მიხეილ ლორის-მელიქიშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მიხეილ ტარიელის ძე ლორის მელიქიშვილი (ლორის-მელიქოვი), რუსეთის იმპერიის სამხედრო და სახელმწიფო მოღვაწე, კავალერიის გენერალი (1875 წლის 17 აპრილიდან), გენერალ ადიუტანტი, გრაფი (1878 წლის 16 აპრილიდან), სახელმწიფო საბჭოს წევრი (1880 წლის 11 თებერვლიდან).


დაიბადა თბილისში 1824 წლის 19 ოქტომბერს (სხვა ცნობით 1825 წლის 20 დეკემბერს) სომხური წარმომავლობის ქართული ფეოდალური საგვარეულოს ლორის მელიქიშვილების ოჯახში. მამა ტარიელ ზურაბის ძე ლორის მელიქიშვილი, დედა ეკატერინე ახვერდაშვილი ცხოვრობდნენ თბილისში.


XVII საუკუნის დასაწყისში, როდესაც 1604 წელს შაჰ აბას I-მა (1587-1629 წწ.) ქართლის მეფე გიორგი X-მ (1600-1606 წწ.) და კახეთის მეფე ალექსანდრე II-მ (1574-1605 წწ.) ერევანთან ომში ოსმალები დაამარცხეს, ომში მონაწილეობის გამო შაჰმა ქართველი მეფეები "უხვად" დააჯილდოვა. გიორგი მეფეს ირანში სოფლები მისცა და 300 თუმანი ჯამაგირი დაუნიშნა. სამაგიეროდ ლორე და დებედას ხეობა გამოსთხოვა. დებედას ხეობაში თურქმანული ტომი ბორჩალუ ჩამოსახლა. ლორეში კი სახანო შეიქმნა. სახანოს ადგილობრივი სომხური წარმომავლობის გამუსლიმებული მელიქი ედგა სათავეში. ამის გამო ხშირად ლორის სახანო სამელიქოდ მოიხსენიება, ხოლო საგვარეულოს წარმომადგენლებს ლორის მელიქები ან ლორის მელიქისშვილები, ამავე პერიოდში არსებობდა სომხითის სამელიქოც. სომხითის მელიქიშვილები და ლორის მელიქიშვილები ერთი წარმოშობის არიან. ლორის მელიქები ქართულ ფეოდალურ იერარქიაში სამეფო აზნაურის ტიტულით სარგებლობდნენ.


მიხეილმა სწავლა 1836 წელს მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში დაიწყო. 1840-იანი წლებიდან სამხედრო კარიერა დაიწყო. იგი წარმატებულად მონაწილეობდა რუსეთის იმპერიის მიერ წარმოებულ ომებში, მათ შორის - კავაკასიის, ყირიმის და რუსეთ ოსმალეთის 1877-1878 წლების ომებში. სამხედრო კარიერასთან ერთად წარმატებული იყო წარმატებულ სამოქალაქო მოღვაწეობასაც ეწეოდა, თერგის ოლქის უფროსი, ხარკოვის ოლქის გენერალ გუბერნატორი, შინაგან საქმეთა მინისტრი.


1888 წლის 12 (24) დეკემბერს 64 წლის ასაკში საფრანგეთის ქალაქ ნიცაში გარდაიცვალა, დაკრძალულია თბილისში.


ლიტერატურა[რედაქტირება]

  • «О Кавказских правителях с 1776 года до конца XVIII столетия, по делам Ставропольского архива», «Русский архив», 1873
  • Письма к графу Лорису-Меликову от Н. Н. Муравьева и М. С. Воронцова напечатаны в «Русской старине» в 1884 г., т. 43.
  • Белоголовый Н. А. Воспоминания, «Русская старина», 1889 г., № 9
  • Герои и деятели Русско-Турецкой войны 1877—1878 гг. СПб., 1878.
  • Список генералам по старшинству на 1886 год. СПб., 1886
  • Государственные деятели Российской империи. СПб., 2002, стр. 428—432.