ანდერს რაპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანდერს რაპი (შვედ. Anders Rapp; დ. 1 მარტი 1927 — გ. 27 დეკემბერი 1998) — შვედი გეომორფოლოგი და გეოგრაფი. გეომორფოლოგის საერთაშორისო ასოციაციის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. აკადემიური განათლება მიიღო უფსალის უნივერსიტეტში. დაწვრილებით შეისწავლა ზვავური ენები და მათი ნალექები. მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა სკანდინავიის მთებსა და კუნძულ შპიცბერგენზე. 1962 წელს ამერიკის გეოლოგიური საზოგადოებისაგან მიენიჭა კირკ ბრაიანის სახელობის პრემია. 1976 წელს ლუნდის უნივერსიტეტში გახდა ფიზიკური გეოგრაფიის პროფესორი. 1980 წელს აირჩიეს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]