M83 (ჯგუფი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
M83
M83-ის გამოსვლა Noise Festival 2008-ზე
M83-ის გამოსვლა Noise Festival 2008-ზე
ბიოგრაფია
წარმოშობა ანტიბი, ზღვისპირა ალპები, საფრანგეთი
ჟანრ(ებ)ი სინთპოპი,[1] შუგეიზი, დრიმ პოპი, ინდიტრონიკა,[2] ნიუ გეიზი
აქტიური 2001–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Naïve, Mute, Virgin
საიტი ოფიციალური საიტი
წევრები
ენტონი გონსალესი
იან გონსალესი
მორგან კიბი
ლოიკ მორანი
ჯორდან ლოულორი
იენ იანგი
ყოფილი წევრები
ნიკოლა ფრომაჟუ
პიერ-მარი მაულინი

M83 — ფრანგული ელექტრონული ჯგუფი ანტიბიდან. ჩამოყალიბდა 2001 წელს ენტონი გონსალესისა და ნიკოლას ფრომაჟუს მიერ. სახელწოდება შეიძინა სპირალისებრი გალაქტიკის Messier 83 მიხედვით. ჯგუფის მუსიკაზე გავლენა იქონია შუგეიზის ჟანრმა. მათ სიმღერებს ახასიათებს ექოს ეფექტების გამოყენება და ხმაურიანი ინსტრუმენტული ფონის თანხლებით შესრულებული ნაზი ვოკალი, თუმცა მათში შუგეიზის სხვა ჯგუფების სიმღერებთან შედარებით ნაკლები გიტარა გამოიყენება.

გონსალესისა და ფრომაჟუს გზები Dead Cities, Red Seas & Lost Ghosts-ის ტურნეს დროს გაიყარა.[3] მაშ შემდეგ ენტონი სტუდიაში მარტო მუშაობს, მაგრამ მას ხშირად ეხმარებიან თავისი ძმა იან გონსალესი, მორგან კიბი (ვოკალი/კლავიშები) და ლუიშ მაურინი (დასარტყამები).

ისტორია[რედაქტირება]

2001 წლის გაზაფხულზე M83-მა გამოუშვა სასათაურო ალბომი, რომელმაც ვერ შეძლო ევროპის ფარგლებს გარეთ განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა, სანამ 2005 წელს Mute Records–მა მსოფლიო მასშტაბით იგი ხელახლა არ გამოსცა. 2003 წლის გაზაფხულზე გამოიცა მათი მეორე ალბომი Dead Cities, Red Seas & Lost Ghosts (ჩრდილო ამერიკაში - 2004 წლის ზაფხულში), რომელმაც ფართო კრიტიკული აღიარება მოიპოვა.[4] Dead Cities-ის მსოფლიო ტურნეს შემდეგ ჯგუფი დატოვა ნიკოლას ფრომაჟუმ. გონსალესი კი დაბრუნდა სტუდიაში და ჩაწერა ჯგუფის მესამე ალბომი Before The Dawn Heals Us, რომელიც 2005 წელს გამოიცა. ამავე წელს M83-მა მოამზადა Bloc Party-ს სიმღერის, „Pioneers“–ის რემიქსი, რომელიც ასევე შესულია Bloc Party-ს რემიქს ალბომში Silent Alarm Remixed. M83-მა ასევე შექმნა Placebo-ს „Protège-Moi“–ის, Goldfrapp–ის „Black Cherry-ს“, Depeche Mode–ის „Suffer Well“–ის და Van She–ს სიმღერის „Kelly“ რემიქსები.

2006 წელს, Before The Dawn Heals Us–ის ტურნეს შემდეგ გონსალესმა განაგრძო სტუდიაში მუშაობა, იკვლევდა ჯგუფის ძველ კომპოზიციებს და იმ მუსიკალურ მიმართულებებს, რომელიც ჯგუფის დაარსებასთან ერთად გამოიკვეთა. მან დაიწყო ემბიენტ-კომპოზიციების კრებულის შედგენა.[5] ეს ყველაფერი იწერებოდა ენტონის სახლის სტუდიაში. ცდა დასრულდა დისკის Digital Shades Vol.1 სახით, რომელიც 2007 წლის სექტემბერში გამოვიდა. ალბომი გაფორმებული იქნა ლორან ფეტის ემბიენტური ილუსტრაციებით.

Saturday = Youth, ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომი გამოიცა 2008 წლის აპრილში. ამჯერად ალბომზე მუშაობდნენ კენ თომასი, (ცნობილი როგორც თანაავტორი ჯგუფებისა Sigur Rós, The Sugarcubes, Boys in a Band, Cocteau Twins და Suede), იუენ პირსონი (ტრეისი თორნის, The Rapture-ის და Ladytron–ის პროდიუსერი) და ასევე მორგან კიბი The Romanovs-იდან. ალბომის ჩაწერისას აქცენტი კომპოზიციურ სტრუქტურასა და ფორმაზე გაკეთდა. როგორც გონსალესმა შემდგომ განაცხადა, სტილი და გავლენა 1980-იანი წლების მუსიკიდან მოდიოდა: „მე ვფიქრობ რომ 80იანები იყო ბრწყინვალე პერიოდი მუსიკის ისტორიაში. ეს იყო ერთერთი მიზეზი რომ მე 80იანებს მივუძღვენი ჩემი ალბომი, ასევე მივუძღვენი ჩემს თინეიჯერობას, თან აღსანიშნავია ისიც, რომ ალბომის მთავარი თემაც სწორედ ამაზეა. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს“.[6] ალბომიდან 2008 წელს ოთხი სინგლი გამოიცა: „Couleurs“ თებერვალში, „Graveyard Girl“ აპრილში, „Kim & Jessie“ ივლისში და „We Own the Sky“ - დეკემბერში. 2008 წელს Red Bull-მა და სნოუბორდისტმა ტრევის რაისმა გამოიყენეს სიმღერა „We Own the Sky“ ფილმ „That's It That's All“–ის დასაწყისად.[7] ამავე წელს M83-მა და Maps-მა ითანამშრომლეს და ერთმანეთის თითო რემიქსი ჩაწერეს. M83-მა იმუშავა „To The Sky“–ზე, ხოლო Maps-მა - „We Own the Sky“–ზე.[8]

2008 წლის დეკემბერში M83 მხარდამჭერი ჯგუფის სახით გამოდიოდა Kings of Leon–ის ბრიტანულ ტურნეზე,[9] 2009 წლის იანვარსა და თებერვალში The Killers-ის კონცერტზე აშშ–ს ტურნეს ფარგლებში [10], ასევე Depeche Mode-ის Tour of the Universe-ზე იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში.[11][12] ივლისში ჯგუფი გამოვიდა Fuji Rock Festival-ზე , რომელიც იაპონიაში გაიმართა. ოჰაიოში, Wexner Center-ში ასევე შედგა გამოსვლა, რომლის დროსაც გონსალესსა და დაცვის წევრს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. მოგვიანებით ენტონიმ ამის გამო თაყვანისმცემლების წინაშე ბოდიში მოიხადა.

2010 წლის 5 ივლისს გამოიცა ჟილ მარშანის ფილმ „Black Heaven“-ის საუნდტრეკი, რომელიც შეიცავდა M83-ის მიერ ჩაწერილ ორ ახალ კომპოზიციას, „Black Hole“ და „Marion's Theme“. ალბომში ასევე შევიდა ემანუელ დორლანდოს, Moon Dailly-ს და John & Jehn-ის კომპოზიციები. ენტონის დამოკიდებულება ჩანაწერებისადმი საკმაოდ ნეგატიური იყო, რამაც მუსიკა უფრო დეპრესიული გახადა. ამის მიმართ მან საკუთარი დამოკიდებულებაც გამოხატა - "Shitty soundtrack" for a "shitty movie".[13]

2011 წელს გონსალესმა დაიწყო მუშაობა ახალ კომპოზიციებზე შემდეგი ალბომისთვის, რომლის გამოცემაც წლის ბოლოს იგეგმებოდა. მისი თქმით ეს კომპოზიციები იყო ბნელი, იდუმალი და „ძალიან ძალიან ძალიან ეპიკური“. ჟურნალ Spin-თან ინტერვიუში მან განაცხადა: „ეს იქნება ორმაგი ალბომი, რომლის მთავარი თემაა ოცნებები, ის თუ რამდენად განსხვავდება ოცნებები ბავშვობაში, მოზარდობისას და ზრდასრულობისას. მე ვამაყობ ამ ალბომით, მგონია, რომ როდესაც აკეთებ ძალიან გრძელ ალბომს, სიმღერები განსხვავებული და მრავალფეროვანი უნდა იყოს და ვფიქრობ, ეს გამომივიდა“.[14] ჩაწერაში მონაწილეობა მიიღო მორგან კიბიმ, ბრედ ლეინერმა Medicined–დან, ბასისტმა ჯასტინ მელდალ–ჯონსენმა Nine Inch Nails-დან და Zola Jesus–მა.[13]

Hurry Up, We're Dreaming არის გონსალესის პირველი ორმაგი ალბომი, რომლის ჩაწერის სურვილი The Smashing Pumpkins–ის „Mellon Collie and the Infinite Sadness“–ის მოსმენისას გაუჩნდა. მაგრამ იცოდა, რომ ეს ადვილი არ იქნებოდა. „მე მსურდა ჩამეწერა ელექტრონული ალბომი, მაგრამ, ამასთანავე არც ძალიან გრძელი. ორმაგი ალბომი ჩემი ძალიან, ძალიან დიდი ხნის ოცნებაა და ვიგრძენი რომ მზად ვარ ამ ნაბიჯის გადასადგმელად“. ჟღერადობის და შექმნის პროცესის განხილვისას მან თქვა: „ალბომი ჩაიწერა როგორც საუნდტრეკი წარმოსახვითი ფილმისა, სხვადასხვა გარემოებით, ატმოსფეროებით, ტემპებით, ინსტრუმენტებითა და ორკესტრირებით. როდესაც ალბომს ვქმნი, ყოველთვის ნოსტალგია მამოძრავებს, მელანქოლია წარსულისა და მოგონებებისადმი“.

2011 წლის 19 ივლისს „Midnight City“ სინგლის სახით გამოიცა, რომლის ჩამოტვირთვა ჯგუფის საიტიდან უფასოდ იყო შესაძლებელი.[15] 2011 წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში M83-ის კონცერტებზე პეტ გროსის Active Child მხარდამჭერი ჯგუფის სახით გამოდიოდა.[16]

ალბომმა მესამე ადგილი დაიკავა Pitchfork–ის 2011 წლის 50 საუკეთესო ალბომში.[17] სინგლმა „Midnight City“ კი საუკეთესო 100–ში პირველ ადგილს მიაღწია.[18] 5 აგვისტოს ჯგუფი გამოვიდა Osheaga Festival-ზე, რომელიც მონრეალში გაიმართა.[19]

2013 წელს გამოსულ ფილმში „დავიწყება“ შეტანილი იქნა ჯგუფის მიერ დაწერილი მუსიკა.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Hyden, Steven. (17 October 2011)Today in music videos: M83 gets creepy with telekinetic kids in "Midnight City". The A.V. Club. Onion, Inc. წაკითხვის თარიღი: 7 August 2012.
  2. M83. Allmusic. Rovi Corporation.
  3. allmusic ((( M83 > Overview )))
  4. Dead Cities, Red Seas & Lost Ghosts reviews at. Metacritic.com. წაკითხვის თარიღი: 29 November 2011.
  5. Raper, Dan. M83: Digital Shades Volume 1 - Reviews. PopMatters. წაკითხვის თარიღი: 29 November 2011.
  6. M83 interview. Analogue Magazine (23 October 2008). წაკითხვის თარიღი: 29 November 2011.
  7. Ridertunes.
  8. Maps / M83—To The Sky / We Own The Sky at Discogs. Discogs.com. წაკითხვის თარიღი: 29 November 2011.
  9. M83 opening for Kings of Leon on U.K. tour - Prefix Magazine. Prefixmag.com (8 October 2008). წაკითხვის თარიღი: 29 November 2011.
  10. M83 Killers Tour—antiMUSIC News. Antimusic.com (26 November 2008). წაკითხვის თარიღი: 29 November 2011.
  11. M83—Tour of the Universe. Ilovem83.com (3 November 2011). წაკითხვის თარიღი: 29 November 2011.
  12. M83 For Depeche Tour—25 March 2009. Clash Music (25 March 2009). წაკითხვის თარიღი: 29 November 2011.
  13. 13.0 13.1 Dombal, Ryan. (22 November 2010)M83 Talks "Very, Very, Very Epic" New Album | News. Pitchfork. წაკითხვის თარიღი: 29 November 2011.
  14. M83 Reveal Plans for "Epic" Double Album. Spin (7 June 2011). წაკითხვის თარიღი: 19 July 2011.
  15. Breihan, Tom. (19 July 2011)M83 Announces New Album; Hear New Track. Pitchfork. წაკითხვის თარიღი: 19 July 2011.
  16. Active Child to support M83 on USA. M83 (10 October 2011). წაკითხვის თარიღი: 20 February 2012.
  17. Staff Lists: The Top 50 Albums of 2011 | Features. Pitchfork (15 December 2011). წაკითხვის თარიღი: 31 March 2012.
  18. http://pitchfork.com/features/staff-lists/8726-the-top-100-tracks-of-2011/10/
  19. http://lineup.osheaga.com