ტიანანმენის მოედანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოორდინატები: 39°54′15″ ჩ. გ. 116°23′30″ ა. გ. / 39.90417° ჩ. გ. 116.39167° ა. გ. / 39.90417; 116.39167

ტიანანმენის მოედანიპეკინის ცენტრში მდებარე მოედანი. მისი სახელი ითარგმნება როგორც „ზეციური სიმშვიდის კარიბჭე“. ეს ადგილი ტრადიციულად ჩინეთის გულად არის მიჩნეული, მისი სახელი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა 1989 წელს, სტუდენტთა აქციის დარბევის გამო, რომლის დროსაც რამდენიმე ასეული ადამინი დაშავდა.[1][2] სიგრძე ჩრდილოეთიდან სამხრეთით 880 მეტრია, სიგანე – აღმოსავლეთიდან დასავლეთით 500 მეტრი. მოედანი უდიდესია მსოფლიოში. ის ერთდროულად დაახლოებით მილიონ ადამიანს იტევს.

მოედანს ჩრდილოეთიდან ესაზვღვრება აკრძალული ქალაქი, სამხრეთით — მაო ძედუნის მავზოლეუმი, აღმოსავლეთით – ჩინეთის ეროვნული მუზეუმი ხოლო დასავლეთით — ჩინეთის სახალხო კრების (პარლამენტი) შენობა.

მოედნის პანორამა

გალერეა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Miles, James. (2 June 2009)Tiananmen killings: Were the media right?. BBC News. წაკითხვის თარიღი: 3 November 2010.
  2. Wong, Jan (1997) Red China Blues, Random House, p. 278, ISBN 0385482329.