ისლანდიის დროშა
| ისლანდიის დროშა | |
| მიღებულია | |
|---|---|
| პროპორცია | |
| ავტორთა კოლექტივი | |
|
Matthías Þórðarson |
|
| სიმბოლიკა |
ლურჯი, თეთრი და წითელი |
| წინა დროშები | |
| პროპორცია | |
ისლანდიის დროშა(ისლ. Íslenski fáninn) ოფიციალურად დამტკიცდა 1944 წლის 17 ივნისს დღეს, როდესაც ისლანდია გახდა დამოუკიდებელი რესპუბლიკა.
დროშის ფერები ასოცირდება ისლანდიის ლანდშაფტთან: წითელი ფერი- ისლანდიური ვულკანების ცეცხლის ფერი, თეთრი-ყინულის და თოვლის ფერი, ლურჯი-ატლანტიკის ოკეანის წყლის ფერი.
[რედაქტირება] ისტორია
ისლანდიის პირველი ნაციონალური დროშა ცნობილია როგორც «ვიტბლაინი» , რომელიც წარმოდგენილი იყო თეთრი ჯვარით მუქ-ლურჯ ფონზე. პირველად ის გამოყენებული იქნა 1897 წელს. 1913 წლის 22 ნოემბერს დანიის სამეფოს დადგენილებით ისლანდიას დაუმტკიცდა უფლება საკუთარი დრშის ქონაზე, ხოლო 1915 წლის 19 ივნისს ალტინგმა დაამტკიცა ისლანდიის ნაციონალური დროშა, რომელიც ამჟამინდელი დროშის ანალოგიური იყო. 1944 წლს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ისლანდიის დროშა თიღქმის არ შეცვლილა, თუმცა მისი ლურჯი ფერი უფრო მუქი გახდა. დროშის ნახატი გამოხატავს სკანდინავიურ ტრადიციას, რომელიც დანიის დროშიდან მოდის.
[რედაქტირება] დროშის დღეები
- ისლანდიის პრეზიდენტის დაბადების დღე
- ახალი წელი
- დიდი ხუთშაბათი
- აღდგომა
- ზაფხულის პირველი დღე
- 1 მაისი
- სულთმოფენობა
- მეზღვაურთა დღე
- 17 ივნისი დამოუკიდებლობის დღე
- 1 დეკემბერი
- შობა