რუსეთ-ოსმალეთის ომი (1676-1681)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსეთ-ოსმალეთის ომი.

რუსეთ-ოსმალეთის ომი 1676-1681 , გამოწვეული იყო ოსმალეთის აგრესიის გაძლიერებით, რაც მოჰყვა რუსეთთან უკრაინის შეერთებას (1654). 1669 წელს ოსმალეთმა კავშირი დადო დნეპრის მარჯვენა ნაპირის უკრაინის პეტმანთან პ. დოროშენკოსთან. 1674 წელს კაზაკებმა გადააყენეს პეტრე დოროშენკო და დნეპრის მარცხენა ნაპირის უკრაინის ჰეტმანი ივანე სამოილოვიჩი მთელი უკრაინის ჰეტმანად გამოაცხადეს, მაგრამ დოროშენკომ 12-ათასიანი რაზმით ციხესიმაგრე ჩიგირინი აიღო და ოსმალთა ჯარის მოლოდინში იქ დაბანაკდა. 1676 წელს უსეთ-უკრაინის გაერთიანებულმა ჯარმა ჩიგირინი გაათავისუფლა. დოროშენკო დანებდა. სულთანმა, რომელიც უკრაინას თავის ვასალურ ქვეყნად თვლიდა, ჰეტმანად ოსმალთა ტყვეობაში მყოფი ი. ხმელნიცკი გამოაცხადა და 1677 წლის ივლისში ჩიგირინისაკენ მრავალათასიანი ჯარი დაძრა, მაგრამ ამაოდ. 28 აგვისტოს (7 სექტემბერი) რუსებსა და უკრაინელებთან ბრძოლაში ოსმალები დამარცხდნენ. 1678 წლის ივნისში ოსმალთა ჯარი კვლავ შეიჭრა უკრაინაში, ჩიგირინს ალყა შემოარტყა და 11 აგვისტოს (21 აგვისტო) აიღო იგი, მაგრამ შემდგომ წარმატებებს ვერ მიაღწია. 1681 წლის 3 იანვარს (13 იანვარი) ხელი მოაწერეს ბახჩისარაის საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც ოსმალებმა ცნეს დნეპრის მარცხენა ნაპირის უკრაინის შეერთება რუსეთთან და საზღვრად მდინარე დნეპრი გამოაცხადეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]