რუსული ავტოკრატია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცარისტული ავტოკრატია (რუს. царское самодержавие), ასევე ცნობილი როგორც ცარისტული აბსოლუტიზმი ან რუსული აბსოლუტიზმი, რუსული ავტოკრატია ან რუსული დესპოტიზმი და მიუთითებს რუსეთის იმპერიაში არსებულ აბსოლუტური მონარქიის ფორმაზე.

ცარისტული ავტოკრატიის ცენტრში დგას თვით ცარი, ხელისუფალი აბსოლუტური ძალაუფლებით. სახელმწიფო მმართველობის ყველა უფლება ცარს ეკუთვნის. თუმცა ცარი ყველა მის უფლებას პირდაპირ არ ახორციელებს. აღმასრულებელი ხელისუფლება მის მიერ რწმუნებულ და ნდობით აღჭურვილ პირთა და ინსტიტუტთა ერთობლიობაა, რომლებიც მოქმედებენ მათთვის კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, რაც თვით ცარის მიერ არის გაწერილი.

ცარისტულ ავტოკრატიას მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა რუსეთში. მმართველობის ამ ფორმის მთავარ პროპონენტთა შორის იყვნენ თედორე დოსტოევსკი, მიხეილ ნატკოვი, კონსტანტინ აკსაკოვი, ნიკოლაი კარამზინი, კონსტანტინ პობედონოსცევი და პეტრე სემიონოვი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ძლიერ და ერთიან რუსეთს სჭირდებოდა ძლიერი ცარი, ხოლო რესპუბლიკანიზმისა და ლიბერალური დემოკრატიის ფილოსოფიები რუსეთისთვის მიუღებელი იყო. უბრალო მოკვდავთათვის, ყველაფერი კარგი მათ ცხოვრებაში ცარის წარგზავნილი იყო, ყველა უბედურება კი ბიუროკრატიის, თავად-აზნაურთა და სხვათა ბრალი იყო.