ფინეთის დროშა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ფინეთის დროშა (ფინ. Suomen lippu) ასევე უწოდებენ სინირისტილუპუს (ლურჯჯვრიანი დროშა) - ფინეთის ეროვნული სიმბოლო; სათავეს იღებს XX საუკუნის დასაწყისში. თეთრ ფონზე გამოსახულია სკანდინავიური ჯვარი, რომელიც ქრისტიანობას აღნიშნავს. სახელმწიფო დროშას ცენტრში გამოსახული აქვს ეროვნული გერბიც, მაგრამ სამოქალაქო დროშაზე იგი არ გამოისახება.
ეროვნული დროშა მიღებულ იქნა 1918 წელს, ფინეთის რუსეთისგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, როდესაც ფინელებს სურდათ ჰქონოდათ საკუთარი დროშა. ლურჯი ფერი აღნიშნავს ცას და ფინეთის ათასობით ტბას, ხოლო თეთრი - თოვლს, რომლითაც ფინეთის მიწა ზამთრობით იფარება. ამ ორი ფერის კომბინაცია გამოიყენება ფინეთის სხვადასხვა პროვინციებისა და ქალაქების ადგილობრივ დროშებშიც.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- Finland Ministry of the Interior: The Flag and Arms of Finland
- ფინეთის დორშა, მსოფლიო ქვეყნების დროშები