ტილბურგი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
|
ტილბურგი — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ნიდერლანდში, ჩრდილოეთ ბრაბანტის სამხრეთ ნაწილში. მუნიციპალიტეტი ასევე მოიცავს სოფელ ბრეკელ-ენშხოლტსა და იუდენჰოუტს. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 207 510 ადამიანს შეადგენს და ამ მხრივ ტილბურგი პროვინციის მეორე უდიდესი ქალაქია, ქვეყანაში კი მეექვსე. ქალაქ გოირლესთან ერთად წარმოქმნის 229 000 მაცხოვრებლიან აგლომერაციას.
ქალაქში ფუნქციონირებს ტილბურგის უნივერსიტეტი, ასევე სხვა რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი.
ტილბურგის ადრეულ ისტორიაზე ბევრი არაფერია ცნობილი. სახელი „ტილბურგი“ დოკუმენტებში პირველად 709 წელს ჩნდება. ამის შემდეგ, რამდენიმე საუკუნის მანძილზე, წყაროები მის შესახებ აღარაფერს იუწყებიან.

