მირიან მირიანაშვილი
მირიან მირიანაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 იანვარი, 1961 |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ეროვნება | ქართველი |
მეუღლე/ები | ნინო აროშიძე |
შვილ(ებ)ი | 1 |
მირიან მირიანაშვილი (დ. 1 იანვარი, 1961,[1] თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და იურისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოფიზიკის სპეციალობით, 1999 წელს კი იმავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1987 წელს ასპირანტურის დამთავრების შემდეგ იქვე ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას.
80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილეა. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს სახალხო ფრონტის გამგეობის, „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოს“ მუდმივი საბჭოს წევრი და საუნივერსიტეტო მოძრაობის თავმჯდომარე. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი და 1991 წლის 31 მარტის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
1995-1998 წლებში საქართველოს რეფორმატორთა კავშირის ორგ. მდივანია შემდეგ პოლიტ. მდივანი. 1999-2001 წლებში იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მირიან მირიანაშვილი — საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
- მირიან მირიანაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მირიანაშვილი მირიან. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2017.
- ↑ მირიან მირიანაშვილი. nplg.gov.ge. ციტირების თარიღი: 18 დეკემბერი, 2017.