846—1946). Сб. статей, М.—Л., 1946;
  • Герасимов И. П., Великий русский ученый В. В. Докучаев (к 125-летию со дня рождения), "Почвоведение", 1971, №8.