იაგაილო (ვლადისლავ II იაგაილო; ლიტვ. Jogaila Algirdaitis, პოლ. Władysław II Jagiełło, ბელარ. Ягайла; დაახლოებით 1351-1 ივნისი 1434 - ვიტებსის მთავარი; ლიტვის დიდი მთავარი (იაგაილო, 1377-1381) კეისტუტთან ერთად (პირველად), (1382-1392, მეორედ); პოლონეთის მეფე (ვლადისლავ II იაგაილო) - 1386-1434) - იაგელონების დინასტიის ფუძემდებელი.
გედიმინასის შვილიშვილი, ოლგრედისა და მართლმადიდებელი თავადის ქალის იულიანა ტვერსკოის საყვარელი შვილი. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, მან მიიღო მართლმადიდებლობა და სახელი იაკობი (ამ სახელით მართავდა ვიატებსს); ისტორიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის იყო წარმართი, მოგვიანებით მიიღო კათოლიციზმი და სახელი ვლადისლავი.
[რედაქტირება] ბრძოლა ძალაუფლებისთვის
იაგაილო მამის (ოლგრედი 1377წ.) გარდაცვალების შემდეგ დიდი მთავარი გახდა. მან ბრძოლა წამოიწყო კეისტუტისთან, რომელიც ბიძამისი იყო. იაგაილომ იგი ეშმაკურად მიიტყუა შეხვედრაზე და კრევსის ციხესიმაგრეში გამოკეტა, სადაც კეისტუტისი, ზოგიერთი ცნობებით დარდისგან დაიღუპა. არსებობს სხვა ვარაუდიც, რომ იგი გაგუდეს იაგაილოს ბრძანებით. ამბობენ, რომ იაგაილომ მისი მეუღლის ბირუტუს დახრჩობის ბრძანებაც გასცა. იაგაილოს ბიძაშვილი ვიტოვტი, მამასთან ერთად, კრევსის ციხესიმაგრეში იყო დატყვევებული. მან თავს ტევტონთა ორდენის მაგისტრთან გაქცევით უშველა და იაგაილოს წინააღმდეგ საბრძოლველად კავშირი გერმანელ რაინდებთან დაამყარა. ვიტოვტმა მდ. დუბისაზე შეთანხმებას მიაღწია. მან იაგაილო აიძულა უარი ეთქვა ჟმუდზე და 4 წლის განმავლობაში კათოლიკური სარწმუნოება მიაღებინა(1384).