ღაზის სექტორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღაზის სექტორის რუკა, წყარო „World Factbook“.
პალესტინის დროშა

ღაზის სექტორი (არაბ. قطاع غزّة‎‎, ებრ. רצועת עזה) — პალესტინის ტერიტორიების ერთ-ერთი შემადგენელი რეგიონი, ვიწრო სანაპირო ზოლი ხმელთაშუა ზღვის პირას ახლო აღმოსავლეთში, აზიაში. სახელი მომდინარეობს მისი მთავარი ქალაქიდან — ღაზა, რომელსაც დაახ. 1,4 მილ. მცხოვრები ჰყავს და 360 კმ² ფართობი უჭირავს.

ღაზის სექტორი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დე-იურე ცნობილი არ არის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს ტერიტორია ამჟამად ისრაელის ოკუპაციის ქვეშაა. აშშ-ის მთავრობის კლასიფიკაციით ღაზის სექტორი არის „ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორია, რომლის სტატუსი დამოკიდებულია ისრაელ-პალესტინის ორმხრივ შეთანხმებაზე“.[1] ისრაელის მთავრობა ამგვარი კლასიფიკაციის წინააღმდეგია, განსაკუთრებით 2005 წელს ისრაელის ცალმხრივი გამოსვლის გადაწყვეტილების შემდეგ.

ისრაელი აკონტროლებს ღაზის სექტორის საჰაერო სივრცეს და ოფშორულ სანაოსნო მოსასვლელეს. თავად სექტორი პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის იურისდიქციის ქვეშაა, რომელიც ასევე აკონტროლებს სექტორის საზღვარს ეგვიპტესთან.

სქოლიო[რედაქტირება]