ჯოკიაკარტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ჯოკიაკარტა
ინდო. Yogyakarta
Yogyakarta in the afternoon.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
პროვინცია ჯოკიაკარტის სპეციალური რეგიონი
კოორდინატები 7°48′05″ ს. გ. 110°21′52″ ა. გ. / 7.80139° ს. გ. 110.36444° ა. გ. / -7.80139; 110.36444
ფართობი 32,5 კმ²
მოსახლეობა 388 088 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 12 000 კაცი/კმ²
დროის სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი +62 361
ოფიციალური საიტი http://www.jogjakota.go.id

ჯოკიაკარტა მდებარეობა ინდონეზია

Red pog.svg

ჯოკიაკარტა (ინდო. Yogyakarta) — ქალაქი ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, ჯოკიაკარტის სპეციალური რეგიონის დედაქალაქი. ცნობილია როგორც კლასიკური იავური ხელოვნებისა და კულტურის ცენტრი. ინდონეზიის ეროვნული რევოლუციის პერიოდში, 1945–1949 წლებში ჯოკიაკარტა ინდონეზიის დედაქალაქი იყო. მისი ერთ–ერთი რაიონი, კოტაგედე 1575–1640 წლებში მატარამის სასულთნოს დედაქალაქი იყო.

ქალაქი მდებარეობს ვულკან მერაპიდან 30 კმ–ის მოშორებით. 2006 წლის 27 მაისს მომხდარმა 6 ბალიანმა მიწისძვრამ ჯოკიაკარტის დიდი ნაწილი დაანგრია, დაიღუპა დაახლოებით 4000 ადამიანი.

სახელგანთქმული ბორობუდურისა და პრამბანანის ტაძრების სიახლოვის გამო, ჯოკიაკარტა მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული ცენტრია ინდონეზიაში კუნძულ ბალის შემდეგ.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]