უტრეხტის უნია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უტრეხტის უნიის რუკა

უტრეხტის უნია (ნიდერლ. Unie van Utrecht) — სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ჩრდილოეთ ნიდერლანდის ჯერ ხუთ, შემდეგ შვიდ პროვინციას (ჰოლანდია, ზელანდია, უტრეხტი, ჰელდერნი, ოვერეისელი, ფრისლანდია, გრონინგენი) შორის. შეიქმნა 1579 წლის 23 იანვარს ქალაქ უტრეხტში და მიმართული იყო ესპანეთის წინააღმედგ, რომელიც XVI საუკუნეში ნიდერლანდის ბურჟუაზიული რევოლუციის შედეგად ამ ქვეყანაში თავისი დაკარგული ბატონობის აღდგენას ცდილობდა. უნია მიმართული იყო აგრეთვე შიდაფეოდალურ-კათოლიკური რეაქციის წინააღმდეგ. უტრეხტის უნია ითვალისწინებდა რევოლუციური ომის ერთობლივ წარმოებას, საერთო საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, საერთო არმიის, ერთიანი სამონეტო სისტემისა და ფედერალური პოლიტიკური სტრუქტურის შექმნას. უტრეხტის უნიამ საფუძველი ჩაუყარა შეერთებული პროვინციების რესპუბლიკურ დამოუკიდებელ სახელმწიფოებრივ არსებობას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]