ლუქსემბურგის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დროშა
ლუქსემბურგი
მიღებულია 23 ივლისი, 1972
პროპორცია 1:2
კომპიუტერული
დიზაინი
სამი ჰორიზონტალური ხაზი. ზევიდან ქვევით:წითელი, თეთრი და ლურჯი.

ლუქსემბურგის დროშა (ლუქს. Lëtzebuerger Fändel, გერმ. Flagge Luxemburgs, ფრანგ. Drapeau du Luxembourg) შედგება სამი ჰორიზონტალური ხაზისგან: წითელი, თეთრი და ლურჯი. მისი პროპორციებია 1:2 ან 3:5. 1830 წლამდე ლუქსემბურგს დროშა არ ჰქონდა. ამავე წელს შემოღებული დროშა თითქმის ნიდერლანდების დროშის იდენტური იყო. ლუქსემბურგის დროშა პირველად გამოიყენეს 1845-1848 წლებში. ოფიციალურად შემოიღეს 1972 წლის 23 ივლისს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Loi du 23 juin 1972 sur les emblèmes nationaux (1972 law, unamended) Memorial, A, number 51, of 16 August 1972