პოლონეთის დროშა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პოლონეთის რესპუბლიკის დროშა
პოლონეთი

Flag of Poland (normative).svg
ეროვნული დროშა

მიღებულია

1 აგვისტო 1919

პროპორცია

5:8

კომპიუტერული
დიზაინი

მართკუთხა ნაჭერი, რომლის გვერდების შეფარდებაა 5:8, ის გაყოფილია ორ ტოლ ჰორიზონტალურ ნაწილად: ზედა — თეთრი, და ქვედა — წითელი ფერისაა.

წინა დროშები

Flag of Poland (with coat of arms).svg
პოლონეთის სახელმწიფო დროშა

პროპორცია

5:8 მიღებულია: 22 თებერვალი 1990

Naval Ensign of Poland.svg
საზღვაო სამხედრო ძალების დროშა

Flaga Polski - wymiary - kolory wg ustawy.svg
ეროვნული დროშის მონაცემები

პოლონეთის დროშა — პოლონეთის რესპუბლიკის ოფიციალური დროშა. ეს არის მართკუთხა ნაჭერი, რომლის გვერდების შეფარდებაა 5:8, ის გაყოფილია ორ ტოლ ჰორიზონტალურ ნაწილად: ზედა — თეთრი, და ქვედა — წითელი ფერისაა.

ეროვნული დროშა ფორმალურად დამტკიცებულ იქნა პოლონეთის სეიმის მიერ 7 თებერვალს 1831 წ. წითელ-თეთრი დროშები და ლენტები გამოიყენებოდა როგორც ეროვნული აჯანყებების სიმბოლო XIX ს. პოლონეთის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ 1918 წ. წითელ-თეთრი დროშა დამტკიცებულ იქნა ოფიციალურად სეიმის მიერ 1919 წლის 1 აგვისტოს როგორც ეროვნული დროშა და ამის შემდეგ არ შეცვლილა.

პოლონური კანონმდებლებით 1980 წელს დროშაზე დამტკიცებულ იქნა წითელი ფერი : RGB (Hex) — #D4213D.

ასევე პოლონეთის სახელმწიფო დროშის ზედა ზოლის ცენტრში გამოსახულია პოლონეთის გერბი.

ისტორია[რედაქტირება]

თავდაპირველად, შუა საუკუნეებში, გამოიყენებოდა წითელი დროშა რომელზეც გამოსახული იყო თეთრი არწივი. ამ დროშის ქვეშ იბრძოდნენ პოლონეთის მეფე ვლადისლავ იაგაილო და მისი ჯარი გრიუნვალდის ბრძოლაში 1410 წ.

სიგიზმუნდ III დროშა შედგებოდა სამი ზოლისაგან (ზედა და ქვედა — წეთელი და შუანა თეთრი). ვლადისლავ IV-ის და იან II კაზიმირის დროშები შედგებოდა ოთხი ზოლისაგან (პირველი და მესამე ზემოდან  — წითელი, მეორე და მეოთხე ზემოდან — თეთრი). ალამზე განლაგებული იყო სახელმწიფო ღერბი.

ავგუსტ II ძლიერის მართველობის დროს თეთრი ლენტებს ამაგრებდნენ პოლონური ულანების შლემებთან. ოთხწლიანი სეიმის დროს (1788—1792) გაჩნდა წითელ-თეთრი ლენტები.

ეროვნული დროშა ფორმალურად დამტკიცებულ იქნა 1831 წლის 7 თებერვალს.

დროშის თეთრი ფერი აღნიშნავს აცივის თეთრ ფრთებს, წითელი ფერი კი აღნიშნავს მზის წითელ დაისს. პოლონეთის სახელმწიფო გერბი გამოისახება შემდეგნაირად: ფიგურალური ფარი, რომლის წითელ ფონზე განლაგებულია მეფე პიასტას თეთრი არწივი. გადმოცემით, მეფე პიასტა იყო პოლონური ტომების ლეგენდარული მეფე. ის იყო უბრალო მიწათმოქმედი. ხალხმა კი ის აირჩია მეფედ, და მან ჩაუყარა პიასტების ისტორიულ დინასტიას საფუძველი, რომლებსაც თავიანთ გერბად ჰქონდათ თეთრი არწივის გამოსახულება. ასე რომ, პოლონეთის გერბში, პოლონელი ხალხის მოწინავე მიზნებთან ერთად შეხამებულია ძველი ტრადიციები. ამ შემთხვევში გერბზე არწივი არის სიმბოლო ერის ძველი ტრადიციებისა. გერბი გვირგვინის გარეშე მიგებულ იქნა 1955 წელს, ხოლო 1990 წელს თეთრ არწივს დაუბრუნეს გვირგვინი.

მსგავსი დროშები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: