დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიასაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქია. მოიცავს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს და ირლანდიის რესპუბლიკას . შეიქმნა 2010 წლის 21 დეკემბერს, მანამდე დასავლეთ ევროპის ეპარქიას მიეკუთვნებოდა. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მართლმადიდებელ ეპისკოპოსთა ასამბლეის წევრია, რომელიც ფუნქციონირებს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ხელმძღვანელობით.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში 2011 წლისათვის მოქმედებდა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ორი – ლონდონისა და დუბლინის სამრევლო. 2018 წლისთვის მოქმედებს ლონდონის, დუბლინის, ბირმინგემის, მანჩესტერის, გლაზგოს სამრევლოები.

ეპარქიის მრევლს, ქართველების გარდა, შეადგენენ მართლმადიდებლური წესით მონათლული თურქები, იტალიელები, ინგლისელები, აფრიკული რასის წარმომადგენლები, ირანელები და სხვა.

დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველია 2010 წლიდან დღემდე მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]