გუბე
გუბე (ინგლ. Pond) — ხელოვნური წყალსატევი, რომელიც განკუთვნილია წყალმომარაგებისათვის, სარწყავად, თევზის გამრავლებისთვის, ფრინველებისათვის და ასევე სანიტარული და სპორტული მოთხოვნილებებისათვის.
პირობითად, ხელოვნური წყალსატევი, რომლის წყლის მოცულობა შეადგენს 1 მლნ. კუბურ მეტრს – გუბე ეწოდება, ხოლო მილიონზე მეტი მოცულობისას კი – წყალსაცავი.
შეიძლება საზრდოობდეს გრუნტისა და წვიმის წყლებით, ასევე მასში ზოგჯერ მცირე ნაკადულებიც ჩაედინება.
სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებზე გუბეებს ქმნიან გამოყენებადი ადგილების მოსარწყავად, ასევე მშრალი და უწყლო ადგილების წყალმომარაგებისათვის, იქთიოფაუნისა და წყალზემოცურავე ფრინველების გამრავლებისათვის. გუბის წყალი გამოიყენება აგრეთვე სარეცხად და საბანაოდ. ხშირად გარშემორტყმულია ხე-მცენარეულობით, რის შედეგადაც ქმნის საკმაოდ კარგ დასასვენებელ ადგილს.
გუბე როგორც წყლის ობიექტი, შეადგენს ჰიდროლოგიურ ელემენტს.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||