ტარია ტურუნენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარია ტურუნენი
Tarja Turunen
ტარია ტურუნენი
ტარია ტურუნენი
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტარია სოილ სუზანა ტურუნენი
დაბ. თარიღი 17 აგვისტო, 1977 (1977-08-17) (37 წლის)
წარმოშობა კიტეე, ფინეთი
ჟანრ(ებ)ი სიმფონიური მეტალი, სიმფონიური როკი, კლასიკა, შერეული ჟანრები
საქმიანობა მომღერალი, მუსიკოსი
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო, ფლეიტა, დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1996 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Universal, Spinefarm, Nuclear Blast, Roadrunner, NEMS Enterprises, Century Media, Drakkar Entertainment
ასოციაციები Nightwish, Beto Vázquez Infinity, ადრიან ბარილარი, ნოჩე ესკანდინავა
საიტი ოფიციალური საიტი

ტარია ტურუნენიფინელი (ეთნიკურად ბალტიისპირელ-ფინელი) საოპერო, სრული ლირიკული სოპრანო, მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი. იგი დაიბადა 1977 წლის 17 აგვისტოს. ტარიას გამოშვებული აქვს სამი სოლო ალბომი. ის ცნობილია როგორც სიმფონიურ-პაუერ მეტალ ჯგუფ Nightwish-ის ყოფილი ლიდერი ვოკალისტი. Nightwish 1996 წელს დააარსეს ტარიამ და მისმა მეგობრებმა, ტუომას ჰოლოპაინენმა და ერნო ვუორინენმა. ჯგუფის პირველი ალბომი იყო Angels Fall First, რომელიც გამოვიდა 1997 წლის 1 ნოემბერს. ტარიამ ჯგუფი დატოვა 2005 წლის 22 ოქტომბერს, 9 წლიანი მუშაობის შემდეგ, ტურ "Once upon a Tour"-ის ბოლოს.

2006 წელს, ტურუნენმა გამოუშვა საახალწლო ალბომი, Henkäys Ikuisuudesta, რის შემდეგაც, 25 ნოემბრიდან 26 დეკემბრამდე გამართა კლასიკური ტური. 2007 წელს, ტარიამ გამოუშვა My Winter Storm, რომელიც შეიცავს სხვადასხვა ჟანრებს, სიმფონიურ მეტალს, გოთიკურ მეტალს, კლასიკას და სხვ. მსოფლიო მასშტაბით გაიყიდა ამ ალბომის 500,000 ასლი, ხოლო Nightwish-ის ალბომები მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 5,5 მილიონი ასლის ოდენობით. ალბომის ტური, Storm World Tour, დაიწყო 2007 წლის 25 ნოემბერს და 2009 წლის 19 ოქტომბერს, ლონდონში დასრულდა.

What Lies Beneath, მომღერლის დღეისათვის ბოლო სოლო-ალბომი, 2010 წლის 3 სექტემბერს გამოვიდა. 2010 წლის 19 ივლისს გამოვიდა ამ ალბომის პირველი სინგლი, "Falling Awake", ხოლო ოფიციალური სინგლი Until My Last Breath გამოვიდა 16 აგვისტოს.

ტარიას მიღებული აქვს 50-ზე მეტი პლატინისა და ოქროს დისკი; მისი გაყიდული ჩანაწერების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით თითმის 6 მილიონ ასლს შეადგენს.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ფინეთში, კერძოდ - კიტეეში. ტურუნენი ძმებთან ერთად აღიზარდა. მან ფორტეპიანოზე დაკვრა ექვსი (6) წლის ასაკში დაიწყო. ტარია სკოლის ყველა ღონისძიებაზე მღეროდა და ყოველთვის იმსახურებდა მხურვალე ტაშს. როგორც მისი სკოლის მუსიკის მასწავლებელი, პლამენ დიმოვი აღნიშნავს, ტურუნენს არ სჭირდებოდა ბევრი ახსნა, იგი ერთხელ სწავლებითაც ყველას სჯობდა, როდესაც სხვა ნიჭიერ ბავშვებს მუდმივად უჭირდათ ხმის კონტროლი. ტარია არ მოსწონდათ სკოლელ გოგონებს, რადგან მისი ლამაზი ხმისა შურდათ. ამ პრობლემის გადასაჭრელად დიმოვმა პატარა მომღერლისათვის სკოლის გარეთ დაიწყო ღონისძიებების ჩატარება. როდესაც ტარია ტურუნენი 15 წლისა იყო, მან ათასობით მსმენელისათვის შეასრულა რამდენიმე სიმღერა ეკლესიებში.

მოგვიანებით, ტარია სავონლინას მუსიკისა და ხელოვნების სკოლაში შევიდა; თვრამეტი წლის ასაკში კი ქალაქ კუოპიოში გადავიდა საცხოვრებლად, რომ სიბელიუსის აკადემიაში ესწავლა. ასეც მოხდა, მან წარმატებით დაამთავრა აღნიშნული კონსერვატორია და მიიღო მაგისტრის ხარისხი.

ტარიამ 2003 წელს დაამთავრა კარლსრუეს (გერმანია) კონსერვატორია (Hochschule für Musik Karlsruhe) კლასიკური სიმღერის განხრით, სადაც მიენიჭა დოქტორის კვალიფიკაცია.

შესრულების სტილი და დიაპაზონი[რედაქტირება]

ტარია ტურუნენის ხმის დიაპაზონი ალბომის "My Winter Storm" მიხედვით.

ტარია ტურუნენი საოპერო სოპრანოა (სრული ლირიკული სოპრანო) 3 ოქტავის დიაპაზონით. სიმღერისას შეუძლია მეცო-სოპრანოსა და კონტრალტოს ნოტების გამოყენება, რამდენიმე სიმღერაში იყენებს კოლორატურული სოპრანოს ნოტებსაც.

ტარია თითქმის ყველა ნაწარმოებს ასრულებს საოპერო ტექნიკით — როგორც კლასიკურს, ასევე როკ-სიმღერას.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

მუსიკალური ნაწყვეტები:

ტარია ტურუნენი, Passion and The Opera (Nightwish)

"Passion and the Opera" Nightwish-ის სიმღერაა, სადაც კარგად ისმინება ტარიას მიერ უნაკლოდ შესრულებული სტაკატო. ტარიამ მაშინ დაიწყო მუსიკალური (უმაღლესი) განათლების მიღება, როდესაც ეს სიმღერა ჩაიწერა, აქედან გამომდინარე, მისი ხმა ოდნავ დაბალი ჩანს (მეცო-სოპრანო, ამჟამად მისი ხმა ლირიულ სოპრანოს უტოლდება, აქვს კოლორატურული სოპრანოს პასაჟები). — 145 KB
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

Nightwish-თან ერთად[რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება]

სინგლები[რედაქტირება]

კრებულები[რედაქტირება]

EP დისკები[რედაქტირება]

DVD[რედაქტირება]

სოლო კარიერა[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება]

სინგლები[რედაქტირება]

კრებულები[რედაქტირება]

EP დისკები[რედაქტირება]

სიმღერები[რედაქტირება]

DVD[რედაქტირება]

სტუმრად სხვა მუსიკოსებთან[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: