ვერონის ბრძოლა (1805)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვერონის ბრძოლა (1805)
ნაპოლეონის ომების ნაწილი

კასტელვეჩიოს ხიდი (ხიდი რომლითაც ფრანგებმა ვერონა აიღეს)
თარიღი 1805 წლის 18 ოქტომბერი
მდებარეობა ვერონა, იტალია
შედეგი ფრანგების გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთი ავსტრია
მეთაურები
ანდრე მასენა კარლ ლუდვიგ ავსტრიელი
ძალები
13 ბატალიონი 6 ბატალიონი
დანაკარგები
323-450 1152-1622
ვერონის ბრძოლა ვიკისაწყობში

ვერონის ბრძოლა — ბრძოლა საფრანგეთის იმპერიასა და ავსტრიის იმპერიას შორის 1805 წლის 18 ოქტომბერს. საფრანგეთის არმიას ხელმძღვანელობდა ანდრე მასენა. ავსტრიის არმიას კი ფელდმარშალი კარლ ლუდვიგ ავსტრიელი. ვერონის ბრძოლა მესამე კოალიციის ომის ნაწილია.

ბრძოლა გაიმართა ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ ვერონასთან. ბრძოლაში ფრანგების მხრიდან მონაწილეობდა 13 ბატალიონი, ავსტრიელების მხრიდან კი 6 ბატალიონი. ვერონას იცავდა ავსტრიის არტილერია. ავსტრიელების შენაერთები ასევე იცავდნენ ქალაქის ხიდებს ფრანგების მოსალოდნელ თავდასხმისაგან. მათ სჯეროდათ რომ შეეძლოთ მტრის მოგერიება.

18 ოქტომბერს, გამთენიისას, მასენამ, ფრანგების ქვეითი ჯარისაგან ჩამოაყალიბა შტურმის კედელი და გასცა პირადი ბრძანება გადასულიყვნენ შეტევაზე. შტურმის კედელს მხარს უჭერდა არტილერია. ფრანგებმა დაიკავეს ხიდები და გაარღვიეს ავსტრიელ ქვეით კორპუსთა რიგები. ერთდღიან ბრძოლაში ავსტრიელები დამარცხდნენ და უკან დაიხიეს. ვერონა დაეცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]