არმინ ვან ბიურენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არმინ ვან ბიურენი
Armin van Buuren
Armin Van Buuren 2.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი არმინ ვან ბიურენი
მეტსახელი არმანია, არმიქსი,
მუქი ვარსკვლავი,
გაია, გიგი და სხვ.
დაბ. თარიღი 25 დეკემბერი, 1976
ლეიდენი, ნიდერლანდი
ჟანრ(ებ)ი ტრანსი, ელექტრონიკა
საქმიანობა DJ, პროდიუსერი,
აქტიური 1995-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Armada, ArminD, A State Of Trance
საიტი Arminvanbuuren.com

არმინ ვან ბიურენი (ინგლ. Armin van Buuren; დ 25 დეკემბერი, 1976) — ტრანს დიჯეი. იგი დაიბადა ლეიდენში, ნიდერლანდი. 2007 წელს დაასახელა DJ Magazine-მა საუკეთესო დიჯეიდ[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება]

არმინ ვან ბურენმა დაიწყო მუშაობა დეიჯეიდ ღამის კლუბ ”ნექსუსში”. 1995 წელს მან დაამთავა სკოლა და წავიდა უნივერსიტეტში სასწავლებლად[2]. მან გადმოიტანა მოწყობილობები თავისი ოთახიდან ნამდვილ სტუდიაში. პირველი მუსიკა, რომელიც გამოუშვა მისმა სტუდიამ იყო "Touch Me" და "Communication".

ვან ბიურენი გამოდის ყოველკვირეულ რადიო გადაცემაში ”A State of Trance”. ეს გადაცემა უკვე 7 წელზე მეტია რაც არსებობს.

2002 წლის ოქტომბერში, DJ Magazine-მა ვან ბიურენი დაასახელა რიგით მეხუთე საუკეთესი დიჯეიდ 100 დიჯეის შორის. შემდეგი სამი წლის განმავლობაში, იგი მესამე ადგილზე იმყოფებოდა. 2006 წელს, მან გაუსწრო ტიესტოს და გადაინაცვლა მეორე ადგილზე. უკვე 2007 წელს კი მან გაუსწრო 2006 წლის ლიდერს პოლ ვან დაიკს და დაიკავა პირველი ადგილი.

როგორც პროდიუსერი[რედაქტირება]

არმინ ვან ბურენს ყოველთვის ჰქონდა თავისი ჩამწერი სტუდია. იგი მუშაობთა თავისით და არასდროს არ თხოვდა დახმარებას რომელიმე სხვა ჩამწერ სტუდიას. უბრალოდ მას არ უნდოდა ჩაეწერა თავისი მუსიკა სხვა ჩამწერ სტუდიაში.

1995 წლიდან, ვან ბურენმა გამოუშვა ბევრი მუსიკა სხვადასხვა ლეიბლებით. მისი პირველი წარმატება იყო "Blue Fear" ლეიბლით Cyber Records. "Communication"-იც გამოუშვა ამავე ლეიბლით და მოახდინა დიდი გავლენა ივისაზე, ესპანეთი, ზაფხულში 1999 წელს.

1999 წლის დასაწყისში, ვან ბიურენმა შექმნა მისი ლეიბლი Armind, United Recordings-თან ერთად. პირველი გამოშვება იყო: Gig-ის ფსევდონიმით - "One". მეორე გამოშვება კი "Touch Me" Rising Star-ის (ამომავალი ვარსკვლავი) ფსევდონიმით.

მესამე გამოცემა იყო Gimmick-ის (ტრიუკი) ფსევდონიმით - "Free" ლეიბლით ”R&S Records”. ვან ბურენმა თავისი ზედმეტსახელით ”Gaia” გამოუშვა "4 Elements", ლეიბლით Warner Bros. ტიესტოსთან თანამშრომლობით, მან გამოუშვა მთავარი ლიგა (Major League) - "Wonder Where You Are?" ლეიბლით Black Hole Recordings და ალიბის ფსევდონიმით - "Eternity" ლეიბლით Armind. "Eternity"-მა მიაღწია წარმატებებს სხვადასხვა კლუბებში და ჩარტებში.

2000 წელს, ვან ბიურენმა დაიწყო თავისი AVB კრებულების სერიის გამოშვება. იგი ეძებდა ბალანსს მუსიკის სტილებს შორის: პროგრესიული ელექტრონული მუსიკა, ტექნო და ტრანსი. AVB001 - "A State of Trance" გაიყიდა 10 000 ასლზე მეტი. იგი შეიცავდა ვან ბიურენის ერთერთ ყველაზე ცნობილ რემიქსს "Viola". AVB002 - "Basic Instinct"-ში გამოჩნდა ახალი მუსიკა "The Sound Of Goodbye". სიმღერა წარდგენილი იყო ჰოლანდიურ ჩარტში 2001 წლის ივნისში. მან დაიკავა 26-ე ადგილი. შემდეგ კი პირველი ადგილი ჩარტში: საუკეთესო საცეკვავო მუსიკა. AVB003 - "In Motion" გამოუშვა 2001 წლის 6 აგვისტოს. ამას მოყვა AVB004 - "Transparance" 2002 წელს.

2001 წლის მარტში, ვან ბიურენმა დაიწყო საკუთარი რადიო შოუ გამოშვება ID&T რადიოზე. ყოველკვირეულად ორი საათი, შოუში სახელად 'A State of Trance', იგი უკრავდა უახლეს პოპულარულ ტრანს მუსიკას. როდესაც ID&T რადიომ შეიცვალა ჟანრი, ვან ბიურენმა A State of Trance გადაიტანა თავისთან. შემდეგ გადაცემა გადავიდა Fresh FM-ზე, ჰოლანდიურ რადიო სადგურზე.

როგორც შემსრულებელი[რედაქტირება]

ვან ბიურენმა დაიწყო მისი დიჯეის კარიერა კლუბში სახელად ”ნექსუსი”, რომელიც მდებარეობდა ლეიდენში. სწორედ ამ კლუბში ისწავლა, თუ როგორ დაეკრა დიჯეის გრძელი სეტები, რომელიც რეგულარულად გრძელდებოდა 6-დან 7 საათამდე. სკოლის არდადეგების დროს იგი კვირაში ოთხჯერ უკრავდა. 1999 წელს, იგი შეხვდა დევიდ ლიუვისს, რომელმაც გააცდო დიჯეები ინგლისსა და ამერიკაში. 2001 წელს, იგი შევიდა DJ Magazine-ის საუკეთესო 100 დიჯეის სიაში. მან დაუკრა 25 სხვადასხვა ქვეყანაში. ვან ბიურენმა დაუკრა ცხრა საათიანი სეტი ჰოლანდიაში.

ვან ბიურენმა დაუკრა ბევრ ცნობილ ქალაქში: ბოსტონი, ჩიკაგო, ატლანტა, დენვერი, ნიუ-იორკი, ლოს-ანჟელესი, ოსტინი. იგი ასევე რეგულარულად გამოდის ამნეზიის ღამის კლუბში, ივისას კუნძულზე.

2006 წლის 11 ნოემბერს, ვან ბიურენმა დაუკრა როტერდამის ერთერთ კლუბში მეორეჯერ (პირველად: 12 ნოემბერი, 2005) 9 საათიანი სოლო სეტი, სადაც იგი გამოდიოდა 11 000 ფანის წინაშე.

2007 წლის ზაფხულში, ვან ბიურენმა ჩაწერა ცოცხალი სეტი ამნეზიის ღამის კლუბში - Universal Religion 2008 და გამოუშვა, როგორც მიქსების კრებული ლეიბლით Ultra Records, 2007 წლის 4 დეკემბერს.

2008 წლის 12 იანვარს, ვან ბიურენმა მიიღო “ბუმა კულტურ პოპის ჯილდო”, რომელიც არის ერთერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ჰოლანდიაში.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე კატეგორია:არმინ ვან ბიურენის ალბომები

ალბომები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: