იაკობ ალფესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იაკობ ალფესი

წმინდა მოციქული იაკობ ალფესი (ბერძნ. Ιάκωβος ο Μικρός, ლათ. Iacobus Minor — იაკობ უმცროსი) — ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი, მათე მოციქულის ძმა. ხსენება - 9 (22) ოქტომბერი.

ცხოვრება[რედაქტირება]

იაკობ ალფესს იაკობ ზებედესაგან განსასხვავებლად მას შეარქვეს იაკობ მცირე. იაკობ მცირე იყო კლეოპასა (ალფე) და მარიას შვილი. ახალ აღთქმაში არაფერი არ მოგვეპოვება მისი მოღვაწეობის შესახებ.და ფიგურირებს მხოლოდ მოციქულთა ჩამონათვალში (მათ.10:3, 27:56; მარ.3:18, 15:40; ლუკ.6:15, 24:10; საქ. 1:13). ევანგელიეში მხოლოდ ისაა ნახსენები რომ მარია, დედა იაკობისა, იყო ღვთისმშობლის დეიდაშვილი.

ხოლო დგეს ჯუარსა მას თანა იესუჲსსა დედაჲ მისი დაჲ დედისა მისისაჲ მარიამ კლეოპაჲსი და მარიამ მაგდალენელი.

—(იოან.19:25)

ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე.

—(მარ.15:40)

ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას.

—(ლუკ.24:10)

რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ.

—(მათ.27:56)

წმ. მოციქული იაკობ ალფესი (ნიურნბერგის ქრონიკა, 1493)

ქადაგება[რედაქტირება]

სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ჯერ იერუსალიმში ქადაგებდა, შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქადაგებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა თავისი ნეტარი ცხოვრება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: