რუმინეთის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუმინეთის დროშა
მიღებულია 26 ივნისი, 1848
1 ივლისი, 1866
27 დეკემბერი, 1989
პროპორცია 2:3

რუმინეთის დროშარუმინეთის რესპუბლიკის ეროვნული სიმბოლო გერბთან და ჰიმნთან ერთად. დროშა წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ველს, რომელიც შედგება სამი ვერტიკალური ზოლისაგან: ლურჯი – დროშის ტარის მხარეს, ყვითელი – შუაში და წითელი – განაპირას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშა მიღებულია საფრანგეთის დროშის აშკარა გავლენით 1840-იან წლებში, თუმცა დროშის ფერები უფრო ადრე დასტურდება, კერძოდ ის გვხვდება ვლახეთის გოსპოდარის მიჰაი გულადის პერიოდში (1593–1601 წწ.).

2013 წელს მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც რუმინეთის დროშას ცენტრში დაემატება გერბი.[1]

26 ივნისს ყოველწლიურად აღინიშნება დროშის დღე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Флаг Румынии будет изменен. Появится свой герб. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-08. ციტირების თარიღი: 2014-02-06.