კახა ბაინდურაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კახა ბაინდურაშვილი (დ. 26 სექტემბერი, 1978, თბილისი), ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი 2009 წლის 6 თებერვლიდან, 2011 წლის 17 ივნისამდე.[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბაინდურაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1998-2000), სადაც მიღებული აქვს ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი. 1999-2000 წლებში მუშაობდა სააგენტოში „პრაიმ-ნიუსი” რედაქტორის თანამდებობაზე. 2000-2002 წლებში ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინვესტიციო პროექტების მონიტორინგის სამმართველოს უფროსის თანამდებობა. 2002-2004 წლებში მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კონსულტანტად. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

2005 წლის სექტემბრიდან 2006 წლის ივნისის პერიოდში სწავლობდა უილიამს კოლეჯში (უილიამსთაუნი, მასაჩუსეტსი, აშშ), სადაც მიღებული აქვს განვითარებადი ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი.

2006 წლის ივნისიდან 2007 წლის მარტამდე მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის პოსტზე. 2007 წლის მარტიდან 2009 წლის თებერვლამდე ეკავა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა. 2009 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრად, რაც საკუთარი სურვილით 2011 წლის 17 ივნისს დატოვა. [1]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ბაინდურაშვილი ფინანსთა მინისტრის პოსტზე მისმა მოადგილემ შეცვალა. მინისტრთა კაბინეტი. სააგენტო სივილ ჯორჯია (2011-06-17). წაკითხვის თარიღი: 2011-06-19.