ფრანსუა ალფონს ფორელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრანსუა ალფონს ფორელი

დაბადების თარიღი 2 თებერვალი 1841
დაბადების ადგილი მორჟი, შვეიცარია
გარდაცვალების თარიღი 7 აგვისტო 1912
გარდაცვალების ადგილი მორჟი, შვეიცარია
სამეცნიერო სფერო ფიზიოლოგია
ანატომია
გეოგრაფია

ფრანსუა ალფონს ფორელი (ფრანგ. François-Alphonse Forel; დ. 2 თებერვალი 1841, მორჟი, შვეიცარია — გ. 7 აგვისტო 1912, იქვე) — შვეიცარიელი ბუნებისმეტყველი და ექიმი. ლოზანის უნივერსიტეტის ანატომიისა და ფიზიოლოგიის პროფესორი (1869-1895). დიდი როლი ითამაშა გლაციოლოგიის ჩამოყალიბებაში. შეისწავლა ალპების მყინვარები და სეისმური მოვლენები. მრავალწლიანი კვლევა ჩაატარა ჟენევის ტბაზე. ფორელის შრომებმა საფუძველი ჩაუყარა ტბათმცოდნეობას. შემოიღო ტერმინი „ლიმნოლოგია“, შექმნა ტბათმცოდნეობის პირველი სახელმძღვანელო (1901).

იკვლევდა წყლის ბიოლოგიას, ქიმიას, ცირკულაციასა და სედიმენტაციას. შეისწავლა სეიშები, ტალღები. მისი მთავარი შრომა „Le Léman“, გამოქვეყნდა 1892-1904 წწ. შორის. ვილჰელმ ულესთან თანამშრომლობით შექმნა ფორელ-ულეს სკალა, რომელიც წარმოადგენს მეთოდს, რომლის დახმარებით შესაძლებელია წყალსატევების ფერის დადგენა. მიკელე სტეფანო დე როსისთან ერთად შემქმნელია როსი-ფორელის სკალისა, რომელიც აღწერს ინტენსიურ მიწისძვრას.

ფრანსუა ალფონს ფორელის სახელობისაა მთა გრენლანდიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]