მათე მახარებელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმინდა მათე მახარებელის ანგელოზი
მათე მახარებელი

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე (ებრ. מתי, ბერძნ. Ματθαίος, ლათ. Matthaeus) ძე ალფესი, (თორმეტ მოციქულთაგანი) წარმოშობით გალილეის ქალაქ კაპერნაუმიდან იყო. ხსენება - 16 (29) ნოემბერი.

ცხოვრება[რედაქტირება]

მათე მოციქული ესაა სახარების პირველი წიგნის ავტორი. მოგეხსენებათ წმინდა ოთხთავი შედგება ოთხი წიგნი-სახარებისაგან. სწორედ პირველი ადგილი უკავია მათეს სახარებას. გადმოცემით ცნობილია რომ მან სახარება უფლის ზეცად ამაღლებიდან 8 წლის შემდეგ დაწერა (დასრულებულია დაახლოებით 41 წელს ქრისტეს შობიდან). მათეს სახარება დაწერილია ებრაული ენის ასირიულ-ქალდეურ, ანუ არამეულ დიალექტზე, რომელიც მაშინ საერთო-სახალხო ენას წარმოადგენდა მთელს პალესტინაში, თუმცაღა პირვანდელი სახით არამეულად დაწერილი ჩვენამდე მოღწეული არ არის არამედ გვაქვს ბერძნული თარგმანი.

მოწოდება[რედაქტირება]

სახარებიდან ცნობილია რომ მათე იყო მეზვერე ანუ გადასახადების - ბაჟის ამკრეფი იყო. მათე მოციქული მოიხსენიება სახარებაში:

და წარვიდოდა მიერ იესუ, იხილა კაცი, რომელი ჯდა საზუერესა, მატთეოს სახელი მისი, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. და აღდგა და მისდევდა მას. და იყო ჯდა რაჲ იგი ინაჴით სახლსა შინა, და მრავალნი მეზუერენი და ცოდვილნი თანა-სხდეს ინაჴით იესუჲს თანა და მოწაფეთა მისთა თანა.

—(მათ.9:9-10)

ქადაგება[რედაქტირება]

სულთმოფენობის შემდეგ მათე მოციქულმა 15 წელი იქადაგა იერუსალიმში, შემდეგ წავიდა მაკედონიაში, სირიაში, სპარსეთში, პართიაში , მიდიაში და ბოლოს ეთიოპიაში.

მოწამეობრივი აღსასრული[1][რედაქტირება]

მათე მოციქულის წამება (ნიურემბერგის ქრონიკა, 1493)

†60 წელს ქრისტეს შობიდან წმინდა მოციქულმა თავისი მოღვაწეობა ეთიოპიაში დაასრულა. ეთიოპიის ქალაქ მირმენში ააშენა ტაძარი და ეპისკოპოსსად მისი მეგზური პლატონი დაადგინა. ერთხელაც ლოცვაში მყოფი მოციქული იხილავს უფალს ჭაბუკის სახით გადასცემს კვერთხს და ეტყვის: ”დაასე ეს კვერთხი ტაძრის კარიბჭესთან, გაიზრდება ხე, რომელიც მრავალ კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ხოლო მისი ფესვებიდან გამოედინება წყარო. ამ წყაროს დამლევი და ნაყოფის მიმღები ეთიოპიელები კი გახდებიან თვინიერნი და მორჩილნიო”. მოციქულმა აიღო კვერთხი და გაემართა ტაძრისაკენ, რომელსაც გზად ეშმაკისაგან შეპყრობილი მმართველ ფულბიანეს ცოლშვილი შეხვდა. მოციქულმა გაათავისუფლა იგი ეშმაკის ტყვეობისაგან. ამის შემხედვარე ხალხი გაოცდა და ადიდებდა ჭეშმარიტ ღმერთს. ფილვიანეს კი არ სურდა რომ მისი ხალხი ქრისტიანი ყოფილიყო არამედ უნდოდა რომ ყოფილიყვნენ კერპთმსახურები. ამიტომ მოციქული ჯადოქრობაში დაადანაშაულა და ბრძანა მისი მოკვდინება. წარმართებმა მოციქული პირაღმა დააწვინეს, დააყარეს თივა და სცადეს მისი დაწვა მაგარმ იგი კი არ დაიწვა არამედ უვნებლად გადარჩა. გაცოფებულმა ფუბლიანემ ბრძანა თივის დამატება, ზედ ზეთი გადაასხეს და ირგვლივ კი 12 კერპი დაუყენეს. აგიზგიზებულმა კოცონმა თორმეტივე კერპი დაადნო. შეშინებულმ აფუბლიანემ მოციქულს შენდობა სთხოვა. მიუხედავად ამისა მოციქულმა მაინ მიაბარა ღმერთს სული. ამის მომსწრე ბევრი ურჯულო მოიქცა და ადიდებდა ღმერთს. მართალია ფულბინემ შეინანა მაგრამ თავისი ეჭვები მაინც ღრღნიდა მას. მან ბრძანა რომ თუ მათე მართლაც ღმერთის მოციქული იყო მას არამარტო ცეცხლის არამედ წყლისაც არ უნდა შეშინებოდა. ამიტომ მოციქულის წმინდა სხეული ჩაასვენეს რკინის კიდობანში და ჩაუშვეს ზღვაში. იმ ღამესვე წმინდა მოციქული მათე ეცხადება მის მოწაფე პლატონს და ეუბნება რომ მისულიყო ზღვის ნაპირას და აეღო მისი ნაწილები. ზღვის ნაპირზე პლატონთან ერთად ფულბიანეც გამოცხადდა მათ ერთად აიღეს მოციქულის ნეშტი და გადააბრძანეს მოციქულის აშენებულ ტაძარში სადაც ფულბიანე მოინათლა მათეს სახელით. შემდგომში ფულბიანემ აწ უკვე მათემ გააგრძელა მოციქულ მათეს დაწყებული საქმე ეთიოპიაში.

წმინდა ნაწილები[რედაქტირება]

სალერნოს კათედრალი

ცნობილია რომ მოციქულ მათეს წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ სალერნოში X საუკუნეში გადაასვენეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: