მაასი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაასი
მაასი მაასტრიხტში
მაასი მაასტრიხტში
დახასიათება
სიგრძე 925 კმ
აუზის ფართობი 36 კმ²
წყლის ნაკადი
სათავე ლანგრის ფერდობი
კოორდინატები 47°58′27″ ჩ. გ. 5°38′07″ ა. გ. / 47.97417° ჩ. გ. 5.63528° ა. გ. / 47.97417; 5.63528
ჩაედინება ჩრდილოეთის ზღვა
ქვეყნები საფრანგეთი
ბელგია
ჰოლანდია
ქალაქები ვერდენი (საფრანგეთი)
ლეჟი, (ბელგია)
როტერდამი, ნიდერლანდი

მაასი, მეზი (ფრანგ. Meuse, ვალონ. Mouze ) — ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარე. სათავეს იღებს საფრანგეთში , გაივლის ბელგიასა და ნიდერლანდს და ჩრდილოეთის ზღვაში ჩაედინება. მდინარის საერთო სიგრძეა 925 კმ (575 მილი). აუზის ფართობია — 36 ათ. კმ².

მდინარე სათავეს ლანგრის ფერდობზე იღებს, იკვებება ძირითადად წვიმის წყლით, ასევე თოვლით. ნაოსნობა ზემო დინებამდეა დასაშვები. მაასი არხებით უკავშირდება მდინარეებს შელდას, სენას, რაინს და სხვ. ქალაქ სედანის ზემოთ კარჭაპირებულია. ქვემო დინებაში მდინარის წყლის დონე ახლომდებარე დაბლობზე მაღალია, ამიტომ, წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად მდინარეს დამბებით აკავებენ.

მაასზე გაშენებულია ქალაქები ვერდენი, ლეჟი, მაასტრიხტი, ჰეროჰენბოსი და როტერდამი. მდინარეზე ასევე მდებარეობს ბელგიის უმსხვილესი კუნძული დავი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მაასი&oldid=2508511“-დან