შვედეთის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვედეთის სამეფოს დროშა
შვედეთი

ლურჯი ტილო ყვითელი სკანდინავიური ჯვრით
მიღებულია 1821 წლის 13 ივლისს
დე იურე მიღებულია 1899 წლის 15 დეკემბერს
პროპორცია 5:8 (10:16)
სიმბოლიკა სახელმწიფო
წინა დროშები

ჯარებისა და სამხედრო საზღვაო ძალების დროშა
მიღებულია 1906 წ. 22 ივნისს[1]
პროპორცია 1:2

შვედეთის დროშა წარმოადგენს მართკუთხა ლურჯ ქსოვილს რომელზეც გამოსახულია ყვითელი ფერის სკანდინავიური ჯვარი და მისი სიფართის შეფარდება სიგრძესთან არის 5:8 (შვედეთის კანონმდებლობით დადგენილია სიფართის სიგრძესთან შეფარდება როგორც 10:16).

დროშის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთის დროშის გაჩენის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ყველაზე ადრეული ყვითელი ჯვრის გამოსახულება ლურჯ ფონზე თარიღდება XVI საუკუნით. 1569 წლის მეფის ბრძანებულებით ყვითელი ჯვარი ყოველთვის უნდა გამოსახულიყო შვედეთის სამხედრო შტანდარტებზე და ალმებზე, რადგანაც შვედეთის გერბი წარმოადგენდა ლაჟვარდოვან (ლურჯ) ფარს ოქროს სწორი ჯვრით. მხოლოდ XVII საუკუნის 20-იან წლებს მიეკუთვნება საიმედო ცნობები იმისა, რომ ლურჯი სამკუთხედი დროშა ყვითელი ჯვრით იყო აღმართული შვედეთის ხომალდებზე. ახლა სამკუთხა ალამი გამოიყენება მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრების გემებზე და სამხედრო ხომალდებზე. სამეფო ოჯახის ალამზე, ამას გარდა ჯვრის ცენტრში გამოსახულია შვედეთის მცირე ან დიდი გერბი.

1916 წ. 6 ივნისიდან აღინიშნება როგორც შვედეთის დროშის დღეს. 1983 წ. ეს დღე გამოცხადებული იქნა შვედეთის ეროვნულ დღედ. ეს დღე არჩეული იქნა ორი მიზეზით: 1523 წლის 6 ივნისს გუსტავ ვასა არჩეულ იქნა შვედეთის მეფედ, და ამან დაუდო სათავე შვედეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ხოლო 1809 წლის ამავე დღეს შვედეთმა მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომელიც ამყარებდა მოქალაქეების უფლებებს და მათ მნიშვნელოვან თავისუფლებას ანიჭებდა.

ფერები და პროპორციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთის სამეფოს კანონმდებლობით:
დროშის გვერდების შეფარდებაა: 10:16;
ლურჯი ველების სიფართეა: დროშის სიფართის 4/10;
ლურჯი ველების სიგრძე დროშის მარცხენა ნაწილში არის: დროშის სიგრძის 5/16;
ლურჯი ველების სიგრძე დროშის მარჯვენა ნაწილში არის: დროშის სიგრძის 9/16;
ჯვარის ჰორიზონტალური ხაზის სისქე არის: დროშის სიფართის 2/10;
ჯვარის ვერტიკალური ხაზის სიფართე არის: დროშის სიგრძის 2/16.

ფერების მოდელი ლურჯი ყვითელი
Pantone 301 C 109 C
RGB 0-101-164 (#0065A4) 255-222-0 (#FFDE00)
CMYK 100-45-0-18 0-10-100-0

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. პირველად აღიმართა სამხედრო ხომალდზე 1906 წ. 1 ივლისს