ოხლოკრატია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოხლოკრატია (ბერძნ. ὀχλοκρατία) — ძველბერძნულ პოლიტიკურ თეორიებში ტერმინი აღნიშნავდა ბრბოს ბატონობას. თანამედროვე პოლიტიკურ ლიტერატურაში ტერმინი შეიძლება იხმარებოდეს უარყოფითი ფორმით, რომელიმე პოლიტიკური რეჟიმის გასაქილიკებლად. ძველ ლიტერატურაში ოხლოკრატიის სინონიმად იხმარება აგრეთვე ლაოკრატია.

ტერმინი ოხლოკრატია ანტიკურ პოლიტიკურ თეორიებში პირველად ბერძენმა ისტორიკოსმა პოლიბიოსმა გამოიყენა. მის შრომებში ოხლოკრატია წარმოდგენილია, როგორც დემოკრატიის დასუსტებული ან გადაგვარებული ფორმა. ამასთან ერთად, დაკარგულია მისწრაფება საზოგადოებრივი კეთილდღეობისაკენ და, მის ნაცვლად, მოქალაქეთა ვაჭრობა ანგარებითა და სიხარბითაა გაჯერებული[1][2][3].

ჰეროდოტე უკვე ერთმანეთისაგან ასხვავებს ყველა მოქალაქის მმართველობის ცუდ და კარგ ფორმებს. წარმატებულ და წარუმატებელ დემოკრატიას ერთმანეთისაგან გამოყოფს პლატონიც, თუმცა საკუთარი ტერმინოლოგია მათ აღსანიშნავად არ შემოაქვს. მოგვიანებით არისტოტელემ პოლიტიკა (ბერძნ. πολιτεία) განმარტა როგორც „კარგი“, ხოლო დემოკრატია, როგორც „ცუდი“ გამოვლინება ხალხის მიერ სახელმწიფოს მმართველობისა[4]. საბოლოოდ პოლიბიოსმა ტერმინოლოგიურად გამიჯნა ერთმანეთისაგან „ოხლოკრატია“ — უარყოფითი — და „დემოკრატია“ — დადებითი ვარიანტი ხალხის მმართველობისა[5].

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Reinhold Bichler: Politisches Denken im Hellenismus. In: Iring Fetscher, Herfried Münkler (Hrsg.): Pipers Handbuch der politischen Ideen. Band: 1: Frühe Hochkulturen und europäische Antike. Piper, München [u. a.] 1988, ISBN 3-492-02951-5, S. 439–484.
  • Wilfried Nippel: Politische Theorien der griechisch-römischen Antike. In: Hans-Joachim Lieber: Politische Theorien von der Antike bis zur Gegenwart (= Bundeszentrale für Politische Bildung. Schriftenreihe 299, Studien zur Geschichte und Politik). 2. durchgesehene Auflage. Bundeszentrale für Politische Bildung, Bonn 1993, ISBN 3-89331-167-X, S. 17–46, insbes. S. 30.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Erich Bayer: Wörterbuch zur Geschichte. 4. Auflage, Kröner, Stuttgart 1980, S. 383
  2. Bernd Guggenberger: Demokratie/Demokratietheorie. In: Dieter Nohlen (Hrsg.): Lexikon der Politik, Band 1: Politische Theorien. Directmedia, Berlin 2004, S. 36
  3. Tobias Bevc: Politische Theorie, UTB Basics, 2012, S. 60 u.ö.
  4. არისტოტელე: ნიკომაქესეული ეთიკა, 1160a.
  5. პოლიბიოსი 6,4,6; 6,4,10; 6,57,9.