საბერძნეთის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საბერძნეთის სახელმწიფო დროშა
საბერძნეთი

საბერძნეთის დროშა
მიღებულია 22 დეკემბერი, 1978
პროპორცია 2:3
კომპიუტერული
დიზაინი
შედგება ცხრა თანაბარი ჰორიზონტალური ლურჯი და თეთრ წრფეებისაგან . შიგნით ლურჯი კვადრატის ზედა მარცხენა კუთხეში არის თეთრი ჯვარი
წინა დროშები

საბერძნეთის დროშა 1828-1978 წლებში

საბერძნეთის დროშა შეიცავს ცხრა ჰორიზონტალურ ზოლს, რომელთაგანაც ხუთი არის ლურჯი, ხოლო ოთხი - თეთრი. შიგნით ლურჯი კვადრატის ზედა მარცხენა კუთხეში არის თეთრი ჯვარი. პირველად მიღებული იქნა 1822 წლის 27 მარტს, .

სიმბოლიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ, ზოლები სიმბოლურად გამოხატვას ცას ან ზღვას( 5 წრფე 5 ოკეანე ) შერწყმული თეთრ ღრუბელებთან და/ან ტალღებთან. არსებობს ასევე სხვა თეორიები რომლის მიხედვითაც 9 ზოლი სიმბოლურად გამოხატვას  ფრაზის 9 მარცვალს «Ελευθερία ή θάνατος» («თავისუფლება ან სიკვდილი», ე-ლეფ-თე-რი-ა ი თა-ნა-ტოს). ასევე არის თეორია, რომ 9 ზოლი სიმბოლურად გამოხატვას 9 მუზას. თეთრი ჯვარი სიმბოლოა ბერძნული მართლმადიდებლური რელიგიის

დროშის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად საბერძნეთის დროშა დადგენილი იქნა მეფე ოტოს კორონაციის შემდეგ, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენდა თეთრ ჯვარს ლურჯ ფონზე. საბერძნეთის დროშა გარეგნულად ჰგავდა დანიის დროშას, საიდანაც წარმომავლობით იყო მეფე ოტო.

დროშა გამოიყენებოდა მეფე ოტოს დამხობის შემდეგაც.

დროშის ადრინდელი ფორმა ახლაც გამოიყენება არმიაში.

ფერთა მახასიათებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის კანონმდებლობა არ იძლევა ზუსტი ფერთა მახასიათებლებს დროშის დასამზადებლად, ასე რომ მათი დამზადების დროს შეიძლება გამოყენებული იყოს ლურჯი ფერის ნებისმიერი ჩრდილი - ცისფერი ფერიდან-მუქ ლურჯ ფერამდე.

ფერთა მოდელი ლურჯი თეთრი
Pantone 286 C Safe
RGB 0-93-170 (#005DAA) 255-255-255 (#FFFFFF)
CMYK 100-66-0-2 0-0-0-0
HSB 207,1-100-66,67 0-0-100
Lab 37, -6, -54 100, 0, 0


დროშის დღეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანონი 851/1978 ადგენს ზოგად მონახაზს, როდესაც გარკვეულ დღეებში, რომელიც დროშა უნდა იყოს აღმართული. ეროვნულ ან ადგილობრივ სახელმწიფო დღესასწაულებზე დროშის აღმართვა ყველასათვის სავალდებულოა, დილის 8 საათიდან მზის ჩასვლამდე.

დროშის დღეები საბერძნეთში
თარიღი სახელი საფუძველი
25 მარტი 25 მარტი საბერძნეთის რევოლუცია.
28 ოქტომბერი ოხის დღე 1940 წელს იტალიის ულტიმატუმზე უარი .
17 ნოემბერი პოლიტექნიკური დღე ზაფხულის აჯანყება ათენში სამხედრო ხუნტის წინააღმდეგ (სასკოლო დღესასწაული).

დროშები დამოუკიდებლობისთვის ომის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმიის და საჰაერო ძალების საომარი დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზღვაო და სამოქალაქო დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოს მეთაურების დროშა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბერძნეთის მთელი ისტორიის მანძილზე , სახელმწიფოს მეთაურები იყენებდნენ სხვადასხვა დროშებს. დროშის კონსტრუქციები იცვლებოდა ისტორიული ეპოქიდან გამომდინარე და საბერძნეთის პოლიტიკურ მდგომარეობასთან შესაბამისობაში იყო. პირველი დროშა რომელსაც საბერძნეთის მეთაურები იყენებდნენ იყო ოტო მეფის დროს მიღებული. პრეზიდენტის დროშის ამჟამინდელი დიზინი მიღებული იქნა 1975 წელს.

მსგავსი დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]