ჟან-მიშელ ჟარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-მიშელ ჟარი
Jean Michel Jarre 2008.jpg
ჟარი მილანში, 2008 წელს
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 აგვისტო, 1948 (1948-08-24) (66 წლის)
ლიონი, საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი ელექტრონული მუსიკა, ინსტრუმენტული მუსიკა, ნიუ ეიჯი, ემბიენტი
საქმიანობა კომპოზიტორი, მუსიკოსი, მხატვარი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი სინთეზატორი, ფორტეპიანო, ელექტრონული ორგანი, ლაზერული არფა, აკორდეონი, გიტარა, ბას გიტარა
აქტიური 1969–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Disques Dreyfus, Polydor/PolyGram, Epic/SME, Warner Bros., EMI
საიტი ოფიციალური საიტი

ჟან-მიშელ ანდრე ჟარი (ფრანგ. Jean Michel Jarre; დ. 24 აგვისტო, 1948, ლიონი, საფრანგეთი) — ფრანგი კომპოზიტორი და შემსრულებელი. იგი ითვლება ფრანგული ელექტრონული და ნიუ ეიჯის სტილის მუსიკის ერთ-ერთ პიონერად. იგი ასევე არის ნოვატორული თეატრალიზებული ლაზერ-შოუების ავტორი.

ჟარი იზრდებოდა ლიონში, დედასთან, ბაბუასთან და ბებიასთან. ბავშვობიდან დაიწყო ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა და ეზიარა ხელოვნების სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორის იყო ქუჩის წარმოდგენები, ჯაზური მუსიკოსები და მხატვარი პიერ სულაჟი. იგი ერთ ჯგუფში გიტარაზე უკრავდა, მაგრამ მუსიკალურ სტილზე ყველაზე მეტად გავლენა იქონია პიერ შეფერის შემოქმედებამ, რომელიც იყო კონკრეტული მუსიკის პიონერი.

მუსიკოსს წარმატება და შემდგომში მსოფლიო აღიარება მოუტანა 1976 წლის ალბომმა Oxygene. იგი ჩაწერილი იქნა შინაურ სტუდიაში და დღეისთვის დაახლოებით 12 მილიონი ასლის ოდენობით არის გაყიდული. 1978 წლის Equinoxe-ს მოჰყვა რეკორდული რაოდენობის მაყურებელი Place de la Concorde-ში - მილიონზე მეტი (თუმცა, დღეისთვის მან ეს რეკორდი სამჯერ გააუმჯობესა). მან მრავალი ალბომი გამოსცა, მაგრამ 1979 წლის კონცერტმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიოში გამართულ სხვა გამოსვლებზე. 2004 წლისთვის ჟარმა მსოფლიოში გაყიდა დაახლოებით 80 მილიონი ალბომი და სინგლი.[1] იგი იყო პირველი მუსიკოსი დასავლეთიდან, რომელიც მიიწვიეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

მუსიკალური კარიერა[რედაქტირება]

გამოჩენა[რედაქტირება]

ჟარი არის კომპოზიტორ მორის ჟარის, ფრანგული ფილმების მუსიკის ცნობილი კომპოზიტორის შვილი. როდესაც ჟანი ხუთი წლის იყო, მისი მამა ჰოლივუდში წავიდა და, მას შემდეგ, შვილთან კონტაქტი არ ჰქონია. სწორედ იმ პერიოდში ჟან-მიშელ ჟარმა დაიწყო კლასიკური ფორტეპიანოს შესწავლა. მოგვიანებით მან შეწყვიტა ეს და ახალგაზრდობაში შექმნა ჯგუფი Mystère IV. 1960-იანი წლების ბოლოს იგი ცდებს ატარებდა რადიომოწყობილობებთან, სხვადასხვა ფირებთან და ელექტრონულ ნივთებთან. 1968 წელს იგი შეუერთდა ე.წ. „მუსიკალური კვლევის ჯგუფს“ და ე.წ. კონკრეტული მუსიკის დამაარსებლის, პიერ შეფერის დახმარებით, გაეცნო სინთეზატორს.

დრეიფუსის ფრთის ქვეშ[რედაქტირება]

1970-იანებში გამოვიდა მუსიკოსის პირველი სოლო-სინგლი La Cage (1972), ასევე მისი პირველი ორი ალბომის მცდელობა: Deserted Palace (Sam Fox Productions/Dreyfus, 1973) და ფილმის Les Granges Brûlées (Dreyfus, 1973) მუსიკა. 1976 წელს ჟარმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ხმისჩამწერ ფირმასთან Polydor და გამოსცა პირველი დისკი Oxygene (დისკი მსოფლიო მასშტაბით გამოვიდა მხოლოდ 1977 წელს). ეს ალბომი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გავლენიან ნამუშევრად ელექტრონულ მუსიკაში. იგი ოდნავ ჰგავს მინიმალისტური Kraftwerk-ის კომპოზიციებს, თუმცა, ამავე დროს, უჩვეულოდ პოლიფონიურია. თავისი განწყობით იგი იწვევს კოსმოსის ასოციაციას, რამაც ხელი შეუწყო ჟარის თანამშრომლობას სხვადასხვა საზოგადოებასთან, როგორიც არის NASA.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

წარმატება ჩარტებში[რედაქტირება]

  • Oxygene - #1 საფრანგეთი #2 ბრიტანეთი #78 აშშ
  • Equinoxe - #11 ბრიტანეთი #126 აშშ
  • Magnetic Fields - #6 ბრიტანეთი #98 აშშ
  • The Concerts in China - #6 ბრიტანეთი #1 პორტუგალია
  • Rendez-Vous - #9 ბრიტანეთი #52 აშშ
  • Rendez-Vous 4 (სინგლი) - #1 პორტუგალია
  • Revolutions - #3 ბრიტანეთი

კონცერტები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]