1945 წლის 28 მარტს საქართველოს ეკელსიის წმიდა სინოდმა მიიღო საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება, რომელიც შეთანხმებული იყო მე-4 და მე-8 საეკლესიო კრებათა მიერ დამტკიცებულ დებულებებთან და აგრეთვე იმჟამად საბჭოთა კავშირში მოქმედ სამოქალაქო კანონებთან. ახალი დებულების მიხედვით საქართველოს ეკლესიის სრული მმართველია კათოლიკოს-პატრიარქი, რომელთანაც არსებობდა ,,კათოლიკოს-პატრიარქის თანა სინოდი", მისი წევრები მხოლოდ მღვდელმთავრები იყვნენ, რომელთა რაოდენობაც ძალზე მცირე იყო.