ტატო გრიგალაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტატო გრიგალაშვილი
პირადი ინფორმაცია
ეროვნება ქართველი
დაბ. თარიღი 1 დეკემბერი, 1999 (1999-12-01) (24 წლის)
დაბ. ადგილი ხაშური, საქართველო
წონა 81 კგ
სპორტი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპორტი ძიუდო

ტატო გრიგალაშვილი (დ. 1 დეკემბერი, 1999, ხაშური[ა]) — ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 2019 წლის ზაფხულის უნივერსიადის პრიზიორი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დასახელდა 2022 და 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად. 2022 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი.[4]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის სექტემბერში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. 2019 წელს გახდა ბრინჯაოს მედალოსანი ნეაპოლის საზაფხულო უნივერსიადაზე. 2019 წლის სექტემბერში მოიგო ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, ხოლო ერთი თვის შემდეგ ახალგაზრდების მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაო მოიპოვა.

2020 წელს მან დიუსელდორფის დიდი სლემის ტურნირი მოიგო, როდესაც ხასან ხალმურზაევი დაამარცხა. 2020 წლის ნოემბერში გრიგალაშვილმა ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2020 წლის ნოემბერში ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 21 წლის ასაკში კონტინენტის ჩემპიონი გახდა, როდესაც ფინალში ბულგარელი ივაილო ივანოვი დაამარცხა.

2021 წლის წინაოლიმპიურ მსოფლიო ჩემპიონატზე ბუდაპეშტში, 81 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ფინალი დათმო ბელგიელ მატიას კასესთან.

2022 წლის დეკემბერში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ დასახელდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.[5][6]

2023 წლის 10 მაისს დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში პრინციპულ მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილმა წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ბელგიელს მოუგო.[7][8]

2023 წლის 4 ნოემბერს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ჯაკარტელი სიბგატულა არაბი, ირლანდიელი ბარაშ გლისონი და გერმანელი დომინიკ რესელი დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა, სადაც ფრანგ უმარ ალფა ჯალოს აჯობა და ფინალში გავიდა, თუმცა გადამწყვეტ შეხვედრაში ტატო თურქეთის სახელით მოასპარეზე ვედათ ალბაირაქთან (გიორგი რევაზიშვილი) დამარცხდა. თავიდან ტატომ მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ თვითონ გააფრთხილეს ორჯერ, ხოლო 14 წამით ადრე მეტოქემ ვაზარი მოიპოვა და ბრძოლაც მოიგო.[9][10]

2023 წლის 5 ნოემბერს ევროპის ძიუდოს კავშირმა მონპელიეში, ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ევროპის წლის საუკეთესო ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი და ევროპის წლის საუკეთესო მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი დააჯილდოვა.[11]

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მსოფლოს 2023 წლის საუკეთესო ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დასახელდა — შედეგები პარიზის გრანდ სლემის მიმდინარეობისას გამოცხადდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ამ გამოკითხვის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.[12]

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახეობა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
ძიუდო საფრანგეთის დროშა მონპელიე, საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატი 2023 -81 კგ 2nd
ძიუდო უნგრეთის დროშა ბუდაპეშტი, უნგრეთი მსოფლიო მასტერსი ბუდაპეშტი 2023 -81 კგ 3rd
ძიუდო კატარის დროშა დოჰა, კატარი მსოფლიო ჩემპიონატი 2023 -81 კგ 1st
ძიუდო საფრანგეთის დროშა პარიზი, საფრანგეთი გრანდ სლემი პარიზი 2023 -81 კგ 1st
ძიუდო ისრაელის დროშა იერუსალიმი, ისრაელი მსოფლიო მასტერსი 2022 -81 კგ 1st
ძიუდო უზბეკეთის დროშა ტაშკენტი, უზბეკეთი მსოფლიო ჩემპიონატი 2022 -81 კგ 1st
ძიუდო ხორვატიის დროშა ზაგრები, ხორვატია გრან-პრი ზაგრები 2022 -81 კგ 3rd
ძიუდო საქართველოს დროშა თბილისი, საქართველო გრანდ სლემი თბილისი 2022 -81 კგ 2nd
ძიუდო ბულგარეთის დროშა სოფია, ბულგარეთი ევროპის ჩემპიონატი 2022 -81 კგ 1st
ძიუდო საფრანგეთის დროშა პარიზი, საფრანგეთი გრანდ სლემი პარიზი 2022 -81 კგ 2nd
ძიუდო კატარის დროშა დოჰა, კატარი მსოფლიო მასტერსი 2021[13] -81 კგ 1st
ძიუდო უნგრეთის დროშა ბუდაპეშტი, უნგრეთი მსოფლიო ჩემპიონატი 2021 -81 კგ 2nd
ძიუდო საფრანგეთის დროშა პარიზი, საფრანგეთი გრანდ სლემი პარიზი 2021 -81 კგ 2nd
ძიუდო ჩეხეთის დროშა პრაღა, ჩეხეთი ევროპის ჩემპიონატი 2020 -81 კგ 1st
ძიუდო გერმანიის დროშა დიუსელდორფი, გერმანია გრანდ სლემი დიუსელდორფი 2020 -81 კგ 1st
ძიუდო მაროკოს დროშა მარაკეში, მაროკო ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2019 -81 კგ 3rd
ძიუდო ფინეთის დროშა ვანტაა, ფინეთი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2019 -81 კგ 1st
ძიუდო რუმინეთის დროშა კლუჟ-ნაპოკა, რუმინეთი ახალგაზრდებს შორის ევროპის თასი 2018 -81 კგ 1st
ძიუდო ხორვატიის დროშა ზაგრები, ხორვატია გრან-პრი ზაგრები 2019 -81 კგ 3rd
ძიუდო უნგრეთის დროშა ბუდაპეშტი, უნგრეთი გრან-პრი ბუდაპეშტი 2019 -81 კგ 1st
ძიუდო იტალიის დროშა ნეაპოლი, იტალია მსოფლიო უნივერსიადა 2019 -81 კგ 3rd
ძიუდო აზერბაიჯანის დროშა ბაქო, აზერბაიჯანი გრანდ-სლემი ბაქო 2019 -81 კგ 3rd
ძიუდო საქართველოს დროშა თბილისი, საქართველო გრან-პრი თბილისი 2019 -81 კგ 3rd
ძიუდო ბულგარეთის დროშა სოფია, ბულგარეთი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2018 -81 კგ 2nd
ძიუდო თურქეთის დროშა ანთალია, თურქეთი გრან-პრი ანტალია 2018 -81 კგ 3rd
ძიუდო ხორვატიის დროშა ზაგრები, ხორვატია ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2017 -73 კგ 3rd
ძიუდო სლოვენიის დროშა მარიბორი, სლოვენია ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2017 -73 კგ 3rd
ძიუდო რუსეთის დროშა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი ახალგაზრდებს შორის ევროპის თასი 2017 -73 კგ 2nd
ძიუდო გერმანიის დროშა ბერლინი, გერმანია ჭაბუკებს შორის ევროპის თასი 2016 -73 კგ 2nd
ძიუდო თურქეთის დროშა ანთალია, თურქეთი ჭაბუკებს შორის ევროპის თასი 2016 -73 კგ 3rd

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საკუთარ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დაიბადა ხაშურში.[1] სხვა წყაროებში დაბადების ადგილად აღნიშნულია ქარელი ან გორი.[2][3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თემატური საიტები
AllJudo.net · EJU · IFJ · JudoInside · Olympedia · Olympics.com · TheSports.org
მედია
1tv.ge · Crystalsport.ge · Lelo.ge · Sportall.ge

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ხურციძე, ეთო (19 დეკემბერი, 2020). „ტატო გრიგალაშვილი: როგორც მე ვერკვევი ძიუდოს წესებში, ასეა დედაც“. tbiliselebi.ge. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  2. „ტატო გრიგალაშვილი“. sport.gov.ge. ქართული სპორტი. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. ტატო გრიგალაშვილი (1999). nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 10 ოქტომბერი, 2022
  4. Grigalashvili: King of the World
  5. ოლიმპიურმა კომიტეტმა ტატო გრიგალაშვილი წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა
  6. ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა
  7. ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა
  8. Georgia - Factory of Champions
  9. ტატო გრიგალაშვილის ვერცხლის მედალი ევროპის ჩემპიონატზე
  10. ტატო გრიგალაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
  11. ევროპის ძიუდოს კავშირმა გრიგალაშვილი და გუჯეჯიანი დააჯილდოვა
  12. ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დაასახელეს
  13. Judo results of Tato Grigalashvili // judoinside.com