პუნტო-ფიხო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პუნტო-ფიხო
Punto Fijo
დროშა
დროშა
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი ფალკონი
კოორდინატები 11°43′00″ ჩ. გ. 70°11′00″ დ. გ. / 11.71667° ჩ. გ. 70.18333° დ. გ. / 11.71667; -70.18333
მოსახლეობა 270 000 კაცი (2002)
სატელეფონო კოდი 0269
საფოსტო ინდექსი 4102
ოფიციალური საიტი ბმული

პუნტო-ფიხო მდებარეობა ვენესუელა

Red pog.svg

პუნტო-ფიხო (ესპ. Punto Fijo) — ქალაქი ვენესუელაში, ფალკონის შტატში, კარირუბანის ავტონომიის დედაქალაქი. მდებარეობს შტატის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. წარმოადგენს პარაგუანის ნახევარკუნძულის უდიდეს ქალაქს. 2002 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 270 000 ადამიანს შეადგენს, რომელთა უმრავლესობაც თავს იყრის ურბანულ ცენტრში. ქალაქში მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი — პარაგუანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის კომპლექსი.

ქალაქი დაარსდა 1940-იან წლებში, კომპანია Standard Oil-სა და Shell-ის ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განაპირას.

ქალაქის ამჟამინდელი სახელი დაკავშირებული ისტორიკოს რაფაელ გონსალეს ესტაბასთან, რომელიც აცხადებდა, რომ ის ტერიტორია, სადაც ახლა ქალაქია გაშენებული, ერთ დროს მოგზაურთა და მეთევზეთა გაჩერების წერტილი იყო (ესპ. Punto Fijo).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]