იმრან ხანი
იმრან ხანი - პაკისტანის კრიკეტის გუნდის კაპიტანი, დაიბადა 1952 წელს.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
იმრან ხანი კრიკეტის ხელოვნებას ჯერ პაკისტანში, ლაჰორში ეუფლებოდა, შემდეგ ინგლისში, ვუსტერში. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისას კი, 1974 წელს, იქაური კრიკეტის გუნდის კაპიტანი გახდა. შემდეგ ვუსტერშირის და სასექსის გუნდებში თამაშობდა.
პაკისტანის ნაკრებში საერთაშორისო დებიუტი 1971 წელს ჰქონდა, 1982 წელს კი გუნდის კაპიტანი გახდა. მან თავისი ქვეყნოსთვის 75-ჯერ ითამაშა და მსოფლიოში მესამე მოთამაშეა, რომელმაც 3 000 ქულაზე მეტი დააგროვა და 300 კარი აიღო. 1983 წელს მეორე მოთამაშე გახდა, ვინც მატჩში ასეული გააკეთა და ათი კარი აიღო.მაღალი ლიგის კრიკეტში მან 16 000 ქულა დააგროვა და 1 200 კარი აიღო.
იმრან ხანი ჯავედ მაინდადთან ერთად ერთადერთია, ვინც მსოფლიო თასის პირველ ხუთ გათამაშებაში მონაწილეობდა. ხანმა მსოფლიო თასის მატჩებში რეკორდული - 34 კარი აიღო
სტატიის