გრიუნვალდის ბრძოლა
| გრიუნვალდის ბრძოლა | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| დიდი ომის ნაწილი | |||||||
გრიუნვალდის ბრძოლა, ავტორი იან მატეიკო (1878 წ.) |
|||||||
|
|||||||
| მხარეები | |||||||
| პოლონეთის სამეფო ლიტვის დიდი სამთავრო პოლონეთ ლიტვის ვასალები, მოკავშირეები და დაქირავებულები: რუთნია, მაზოვია, მოლდავეთის სამთავრო, თათრები, ჩეხები, ბოჰემია, მორავია, ვლახეთი, სმოლენსკი |
ტევტონთა ორდენი, მოკავშირეები, პომერანია, ჯვაროსნები და დაქირავებულები დასავლეთ ევროპიდან | ||||||
| მეთაურები | |||||||
| იაგაილო (მთავარსარდალი) ვიტოვტი (ლიტველების მეთაური) |
იულრიხ ფონ იუნგინგენი † | ||||||
| ძალები | |||||||
| 16,000–39,000 | 11,000–27,000 | ||||||
| დანაკარგები | |||||||
| 4,000–5,000 მოკლული 8,000 დაჭრილი |
200–400 რაინდი 8,000 მოკლული 14,000 დატყვევებული |
||||||
გრიუნვალდის ბრძოლა (გერმანულ ლიტერატურაში — ბრძოლა ტანენბერგთან) — „დიდი ომის“ (1409-1411) გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც პოლონეთ-ლიტვა-რუსეთის ჯარებმა 15 ივლისს ტევტონთა ორდენის ჯარები გაანადგურეს. მოკავშირეთა არმია (სარდალი პოლონეთის მეფე ვლადისლავ II იაგაილო; 32 ათასი კაცი) შედგებოდა პოლონელთა, ლიტველთა, რუსთა (მათ შორის უკრაინელები და ბელარუსები), უნგრელები, ვლახელების, ჩეხ-მორავიელებისა და თათართა რაზმებისაგან, ორდენის ჯარები (სარდალი დიდი მაგისტრი ულრიხ ფონ იუნგინგენი; 27 ათასი კაცი) – გერმანელი, ფრანგი და სხვა რაინდებისა და დაქირავებული რაზმებისაგან (შვეიცარიელები, ინგლისელები და სხვა).
ბრძოლა ორდენის ბომბარდების ბათქით დაიწყო, მაგრამ მოკავშირეთა ჯარისათვის ზიანი არ მიუყენებია. თათართა მხედრობამ და ლიტველებმა ჯვაროსანთა მარცხენა ფრთას შეუტიეს. გერმანელმა რაინდებმა ისინი უკუაგდეს და უკან დაედევდნენ. მათ მარჯვენა ფრთაზე განლაგებული პოლონელებიც შეავიწროვეს. ამ კრიტიკულ მომენტში ბრძოლის ველზე დარჩენილმა რუსთა პოლკებმა შებოჭეს ჯვაროსანთა ნაწილები. ამასობაში იერიშზე გადავიდნენ პოლონელები, ლიტველებმაც მოახერხეს ძალთა გადაჯგუფება. დიდმა მაგისტრმა ბრძოლაში ჩართო რეზერვი, მაგრამ უშედეგოდ - ჯვაროსნები გარშემორტყმული აღმოჩნდნენ, მათი დიდი ნაწილი განადგურდა.
ამ ბრძოლამ სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ტევტონთა ორდენს და საბოლოოდ აღკვეთა მისი აგრესია აღმოსავლეთში.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქსე, ტ. 3, გვ. 275, თბ., 1978
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- Virtual trip - 360VR panoramic images from Grunwald
- Account by Jan Dlugosz, written sixty years after the battle
- 600th anniversary celebrations in 2010
- Battle of Grunwald reenactment