ლაიფციგის ბრძოლა
| ლაიფციგის ბრძოლა | |||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|
| ნაპოლეონის ომების ნაწილი | |||||||
ლაიფციგის ბრძოლა, ალექსანდრ ზაუერვეიდის ნამუშევარი |
|||||||
|
|||||||
| მხარეები | |||||||
| საფრანგეთი პოლონეთი იტალია საქსონია და რაინის კავშირის სხვა ქვეყნები. |
მეექვსე კოალიცია: რუსეთი ავსტრია პრუსია შვედეთი |
||||||
| მეთაურები | |||||||
| ნაპოლეონ ბონაპარტი | ალექსანდრე I ფრიდრიხ ვილჰელმ III კარლ XIV |
||||||
| ძალები | |||||||
| 160 000-210 000[1][2] | 200 000-350 000[1][2] | ||||||
| დანაკარგები | |||||||
| 70 000-80 000 | 54 000 | ||||||
ლაიფციგის ბრძოლა, ხალხთა ბრძოლა, ერების ბრძოლა (გერმ. Völkerschlacht bei Leipzig) – ნაპოლეონის ომებისა და მსოფლიო ისტორიაში მეორე მსოფლიო ომამდე ყველაზე უმსხვილესი ბრძოლა, რომელშიც ნაპოლეონმა განიცადა მარცხი მეექვსე კოალიციასთან, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსეთის, ავსტრიის, პრუსიისა და შვედეთის მოკავშირე არმიები.
ბრძოლა მიმდინარეობდა საქსონიაში, ორივე მხრიდან საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ გერმანელი ჯარისკაცები. თავდაპირველად ნაპოლეონის არმიამ წარმატებით განახორციელა შეტევა, თუმცა 19 ოქტომბერს დიდი დანაკარგებით დაიწყო უკან დახევა. ხალხთა ბრძოლაში ნაპოლეონი დამარცხდა, მოკავშირეთა ჯარები 1814 წლის მარტში პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი აიძულეს გადამდგარიყო და გადაასახლეს კუნძულ ელბაზე.
ლაიფციგის ბრძოლით დასრულდა ნაპოლეონის ომების 1813 წლის კამპანია, რომლის შედეგადაც ნაპოლეონის მმართველობის ქვეშ მხოლოდ საფრანგეთი დარჩა.
ეს ბრძოლა ასევე ცნობილია ხალხთა ბრძოლის სახელით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 111, თბ., 1983 წელი.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- “Easily ranking as one of the largest battles in History”
- Allied Order-of-Battle at Leipzig: 16-18 October 1813
- French order of battle: II–XI Army Corps
- French order of battle: Cavalry Reserve and the Imperial Guard
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 ვებ-გვერდი voelkerschlacht-bei-leipzig.de
- ↑ 2.0 2.1 Д. Чандлер, Военные кампании Наполеона. М.: 1999, с. 561