ლენტეხის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლენტეხის გერბი)
ლენტეხის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 22 ივლისი, 2011
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი შავი აღჭურვილი დათვი, სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი, ოქროს ტახტი, სვანური ვერცხლის ქუდი.
ფარმჭერები ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი ლენტეხი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის გერბილენტეხის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარი გადაკვეთილია მრუდედ-ტეხილად, ხოლო ზედა მხარე გაკვეთილია და ამრიგად იყოფა სამ ნაწილად.

  • I ნაწილი — ვერცხლის ველზე შავი აღჭურვილი დათვი (ეშვები, ენა, ბრჭყალები წითელია).
  • II ნაწილი — ლაჟვარდოვან ველზე სამი ოთხსხივიანი ოქროს ვარსკვლავი.
  • III ნაწილი — ზურმუხტოვან ველზე ოქროს ტახტი, რომლის ზემოთ მოთავსებულია სვანური ვერცხლის ქუდი.

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი „ლენტეხი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]